გამოგონებასაკითხავისურათები

3D განზომილება

ჰოლივუდმა 3-დ ფორმატის პოპულარიზაციას რომ მიჰყო ხელი,მტკიცდება ტიმ ბარტონისა და ჯეიმს კამერონის ფილმებით.აღნიშნულ ფორმატში გადაღებული “ალისა საოცრებათა ქვეყანაში’ და “ავატარი” 2009-2010 წლების ყველაზე გახმაურებული ჰოლივუდური ნაწარმია.”ავატარმა” შეძლო ყველა დროის რეკორდი მოეხსნა და ავტორებისთვის 2 712 115 019 დოლარი მოეტანა.

მომგებიანმა ბიზნესმა ჰოლივუდელ რეჟისორებს სამგანზომილებიანი ფილმებისადმი ინტერესი გაუღვივა,ხოლო ყველაზე გახმაურებულმა პროდუქტმა აღნიშნული ფორმატის ნაწარმას მაყურებელი შესძინა.ეს თავისთავად გულისხმობს,რომ კინოგაქირავებაში ფილმები საკმაოდ წარმატებულია და გადამღები ჯგუფისთვის მას ბევრი ფული მოაქვს.შესაბამისად,ჩნდება საფრთხე-არ მოხდეს მხატვრული ღირებულებების მატერიალურით გადაფარვა და ბიზნესმა არ შეიწიროს კინემატოგრაფი,როგორც ხელოვნების ნაწილი.

აღნიშნული სამგანზომილებიანი ფილმების არსებობა სამგანზომილებიანი ტელევიზორებისა და ტელემაუწყებლობის შექმნამ განაპირობა.2010წლის დასაწყისში ამერიკაში გავრცელდა სენსაციური სიახლე-გაჩნდა მსოფლიოში პირველი სამგანზომილებიანი ტელემაუწყებლობა.პარალელურად,კომპანიებმა-Sony,Panasonic,Samsung- შექმნეს სამგანზომილებიანი ტელევიზორები,რომლებიც სარეალიზაციო ქსელებში წლის შუა პერიოდში გამოჩნდა.ყოველივეს ფონზე,ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს,რომ ჩვეულებრივი კინოს ეპოქა დასრულდა და 3-დ ფორმატის ფილმების დრო დადგა.

სამგანზომილებიან ეკრანსა და გამოსახულებას თავისი მინუსებიც აქვს.ოფთალმოლოგიური თვალსაზრისით,სტერეოსკოპული ეკრანის ხედვა მხედველობისთვის არცთუ უსაფრთხოა,რადგან იწვევს თვალის კუნთის დაღლასა და მოდუნებას,ასევე საგრძნობლად აქვეითებს მხედველობას.ოპტიკური ხელსაწყო-სტერეოსკოპი,რომლის საშუალებითაც ორ სურათძე გამოსახული ერთი და იგივე საგანი თვალს ერთი მოცულობით გამოსახულებად ეჩვენება,ილუზიის შექმნას უწყობს ხელს,ხოლო სტერეოსკოპული სიტყვა-სიტყვით რელიეფურსა და მოცულობითს ნიშნავს.სამგანზომილებიანი სისტემა გახლავთ მოძრავი კადრი,ნახატი,რომელიც სიღრმის აღქმის ილუზიას აძლიერებს.მის წარმოქმნას სტერეოსკოპული ფოტოგრაფიის განვითარებას მიაწერენ.

