ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

10 მოწინავე ქვეყანა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით

ucnauri.com

მოწინავე 10 ქვეყანა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია. რა განაპირობებს ადამიანის დიდხანს სიცოცხლეს ? გაიგეთ მეტი…

1953 წელს, ესპანელი კონკისტადორი ხუან პონსე დე ლეონი გემით გაემგზავრა ბიმინის საპოვნელად, სადაც, როგორც ლეგენდის თანახმად ამბობენ – იყო წყარო, რომელიც აღუდგენდა ახალგაზრდობას ყველას, ვინც იქიდან დალევდა. კარიბის ზღვისა და ფლორიდის გადაქექვის შემდეგ ის დაბრუნდა ხელცარიელი, შესაბამისად მარადიული ახალგაზრდობის წყარო დარჩა აღმოუჩენელი. სავარაუდოა, რომ ის არასწორ ადგილებში ეძებდა მას.

ცენტრალური ინტელიგენციის სააგენტო მსოფლიოს ფაქტების წიგნისათვის ინფორმაციის შესაგროვებლად „იქექება“ სიკვდილიანობის მაჩვენებელში, რასების და სქესის რაოდენობის ჩანაწერებში, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებში და იყენებს სხვა ფაქტორებს სხვადასხვა ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლის დასადგენად. მსოფლიოს მაშტაბით, გამოთვლილი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით , რომელიც 67,59 – ს უდრის, ცენტრალური ინტელიგენციის სააგენტოს შეუძლია დაადგინოს რომელი საზოგადოება ცოცხლობს უფრო დიდხანს.

“World Factbook” – ისთვის, “ცდს”-მ (ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ) მოქექა გარდაცვალების მოწმობები და ჩაიწერა რასა, სქესი, სიკვდილის მიზეზი და სხვა ფაქტორები, რათა დაედგინა ცალკეული ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ა.შ.შ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 78,49 წელი, რომელიც მსოფლიო ნორმებს დიდად აღემატება. ბევრი ექსპერტი ამას უკავშირებს მედიცინის მიმდინარე განვითარებას, რომელიც ადრე გვცელავდა ხოლმე. ამასობაში, ქვეყნები, სადაც არ არის განვითარებული ჯანდაცვა, აჩვენებს სიცოცხლის გაცილებით დაბალ დონეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ცოცხლობენ 70 წლამდე, ა.შ.შ იკავებს ორმოცდამეათე ადგილს „ცდს“-ს სიცოცხლის ხანგრძლივობის სიაში. “World Factbook”- ის ცნობით, ამ 10 ერს უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო აღმოჩენილი – ჯადოსნური წყაროს საჭიროების გარეშე.

10. იტალია

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 81,86 წელი.

იტალიელები ცოცხლობენ საშუალოდ 3,37 წლით მეტს, ვიდრე ამერიკელები. ბევრი ექსპერტი აკავშირებს მათ სიცოცხლის მაღალ ხანგრძლივობასა და კვებას – რომელიც მეტია ვიდრე მაკარონი, ხორცი და ყველი. ხმელთაშუაზღვის დიეტას მიაწერენ რისკის შემცირებას ყველა დაავადებებისადმი. ანტიოქსიდანტებს, რომელიც აღმოჩენილია ზეითუნის ზეთში და წითელ ღვინოში, შეუძლია გააუმჯობესოს ქოლესტერინის დონე, აღკვეთოს ტრომბები და გულის დაავადებები. იტალიელები ასევე ენდობიან სანელებლებს, როგორიც არის რეჰანი, ორეგანო, ნიორი, რათა შემატონ სურნელება საჭმელს, ამ დროს კი ამერიკელები ძლიერად დამოკიდებულები არიან მარილზე. ამგვარად, იტალიელები აუმჯობესებენ თავიანთ შანსებს სისხლის წნევისა და ინსულტის წინააღმდეგ.

9. ავსტრალია

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 81,90 წელი.

