გასართობისურათებიუცნაური

მწვანე სახურავები ნორვეგიაში

ნორვეგიაში ასეთ არაჩვეულებრივ სახურავებს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვიკინგები ხურავდნენ თავიანთ სახლებს ხის ქერქისგან და რომ არ ჩამოყრილიყო, ზემოდან აყრიდნენ ტორფს. გარკვეული დროის შემდეგ მასზე ბალახი იწყებდა ამოსვლას, რომელიც იკავებდა ტორფს. ასეთ სახურავებს კარგი თბოიზოლაცია ახასიათებს.
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნორვეგიაში სახლების უმეტესობა ხისაა და აგურის სახლი იშვიათად შეგხვდებათ, ვინაიდან აგური მოუხერხებელი მასალაა აქაური მკაცრი კლიმატისათვის (ის მალე იშლება). ამის გამო აგურის სახლები აქ ძალიან ძვირი ჯდება (დაზღვევის გამო).
მწვანე სახურავები აგრეთვე გავრცელებულია პამირის მთებშიც. სადაც მასზე იყრება ნოყიერი მიწა და მოჰყავთ ბოსტნეული. ახლა ნორვეგიაში სახლების უმეტესობა ევროპული ტიპისაა, მაგრამ გვხდება სახლები მწვანე სახურავებითაც. მოდით ვნახოთ ეს სილამაზე.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close