სპეციალური კამერა იღებს ფოტოებს,რომლებიც სიტუაციას ორი ხედით ასახავს,ხოლო სპეციალური სათვალის მეშვეობით სიღრმის ილუზიის წარმოქმნა ხდება. სტერეოსკოპული ერა კინოს ისტორიაში დაიწყო 1890წელს,როცა ბრიტანული კინოს პიონერმა,უილიამ ფრის გრინმა გადაწყვიტა კინოთეატრში ეჩვენებინა პირველი სამგანზომილებიანი ფილმი,რომელიც მან დააპატენტა კიდეც,როგორც საკუთარი გამოგონება.საჩვენებელი ვერსია შედგენოდა ორი ფილმისგან,რომლებიც ერთდროულად,ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე ეკრანებზე უჩვენეს.,კინოჩვენებისას მაყურებელს მოუხდა სტერეოსკოპის გამოყენება,რათა აღქევა ორი გამოსახულება.გასაკვირი არაა,რომ ფილმის ყურების ასეთი მეთოდი არ აღმოჩნდა პრაქტიკული.50იან წლებში ტექნოლოგიის დახვეწამ სამგანზომილებიანი კინოს ისტორიაში ოქროს ხანა დაამკვიდრა.თუმცა პოპულარიზაციას ხელს უშლიდა სტანდარტიზებული ფორმატი,რომელიც იმ პერიოდისთვის ამ ბიზნესში არსებობდა და გარდა ამისა,მისი წარმოება და ჩვენება ძვირი სიამოვნება გახლდათ.მიუხედავად ყველა სირთულისა,1952 წელს კინოთეატრებში გამოჩნდა პირველი ფერადი სტერეოსკოპული ფილმი “Bwana Devil”,არჩ ობოლერის რეჟისორობით.

ამას მოჰყვა მრავალი წარმატებული თუ წარუმატებელი ფილმი.80იან წლებში “დისნეიმ” და “უნივერსალ სტუდიომ” მაყურებლის მოსაზიდად სამგანზომილებიანი კინოს გამოყენება დაიწყეს,რაც საბოლოოდ წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბდა.IMAX-ი პირველი იყო,ვინც 1986 წელს საკუთარი კომპანიის პრეზენტაცია პოლარიზებული სათვალის გამოყენებით ჩაატარა.1990წელს ამავე კომპანიამ პირველმა გადაიღო ფანტასტიკური ჟანრის სამგანზომილებიანი ფილმი”Wings of Courage”.


როგორც აღვნიშნეთ,3-დ ფრომატის ფილმს მსოფლიო აღიარება ხვდა ჯერ კიდევ 80-იან და 90-იან წლებში,წარმატებამ კი იმატა 2000-იან წლებში,ხოლო კულმინაციას 2010წელს “ავატარის” გამოსვლის შემდეგ მიაღწია.

სამგანზომილებიანი ფილმის წარმოებისთვის რამდენიმე ტექნოლოგიური მეთოდი არსებობს.ერთ-ერთი სისტემა პოლარიზაცია გახლავთ.პოლარიზაცია იგივე პოლარიზება გახლავთ ელექტრომაგნიტურ და სინათლის სხივების რხევათა თვისება-განლაგდეს ერთ გარკვეულ სიბრტყეში.ასევე არსებობს სტერეოსკოპული სამგანზომილებიანი ეფექტი,რომელიც მხოლოდ სპეციალური სათვალით აღიქმება.სათვალეში ცასმულია წითელი და ციანიდის(მომწვანო ცისფერი) ფერის ოპტიკური მინა ან ე.წ. პოლარიზებული ფილტრი,რომელშიც ერთი ლინზა პოლარიზებული ვერტიკალურად,ხოლო მეორე ჰორიზონტალურად,რაც სტერეოხედვის საშუალებას იძლევა და შესაძლებელს ხდის ვირტუალური რეალობის აღქმას.ეკრანი იყოფა ორად,თითოეული თვალი ცალ-ცალკე აღიქვამს მოქმედებას.

სტერეოსკოპული სამგანზომილებიანი ეფექტის მისაღწევად გამოიყენება ანაგლაფური გამოსახულება.ამგვარ გამოსახულებას ორი სახვადასხვა ფერის ფენა აქვს გადაკრული,რაც სიღრმის ეფექტს ქმნიას.როგორც წელი,ძირითადი საგანი ან სუბიექტი,რომელზეც აქცენტი კეთდება,ცენტრში თავსდება,ხოლო წინა ხედი და ფონი ჰორიზონტალურადაა გადაწეული საპირისპირო მიმართულებით.გამოსახულება შიეცავს ორი განსხვავებული ფერის ფილტრირებულ სურათს,შედეგად ვიღებთ ინტეგრირებულ სტერეოსკოპულ გამოსახულებას.საბოლოო პროდუქტს თავის ტვინის ქერქში მოთავსებული მხედველობითი ზონები აღიქვამენ,როგორც სამგანზომილებიან კომპოზიციას.სწორედ ამგვარად მივიღეთ შთამბეჭდავი ეფექტები,რაც “ავატარს” სხვა ფილმებისგან გამოარჩევს.

თეგები

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Close
Close