ავსტრალიის მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება მივაწეროთ რამდენიმე ფაქტორს, რომელთაგან აგსანიშნავია დაბალი თამბაქოს მოხმარებისა და სიმსუქნის მაჩვენებლები, ასევე აქტიური ცხოვრების წესი რომელსაც სასიამოვნო გავლენა აქვს მოსახლეობაზე. მაგრამ ბევრი ავსტრალიელი მედიკოსი იტყობინება, რომ ავსტრალიელების ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო არის უნივერსალური ზრუნვა ჯანმრთელობაზე. ამერიკაში ჯანმრთელობის დაზღვევის აღება დამოკიდებულია ადამიანის საქმიანობაზე და პირად სიმდიდრეზე. ავსტრალიაში აუცილებელი დახმარების მიღება დამოუკიდებელია იმისგან, თუ რამდენს გამოიმუშავებს ადამიანი. მითუმეტეს, რომ ავსტრალიელები არ არიან ხეირიან სიტუაციაში; სიმსუქნის დონე მუდმივად იზრდება , რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი სიცოცხლის დაცემა უახლოეს დროში.

8. ჰონგ კონგი

სიცოცლის საშუალო ხანგრძლივობა : 82,12 წელი.

ჰონგ კონგელები ცხოვრებენ 4 წლით მეტს ვიდრე ამერიკელები. იტალიელების მსგავსად, ჰონგ კონგელების ხანგრძლივი სიცოცხლის მაჩვენებელი უკავშირდება თავიანთ კვებას – ბრინჯს, ბოსტნეულს და აქტიური ცხოვრების სტილს. ჰონგ კონგში არის გაცილებით უფრო დაბალი დონე, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე შემცირდა სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთლობის შემთხვევები, როგორიცაა დიაბეტი.

7. გენსი

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 82,24 წელი.

ეს პატარა კუნძული, რომელიც ინგლისის სრუტეშია, არ არის დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის წევრი, მიუხედავად ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის ქვეშ ყოფნისა. მისი დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ გერნსი არ დაზარალდა თავისი მეზობლების ქაოტური ეკონომიკით. რა კავშირშია კუნძულის მაცხოვრებლები ხანგრძლივ ცხოვრებასთან? ერთ-ერთი თეორიის თანახმად: გენსის მცხოვრებლები დიდხანს იმიტომ ცოცხლობენ, რომ ისინი მდიდრები არიან, რაც საშუალებას აძლევთ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და გაიუმჯობესონ კვება. კუნძულის მაცხოვრებლები არიან შეძლებულები , გენსის დაბალი გადასახადების და მაღალშემოსავლიანი საქმის დამსახურებით.

6. ანდორა

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 82,50 წელი.

ის, რომ ანდორელები სხვა ქვეყნებში მცხოვრებებზე დიდხანს ცოცხლობენ, შეგვიძლია ავხსნათ რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში, ეს პატარა ნაცია, რომელიც მოქცეულია საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მდებარე პირინეის მთებში, ეწევა აქტიურ საგარეო ცხოვრებას. მცხოვრებლებს აქვთ შეუზღუდავი შესაძლებლობები ფეხით ლაშქრობებსა თუ მთის კურორტებში სრიალისთვის. ასევე სუფთა და კარგად მოწყობილი პარკები ხშირად გამოყენებულია რაგბის ან ფეხბურთის სათამაშოდ. ანდორას მოსახლეობა ატარებს დიდ დროს გარეთ, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადაბლებს სტრესის დონესა და კარდიოვაკულარული პრობლემების ალბათობას, როგორიცაა სისხლის მაღლი წნევა. მეორეს მხრივ, ცენტრალური ინტელიგენციის სააგენტო ამტკიცებს, რომ ანდორის მოსახლეობის 100 % განათლებულია. განათლების მაღალი დონე იწვევს ანდორის მოსახლეობის უმუშევრობის ექსტრემალურად დაბალ მაჩვენებელს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანდორელების უმეტესობას შეუძლია მიიღოს უმაღლესი ხარისხის საკვები და მკურნალობა.

5. სან მარინო

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 83,07 წელი.

ევროპის მესამე ყველაზე პატარა სახელმწიფო – ვატიკანსა და მონაკოს შორის – და მსოფლიოს უძველესი რესპუბლიკის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი 4,5 წლით უჯოკრავს ა.შ.შ -ს. ამ შემთხვევაში ფული თამაშობს მთავარ როლს, ისევე როგორც გენსიში და ანდორაში, მაგრამ სხვა შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს ერის სამუშაო გარემო.

