არქივი

ვინ გამოიგონა პარაშუტი

e73ac4195dd3

წარმოიდგინეთ თქვენი თავი საჰაერო სივრცეში, ხუთი კილომეტრის სიმაღლეზე და ამის შემდეგ მშვიდი დაშვება მიწაზე, თითქოს თქვენ მხოლოდ სამ მეტრიანი ღობიდან გადმოხტით. შეძლებდით ამის გაკეთებას პარაშუტით? პარაშუტი ეს უბრალოდ დიდი ქოლგაა, რომელიც ქმნის ჰაერის წინააღმდეგობას. პარაშუტით ადამიანს შეუძლია დაეშვას ძირს საჰაერო სივრცეში, საკმაოდ ნელა, რათა თავიდან აიცილოს დაშავება მიწაზე დავარდნისას.
პარაშუტი ალბათ არის ეკიპაჟით საფრენი მოწყობილობის ყველაზე უფრო ძველი იდეა. მისი ჩანახატი ლეონარდო და ვინჩიმ თავის რვეულში გააკეთა 1514 წელს. 1595 წელს ფაუსტო ვერანციომ გამოაქვეყნა მუშაობისუნარიანი პარაშუტის აღწერილობა.

7c42420f2507

ესეც ლეონარდო და ვინჩის პარაშუტი

ფრანგმა ლუი ლენორმანმა 1783 წელს გამოიგონა პარაშუტი იმ მიზნით, რომ ის გამოეყენებინათ ხანძრის შემთხვევაში სახლიდან გადმოსახტომად. პირველი ადამიანი, რომელმაც პრაქტიკაში გამოიყენა პარაშუტი ითვლება ფრანგი ჟ. ბლანშარი. 1785 წელს მან საჰაერო ბურთიდან გადმოაგდო კალათი ძაღლით, რომელზედაც დამაგრებული იყო პარაშუტი. ბლანშარი ამტკიცებდა , რომ 1793 წელს ის თავად გადმოხტა პარაშუტით , რის შედეგადაც მოიტეხა ფეხი.

dfc823524dcb

ბლანშარი საჰაერო ბურთიდან უშვებს პარაშუტს ძაღლით

მეორე ფრანგს ჟ. გარნერის ეკუთვნის პარაშუტის რეგულარული გამოყენების დაწყების პატივი. მისი პარაშუტით გადმოხტომის პირველი ჩვენება შედგა პარიზში 1797 წლის 22 ოქტომბერს, მაშინ როცა ის წარმატებით გადმოხტა 600 მეტრზე უფრო მეტი სიმაღლიდან. გარნერის პარაშუტს ჰქონდა ქოლგის ფორმა. გაკეთებული იყო თეთრი ბრეზენტისაგან და დიამეტრში აღწევდა 7 მეტრს. გუმბათის ქვეშ, შუაში მდებარეობდა დისკის ფორმის ხე, დაყოფილი 25 სანტიმეტრის სექციებით, ნახვრეთით ცენტრში, საიდანაც გადიოდა ჰაერი. დისკი დამაგრებული იყო ბრეზენტზე და უამრავი მოკლე ლენტებით.

b3f988e60061

გარნერის პარაშუტი

პირველი წარმატებული დაშვება თვითმფრინავიდან პარაშუტით განხორციელებული იქნა 1912 წელს კაპიტან ბერის მიერ, მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში. 1913 წლიდან 1914 წლამდე მიმიდინარეობდა დისკუსიები იმის შესახებ, რომ მიზანშეწონილია თუ არა პარაშუტის გამოყენება თავის გადარჩენის მიზნით. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ეს საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. პრობლემები ნაწილობრივ დაკავშირებული იყო პარაშუტის ზომებთანაც. აგრეთვე შიშობდნენ, რომ გადმოხტომისას პილოტი შეეჯახებოდა თვითმფრინავს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button