გასართობისაკითხავისასარგებლო

ხელოვნების შედევრები რომლებიც სამუდამოდ დაიკარგა


ამ პოსტში შემოგთავაზებთ იმ ხელოვნების შედევრებს, რომლებიც სამუდამოდ დაიკარგა…

1. The Disappearance of the Amber Room

“ქარვის ოთახი წარმოადგენდა პრუსიის მეფის კაბინეტს,შემდეგ კი გადაეცა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველს. ”ქარვის ოთახი” მრავალი ეპითეტით შეამკეს-ზოგიერთი მას მსოფლიოს მერვე საოცრებასაც უწოდებდა და არ ცდებოდნენ,რადგან ეს მართლაც საოცრება იყო. 1941 წელს მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომი,გერმანელებმა საბჭოთა საზღვარი გადაკვეთეს და იპყრობენ ტერიტორიებს-მათი მთავარი სამიზნე მოსკოვი,კიევი და პეტერბურგია.პეტერბურგს დიდი ბრძოლის შემდეგ იკავებენ ფაშისტები.

სანამ გერმანელები შევიდოდნენ პეტერბურგში, გადაწყდა საგანძურის ევაკუაცია, მათი დიდი ნაწილი გადაიტანეს სხვა ქალაქებში, მაგრამ “ქარვის ოთახის” წაღება ვერ მოხერხდა. გერმანელებმა პეტერბურგში შეაღწიეს და 1941 წლის 17 სექტემბერს ვერმახტის ერთ-ერთმა დივიზია მიადგა “ქარვის ოთახის” სამყოფელს, 36 საათში პირწმინდად “გაწმინდეს” ეს სიმდიდრე, ჩაალაგეს 22 ყუთში და რკინიგზის საშუალებით ფსკოვის და რიგის გავლით ჩაიტანეს კენიგსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი,რომელიც რუსეთის მიერ დაპყრობილ და მითვისებულ იქნა შემდგომ წლებში).მიიტანეს კენიგსბერგის სამეფო სასახლეში,მაგრამ რეიხის მარალჩინოსანთა დავალებით შეინახეს იმ სახით რა სახითაც ჩავიდა იქ.რეიხის მაღალჩინოსნები მიიჩნევდნენ,რომ ეს სიმდიდრე გამოადგებოდათ მოლაპარაკებაში,პრაქტიკულად მათ გაიტაცეს “ქარვის ოთახი”. ამის შემდეგ იგი არავის უნახავს

2. “The Concert “by Vermeer

ეს ულამაზესი ფერწერა ეკუთვნის ჰოლანდიელ მხატვარს იოჰანეს ვერმერს. ეს ფერწერული ტილო შეიქმნა 1664 წელს. იგი მოიპარეს 1990 წელს და დღემდე დაკარგულია.

3. Armed Robbery at the Museu Chacara do Céu Hiest

რიო დე ჟანეიროში Museu Chacara შეიჭრნენ შეიარაღებული პირები. მათ ამ მუზეუმიდან გაიტაცეს რამდენიმე ცნობილი ნახატი, რომლებიც ეკუთვნოდათ პაბლო პიკასოს, კლოდ მონეს, ანრი მატისს და სალვადორ დალის. ამის გარდა გაიტაცეს 50 მილიონი დოლარი

4. The Storm on the Sea of Galilee by Rembrandt

იზაბელა სტიუარტ გერდნერმა გახსნა თავისი მუზეუმი 1903 წელს ბოსტონში. გარდა იმისა რომ მუზეუმი ცნობილი იყო იმით ,რომ საუკეთესო შედევრები იყო წარმოდგენილი,ასევე ისტორიაში იმითაც შევიდა ,რომ მისი გაძარცვა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა იყო.

ქურდები რომლებიც პოლიციელის ფორმებში იყვნენ გადაცმულები,შევიდნენ მუზეუმში და გამოიტანეს 13 ნახატი,რომელთაგანაც ერთ-ერთი ეს სურათი იყო. მათი საერთო ღირებულება 300 მილიონი დოლარი იყო.

5. “Painter on the Road to Tarascon” by van Gogh

ვან გოგის ნახატი “მხატვარი გზაზე” დაიკარგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი დღემდე დაკარგულია.

6. “The Boy in the Red Vest” by Cezanne

პოლ სეზანის ფერწერული ნამუშევარი . ეს ერთ-ერთი “კაცობრიობის საგანძური” გატაცებულია ქურდობისას შვეიცარიაში.

7. “Portrait of a Young Man” by Raphael

პორტრეტი “ახალგაზრდა კაცი” დაკარგულია მეორე მსოფლიო ომის დროს. იგი ინახებოდა კრაკოვში (პოლონეთი) მუზეუმ Czartoryski-ში.

8. “The Just Judges” by Jan and Hubert Van Eyck

ეს ნახატი მრავალჯერ იყო მოპარული თუმცა ახერხებდნენ მის უკან დაბრუნებას. 1920 წელს იგი ისევ მოიპარეს და მას შემდეგ დაკარგულია.

9. Portrait of Dr. Gachet by Van Gogh

ვან გოგის ნახატი. ერთ-ერთ აუქციონზე ნახატი შეიძინა Ryoei Saito 1990- წელს 82 მილიონ დოლარად. ეს იყო ყველაზე მაღალი ფასი რაც კი ამ ნახატში გადაუხდიათ. ნახატი გაუჩინარდა მფლობელის სიკვდილის შემდეგ. იგი დღემდე დაკარგულია.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close