საკითხავისასარგებლო

The Washington Post


ვაშინგტონ პოსტი უდიდესი და უძველესი ყოველდღიური გაზეთია. დაფუძნდა 1877 წელს
და წარმოადგენდა დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთ ორგანოს, ვაშინგტონში. შემდეგ
ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ გამოცემად.

გაზეთი დაარსა სტილსონ ჰატჩინსმა. 1880 წელს დაემატა კვირა დღის გამოცემაც და
გახდა პირველი გაზეთი ქალაქში, რომელიც კვირაში 7 დღეს გამოდიოდა. პოსტთან
თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ჯოზეფ პულიცერი
და ამერიკის მომავალი პრეზიდენტი – თეოდორ რუზველტი.
1889 წელს გაზეთი იყიდეს ფრანკ ჰატონმა და ვილკინსმა, დემოკრატმა კონგრესმენმა,
ოჰაიოს შტატიდან.
1894 წელს ჰატონის გარდაცვალების შემდეგ ვილკინსმა იყიდა მთლიანი აქციები.
1903 წელს ვილკინსი გარდაიცვალა და მისმა შვილმა გაზეთი მაკკლინების ოჯახს მიჰყიდა.
1933 წელს გაზეთი გაკოტრდა, ბანკროტად გამოცხადდა და აუქციონზე გაიყიდა,
რათა კრედიტორების ვალი გადაეხადათ.

გაზეთი შეიძინა იუჯინ მეიერმა ფინასისტ–მილიონერმა. 20 წლის განმავლობაში მეიერი აფინანსებდა მას,
სანამ მომგებიანი არ გახდა. შემდეგ კი გაზეთის მართვა გადავიდა ფილიპ გრეჰემის ხელში,
რომელმაც იურიდიული განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო. ის იუჯინ მეიერის
ქალიშვილის, ქეთრინის მეუღლე იყო.
1954 წელს გრეჰემმა დაარწმუნა მეიერი ეყიდა კონკურენტი გაზეთი ,, თაიმს ჰერალდი“.
1963 წელს, ტრაგიკული სიკვდილის წინ, გრეჰემმა იყიდა ჟურნალი ,,ნიუს ვიქი“, ასევე ორი ტელე–ცენტრი.
გრეჰემის სიკვდილის შემდეგ მართვა მისი ცოლის ხელში გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას მართვის
გამოცდილება არ ჰქონდა, მცირე დროში ბევრ წარმატებას მიაღწია.

სასტუმრო “უოტერგეიტში” განლაგებული დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრის ფაქტი,
რომელიც მალე ყველას დაავიწყდა, გაზეთ The Washington Post –is წყალობით სკანდალად იქცა.
“უოტერგეიტის” საქმის გახსნა გაზეთ The Washington Post–ის ორი ახალგაზრდა
ჟურნალიტის – ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნსტაინის მიერ დაწერილი პატარა სტატიებით დაიწყო.
მათ პირველად განაცხადეს, რომ საქმეში თეთრი სახლის იმდროინდელი ბატონ-პატრონიც ერია.
ბერნსტაინი იხსენებდა: ,,ძნელია იმ შიშის გადმოცემა, რაც გვეუფლებოდა, როცა ამ ინფორმაციას
ვიღებდით. ისე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ან მისი
გარემოცვა შეიძლება ჩართული ყოფილიყო ამ კონსპირაციაში, რომელიც ძირს გამოუთხრიდა
შეერთებული შტატების კონსტიტუციას და პრეზიდენტის ძალაუფლებას ამ უკანონობაზე დაამკვიდრებდა.”
საქმე იქამდე მივიდა, რომ 1974 წელს ნიქსონი პირველი ამერიკელი პრეზიდენტი აღმოჩნდა,
რომელიც იძულებული გახდა ვადაზე ადრე გადამდგარიყო.


ამჟამად ვაშინგტონ პოსტის კორპორაციის მფლობელი ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტია.

ამერიკული ყოველდღიური გაზეთების რეიტინგი:

Daily Sunday

1 The Wall Street Journal 2,061,142 N/A
2 USA Today 1,830,594 N/A
3 The New York Times 876,638; 1,352,358
4 Los Angeles Times 600,449; 901,119
5 The Washington Post 545,345; 764,666

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close