4. სინგაპური

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 83,75 წელი.

ჯანმრთელი დიეტა და სუფთა გარემო დიდ როლს თამაშობს მალაიზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ საზღვართან მდებარე სწრაფად პროგრესირებად ქალაქ-სახელმწიფოში მცხოვრებთათვის. როგორც ჰონგ კონგში, სინგაპურული სამზარეულოს მთავარი ატრიბუტია ბრინჯი და ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ნუტრიენტებით, რაც ხდის მცხოვრებლებს ჯანმრთელებს და აქტიურებს. სინგაპურის მთავრობა იცავს სისუფთავის მკაცრ ნორმებს – როგორიცაა მაგალითად შეზღუდული მოსაწევი არეები, ეს კი ხელს უწყობს იმას, რომ ყველა ადამიანმა იცხოვროს ჯანმრთელ გარემოში. საინტერესოა ისიც, რომ 1980იან წლებში მთავრობამ შეამჩნია, რომ მოსახლეობასი სიცოცხლის ხანგრძლივობის ასაკი არ იმატებდა, ამიტომ სინგაპურს ახლა გააჩნია შესანიშნავი სამკურნალო ცენტრები და პროგრამები მოხუცებისათვის.

3. იაპონია

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 83,91 წელი.

იაპონია ამაყობს სიმსუქნის საოცრად დაბალი მაჩვენებლით – 3,1 %, იმავე მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 33,9 % -ს უდრის. დიდი წვლილი ამ საკითხში მიუძღვის იაპონურ დიეტას, რომელიც ძირითადად შეიცავს ახალ ბოსტნეულს, ბრინჯს და რაც მთავარია თევზს. ახალი თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმ მჟავით, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს გულის შეტევების რისკს. ასევე, ომეგა-3 ცხიმ მჟავა ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და გვაძლევს სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილების საშუალებას. იაპონელები სხვებზე ჯანმრთელ საყოფაცხოვრებო არჩევანს აკეთებენ – ისინი უფრო ბევრს მოძრაობენ და ზედმეტ საკვებს არ იღებენ.

2. მაქაუ

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 84,43 წელი.

როგორც სხვა რამდენიმე ნაციას, მაკაოს შეუძლია მისი სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა მის ნაყოფიერ ეკონომიკას მიაწეროს, მაგრამ რით შეუძლია ამ პატარა ქვეყანამ, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს გაგვაკვირვოს? – გასართობი თამაშები (კაზინოები) მისი შემოსავლის უმთავრესი წყაროა. კაზინოებიდან შემოსული ფულის 70 % კი ინვესტირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მაკაოს მთავრობის მიერ. მაკაო ამაყობს თავისი კაზინოებით, რომლების უმრავლესობაც ბობოლების მფლობელობაშია, ვინც ლას ვეგასს „ცოდვის ქალაქის“ რეპუტაცია მიანიჭა. 2012 წლის იანვარში, მაკაომ მიიღო 2,461,640 ვიზიტორი, რომელთაც სურდათ მათი ბედის გამოცდა.

1. მონაკო

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა : 89,68 წელი.

მონაკოს მცხოვრებლები ცხოვრობენ 5,25 წლით მეტს, ვიდრე მაქაუს რეზიდენტები და 10-ზე მეტი წლით ბევრს, ვიდრე ამერიკელები. მონაკო იზიარებს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ასპექტებს, ქვეყნის ეკონომიკური მდგობარეობიდან დაწყებული, მედიცინის განვითარებით დასრულებული. მონაკოს მცხოვრებლები, ასევე ცხოვრობენ ხმელთაშუა ზღვის დიეტით, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის განმაპირობებელი მონაკოს ჰაერია, რომელიც განსაკუთრებულია და არაჩვეულებრივია რილექსინგისთვის. მონაკოს ბუნებას აქვს სამკურნალო თვისებები, რასაც განაპირობებს მისი მდებარეობა დედამიწაზე.

ალბათ, უკეთესი იქნებოდა, თუ პონსე დე ლეონი თავის ძიებებს სამშობლოსთან ახლოს ჩაატარებდა, რადგან მეტი შანსი ექნებოდა აღმოსაჩენად.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close