ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

უახლესი გამოგონებები: მოგენატრათ საყვარელი ადამიანი? მაშინ Roly-Poly!

მოგესალმებით მეგობრებო! კვლავინდებურად ვაგრძელებთ პოსტების სერიას თემაზე:
უახლესი გამოგონებები, რომელიც მალე შეცვლის მსოფლიოს. დღეს მე მომავლის ტექნოლოგიას გაგაცნობთ.

პრეამბულის მაგივრად

სინგაპური რომ ერთობ განვითარებული ქვეყანაა ალბათ ყველას გაგვიგია. აზიის სამხრეთ- აღმოსავლეთში, კუნძულ სინგაპურსა და მის გასწვრივ მდებარე 59 კუნძულზე, განლაგებულია გასაოცარი ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური, რომელიც  წარმოადგენს აზიის ერთერთ ყველაზე განვითარებულ და ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყანას. აქ ერთმანეთს ერწყმის სამი უდიდესი კულტურა- ჩინური, ინდური და არაბული, რომელთაგან თითოეულმა თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა ქვეყნის განვითარებაზე. ასე რომ შევთანხმდით სინგაპური რომ აზიის მარგალიტია. ხოდა, ამ ქვეყნის ეროვნულ უნივერსიტეტში კაცობრიობაზე “განსაკუთრებით” იზრუნეს და შექმნეს პროდუქტი, რომლის გამოყენებაც ყველას სქესის, ასაკის და სხვა ბარიერების გარეშე შეუძლია. Roly Poly-ასე ჰქვია სიახლეს და ის ორი ადამიანის ერთმანეთთან დასაკავშირებლად გამოიყენება. იკითხავთ რა არის ამაში განსაკუთრებული და საერთოდაც რა არის აქ სიახლეო. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას რომ მართალი ხართ, მაგრამ თუ უფრო დეტალურად განვიხილავთ, მიხვდებით რომ აქ სიახლე მართლაც არის.

ისტორია

როგორც ამბობენ, ერთ-ერთ სინგაპურელ მეცნიერს საყვარელი ადამიანის მონატრებამ შთააგონა Roly-Poly-ის შექმნა. იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა შეექმნა რაღაც უჩვეულო, განსაკუთრებული და რაც მთავარია ორიგინალური ნივთი რომლითაც შეძლებდა საყვარელ ადამიანს შეხმიანებოდა. ეს აზრი სხვა მეცნიერებსაც გაანდო. მათაც მოეწონათ და დაიწყო საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა და საბოლოოდ, სულ ახლახანს სინგაპურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა მსოფლიო ბაზარზე Roly-Poly გაიტანა.

 

 მუშაობის პრინციპი

Roly-Poly კვერცხის ფორმის მოწყობილობაა და ორი სრულიად იდენტური ნაწილისგან შედგება. ის ორ  ცალ  „კვერცხს“ წარმოადგენს და სატარებლადაც საკმაოდ მოსახერხებელი ზომისაა. მუშაობის პრინციპი კი მარტივია: ერთი ადამიანი ეხება „კვერცხს“ , რაც იწვევს იმ წამსვე მეორე ადამიანის “კვერცხის” რხევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ ადამიანს მეორე მოენატრა. „კვერცხების“ მოქმედების დაფარვის ზონა საკმაოდ დიდია. გამოგონებას, ამ ეტაპზე არ აქვს ანალოგი. მისი იდეა ისაა რომ, ორ ადამიანს შესაძლებლობა აქვს ფიზიკურად განიცადონ ერთმანეთი შორ მანძილზე.

ექსპერტები თვლიან, რომ  Roly Poly მასობრივ კომუნიკაციურ საშუალებებს ახალ საფეხურზე აიყვანს, დღეს ხომ არცერთი მსგავსი ურთიერთობის საშუალება მუშაობის ასეთ პრინციპს არ ემყარება.

ასე რომ ატარეთ Roly-Poly და დაივიწყეთ მონატრება.

 

 

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close