საკითხავისასარგებლოსურათები

კურორტი ჯეიდ მაუნტაინი სენტ ლუისში

სასტუმრო ჯეიდ მაუნტაინი კარიბის ზღვის აღმოსავლეთით სენტ ლუისის სახელმწიფოში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში. აქ ყველა ოთახს აქვს სამი კედელი, ხოლო მეოთხე კედლის ადგილზე პირადი უსასრულო საცურაო აუზია საოცარი ხედით – ულამაზეს კარიბის ზღვისა და მისი შემოგარენის. ეს ნაკეთობა სამოთხეა დედამიწაზე, ეს ტროპიკული ოაზისი არ არის იაფი – ერთი ღამე აქ ღირს 950-დან 2700 დოლარამდე. მაგრამ როგორც ამბობენ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო.

1. ჯეიდ მაუნტაინი განთავსებულია 240 ჰექტარზე.

2. სასტუმროს მფლობელის ნიკ ტრუბეცკოის ფილოსოფია ეფუძნება იდეას, შექმნას ჰარმონია კარიბის ბუნებიდან. თამამი არქიტექტურული დიზაინი – ინდივიდუალური ხიდები, უსასრულო აუზები და დაკბილული ქვის სვეტები, რომლებიც აღმართულია ცისაკენ. ეს ყველაფერი სასტუმრო ჯეიდ მაუნტაინი ხდის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად მსოფლიოში.

3. სასტუმროს დიდ ტერიტორიაზე საძინებელი, მისაღები და ექსტრავაგანტული პირადი აუზი შეერწყმის ერთ ჰარმონიულ ლამაზ ოთახს – ერთგვარი პლატფორმა, რომლიდანაც შესაძლებელია უსასრულოდ დატკბე ბუნებით. უბრალოდ მეოთხე კედელი არ არის, რაც საშუალებას გაძლევთ დატკბეთ ამ შესანიშნავი ხედით.

4. თქვენი ოთახი გარშემორტყმულია ფერთა კალეიდოსკოპით ხოლო ჭერზე არის არც თუ დიდი ტერასა, რომელზეც შეგიძლიათ დღისით გაირუჯოთ ხოლო ღამით დატკბეთ ვარსკვლავებით.

5. აქვე თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სხვადასხვა სპა და ფიტნეს მომსახურებით.

6. ამ კურორტზე თითქმის არ არის ტექნიკა. არავითარი ტელეფონი, რადიო ან ტელევიზორი. მათ ვისაც არ შეუძლიათ ამ ტექნიკის გარეშე მათთვის არის ინტერნეტ მომსახურება დარბაზში. 24 საათიანი მომსახურება დატოვებს მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებას.

7. აქ შეგიძლიათ დატკბეთ რესტორნებით, ბარებით, სამხატვრო გალერეებით, სპა-სალონებით, ასევე დროდადრო შეგიძლიათ გაერთოთ წყლის სხვადასხვა სპორტით.

8. კურორტზე არის სხვადასხვა ტიპის უსასრულო აუზები.

9. უსასრულო აუზის ტიპი «ვარსკვლავი» – საერთო ფართობი მერყეობს 130-დან 167კვ.მ., ხოლო თვითონ ბასეინის ზომა არის 41 კვ.მ.

10. უსასრულო აუზი «მთვარე» – საერთო ფართობი 150-180 კვ.მ. ხოლო აუზის ფართობი 60 კვ.მ.

11. უსასრულო აუზი «მზე» – ყველაზე ფართო ხედით 270 გრადუსით. მათი საერთო ფართობი არის 185 კვ.მ. ხოლო აუზის ფართობი 83კვ.მ. ოთახები ასეთი აუზებით სარგებლობს დიდი პოპულარობით.

12. უსასრულო აუზი «გალაქტიკა» – ეს აუზები მდებარეობს ყველაზე მაღლა. ისინი ყველაზე დიდი ფართობისაა და მათგან იშლება ყველაზე საუკეთესო პანორამული ხედი.

13. ყველა აუზს აქვს ღრმა ადგილი საცურაოდ და პატარა მოსასვენებლად. ყველა აუზი გაფორმებულია საუკეთესო ფილებით, რომელიც სპეციალურად არის დამზადებული სასტურო ჯეიდ მაუნტაინისთვის.

14. ყოველ აუზს აქვს ინდივიდუალური ნიმუში, რომელშიც დაგებულია ფილები, რაც აძლევს ყოველ ოთახს ინდივიდუალურობას.

15. ღამით აუზები ნათდება. შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერი საყვარელი ფერი ან ჰარმონიულ ფერთა ცვლა.

16. აუზებში წყლები სუფთავდება სპეციალური მაღალტექნოლოგიური სისტემით რომელსაც აქვს სპეციალური ფილტრები.

17. ოთახებში ჭერის სიმაღლე არის 4 მეტრი, არ აქვს მეოთხე კედელი მის მაგივრად არის აუზი და ტერასა საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი.

18. იატაკები დამზადებულია გაიანის ტროპიკული ტყის მასალისგან. ყველა ავეჯი, იატაკი და კედლები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიით.

19. ყველა ფანჯარა დამზადებულია ტროპიკული ხეებისგან.

20. საუზმეები, ლანჩები და ვახშმები ჯეიდ მაუნტაინში კეთდება საუკეთესო პროდუქტებისგან, ინგრედიენტებით მარაგდება ამავე კუნძულიდან. ეგზოტიკური წვენები, ხელით შეგროვებული ტროპიკული ხილი, ახალი კვერცხი, ცხელი პური – ეს არის საუზმე! ლანჩზე არის ახალი სალათები, ნოყიერი სენდვიჩები, კარიბის საუკეთესო ბურგერები და საუკეთესო თევზის საჭმელები. სადილი შედგება ძირითადად სეზონური კერძებისგან კარიბის სტილში.

21. აქ თქვენ შეგიძლიათ ჭამოთ რაც გინდათ, რაც გაგიხარდებათ და როცა გინდათ.

22. კურორტზე არის მსოფლიოში საუკეთესო შეფ-მზარეული. ყველა ხილი, ბოსტნეული და სხვა საკვები იზრდება ადგილობრივ პლანტაციებში და ბაღებში, თევზებს იჭერენ ადგილობრივი მეთევზეები

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close