ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

ელექტრო ავტომობილები: Ford Focus Electric MPGe

მოგესალმებით მეგობრებო! მაშ ასე ვიწყებთ პოსტების სერიას თემაზე:
თანამედროვე ელექტრო ავტომობილები. დღეს მე Ford Focus Electric MPGe -ს გაგაცნობთ.

კონცერნმა  Ford, დაიწყო შეკვეთების მიღება Focus-ის ახალ მოდელზე, რომელიც ძირითად მუშაობს დენის წყაროზე.

ისტორია

Ford-ი საკმაოდ წარმატებით გავიდა ელექტრო ავტომობილთა მსოფლიო ბაზარზე და დაიწყო ჰეჩბეკის Focus Electric-ის გაყიდვები. ელექტრო “ფოკუსების” პირველი დისტრიბუცია  Ford-მა პარტნიორებთან, Google-თან და Microsoft-თან ერთად რამდენიმე წლის წინ წამოიწყო და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.

ამჟამად კი კონცერნმა თავის ყველა სადილერო კომპანიას Ford Focus Electric-ის თითო მოდელი გაუგზავნა დასატესტად. ამავე დროს ნებისმიერ მსურველს, ვისაც მოსწონს ეს მოდელი, შეუძლია შეუკვეთოს და მას დილერები 4-6 კვირის განმავლობაში მიაწვდიან Ford Focus Electric-ს სასტარტო ფასად – 39 200 დოლარად.

Ford Focus Electric

ელექტრომობილების წარმოებით Ford-ს ბაზარზე კონკურენციას Nissan Leaf-ი და Chevrolet Volt-ი უწევს. ფასით ფორდის ეს მოდელი მათ შორის მერყეობს.  რაც შეეხება მახასიათებლებს , როგორც მწარმოებელ კომპანიაში გვეუბნებიან, ეს მოდელი არის ყველაზე ეფექტური და ეკონომიური ელექტრული ავტომობილი თანამედროვე ბაზარზე: ახალი Focus Electric-ი 100 კმ-ზე  2.35 ლ საწვავს მოიხმარს, რათქმაუნდა ენერგიის ძირითად წყაროს ელექტროობა წარმოადგენს. გარდა ამისა, მწარმოებლები გვპირდებიან, რომ აკუმულატორების დატენვა მოხდება უფრო წრაფად, ვიდრე მისი კონკურენტი მოდელებისა: 240 ვოლტიან ქსელში აკუმულატორები აღიდგენენ თავის მარაგს, არაუმეტეს 3 საათი განმავლობაში ჩართული წყაროში. ამ მოდელს შეუძლია განავითაროს 135 კმ/წმ-ში საწვავის გამოყენების გარეშე.

ასევე, Ford-მა პირველად წარმოადგინა კონცეპტი, ელექტრომობილებში მზის ენერგიის უფრო მეტად გამოყენების შესახებ. ფოტოგალვანური ელემენტს SunPower ღირებულებით 10 ათასი დოლარი, შეუძლია გამოიმუშავოს ეკოლოგიურად სუფთა ენერგია 2.5 კვტ-დან. მზის ბატარეებს აქვთ ან 25 წლიანი გარანტია ან გარანტია 15 000 მილზე (დაახლ. 25 00 კმ).

აქვე აღსანიშნავია, რომ Ford-ი მხოლოდ ელექტრო ძრავების გაუმჯობესებაზე არ ზრუნავს. ეს გიგანტი კომპანია მუდმივად აუმჯობესებს შიდა წვის ძრავის კონცეფციას. ასე მაგალითად, ამა წლის შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყება  Ford Fusion-ის გაყიდვები.  Ford Fusion-ი პირველი საოჯახო სედანია ამერიკაში, რომელსაც აქვს სტარტ-სტოპ სისტემა. ეს უკანასკნელი შუქნიშნის ფერების მიმართ მგრძნობიარეა და ავტომობილსაც ამუხრუჭებს წითელ ფერზე.

 

ასე რომ Ford-ი, ერთ-ერთი გიგანტი საავტომობილო კომპანია მსოფლიოში, წარმატებით განაგრძობს ელექტრო ავტომობილთა ბაზრის დაპყრობას.

და ბოლოს, როგორც ყოველთვის ვიდეო. მეტი თვალსაჩინოებისთვის.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close