გასართობისაკითხავისასარგებლო

კვლავ ფაქტები…

უბრალოდ ფაქტები

1. 400 წელიწადში რიცხვი 13 იქნება 4800-ჯერ. აქედან არის 684 შაბათი და ხუთშაბათი, 685 ორშაბათი და სამშაბათი, 687 ოთხშაბათი და კვირა და 688 პარასკევი…
2. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, შობა პირველად აღნიშნეს ჩვ.წ. 336 წელს.
3. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ბრძოლა იყო მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, 1191 წელს. ქალაქ აკრში ხალხი გამაგრდა და რიჩარდ ლომგულმა ვერ შეძლო მისი ჩვეულებრივ აღება. მან უბრძანა თავის ხალხს, გადაეყარათ ქალაქში 100 სკა, რის შემდეგაც ხალხი უყოყმანოდ დანებდა.

4. 1099 წელს, იერუსალიმის აღების შემდეგ ჯვაროსნებმა ქალაქში მყოფი 70 000 ებრაელი და მუსულმანი გაჟლიტეს.
5. ნამგალა მთვარისა და ვარსკვლავის გამოსახულებას თავიდან ქრისტიანები ატარებდნენ. ის კონსტანტინოპოლის (სტამბულის) ნიშანი იყო. 1453-წლიდან, მას შემდეგ, რაც ქალაქი თურქებმა აიღეს, ის მუსულმანების სიმბოლო გახდა.

6. რიჩარდ ლომგულმა თავის სამფლობელოში მხოლოდ 6 თვე გაატარა.
7. ისააკ ნიუტონი 1642 წლის შობას დაიბადა.
8. როდესაც ისააკ ნიუტონი პარლამენტის წევრი იყო, მისი ერთადერთი ცნობილი მოთხოვნა იყო ფანჯრის გაღება.
9. ნასას თანამშრომლების 36%, ხოლო მაიკროსოფტის 34% ინდოელები არიან.

10, პირველი პლასტიკური ოპერაცია ჩატარდა ინდოეთში დაახლოებით ძვ.წ. 600 წელს.
11. რამდენიმე წლის წინ, ქალაქ დელისთან ახლოს ავტობუსი გადავარდა მდინარეში და 78-ივე მგზავრი დაიხრჩო. მგზავრები ორი სხვადასხვა კულტის წარმომადგენლები იყვნენ და ისინი არ დაეხმარნენ ერთმანეთს და თოკები არ გადააბეს, რომ უსაფრთხო ადგილას მიეღწიათ. ეს რომ არა, ყველა გადარჩებოდა.
12. კანადაში, ოტავაში არალეგალურია კვირაობით ბანკის ქუჩაზე ნაყინის ჭამა.
13. პირველი აუტობიოგრაფიული წიგნი წმ. აუგუსტინეს ეკუთვნის

14. უძველესი სიკვდილით დასჯა მოხდა ძვ.წ. 1500 წელს, ეგვიპტეში.
15. ა.შ.შ-ს შტატ ოჰაიოს ერთ-ერთ ქალაქში არალეგალურია თაგვის დაჭერა ლიცენზიის გარეშე.
16. ადრე ოქსფორდის უნივერსიტეტში იკრძალებოდა გაკვეთილებზე მშვილდ-ისრის მიტანა.

17. ლუდოვიკო XIV-ს ეზიზღებოდა ბანაობა. მან სიცოცხლეში მხოლოდ 3-ჯერ იბანავა.
18. დედოფალ ვიქტორიას მოკვლას 7-ჯერ ეცადნენ.
19. 7 მომაკვდინებელი ცოდვა არაა მოხსენიებული ბიბლიაში.
20. ბიბლიაში მხოლოდ 3 ანგელოზია ნახსენები: გაბრიელი, მიქაელი და რაფაელი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close