მისტიკასაკითხავიუცნაური

მკვლელი ნივთები III

მკვლელი კაბრიოლეტი

1914 წელს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ბევრი დაიწერა, ამ დღეს მოკლეს ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე და ეს ტერაქტი გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი. ალბათ ბევრმა იცის ამ ისტორიის შესახებ. მიუხედევად იმისა , რომ ისტორიკოებისათვის თითქოს ცნობილია ამ მკვლელობის დეტალები, 100 წლის შემდეგ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით იკვეთება გასაოცარი ფაქტები. ქვეყნებისა და ცალკეული ადამიანების ბედის შესწავლისას, ჩვენ გვავიწყდება, რომ საგნებსაც გააჩნიათ თავისი ბედისწერა, ხანდახან უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო , ვიდრე მათ პატრონებს. ეს შეიძლება ითქვას ავტომანქანის შესახებაც, რომლითაც გადაადგილდებოდა სარაევოს ქუჩებში და იქნა მოკლული ერცჰერცოგი ფერდინანდი თავის მეუღლესთან ერთად.


მხოლოდ ეხლა გახდა ცნობილი გრძელი და სისხლიანი ისტორიის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ამ ლამაზ მანქანასთან. 1914 წლიდან 1930 წლამდე მასში (ან მისგან) დაიღუპა 16 ადამიანი და ორჯერ უფრო მეტი იქნა დაშავებული და დაჭრილი.

პირველი მსოფლიო ომის დროს მანქანა ხელში ჩაუვარდა ვიღაც შტაბის კაპიტანს, ცხრა დღის შემდეგ ის შეეჯახა ხეს და ადგილზევე დაიღუპა, მანქანას კი მხოლოდ ერთი ფარი გაუტყდა (?)

შემდეგი პატრონი-ავსტრიის გუბერნატორი, მანქანით დადიოდა 2 თვე და სამჯერ მოხვდა ავარიაში. ბოლო ავარიის შედეგად მან დაკარგა მარჯვენა ხელი. ამის შემდეგ მანქანა იყიდა ვინმე ექიმმა სერკიმ და რა… ერთი წლის შემდეგ მანქანა იპოვეს ერთ-ერთ საკანში ამობრუნებული ბორბლებით ზევით და მანქანა იდო ექიმის გვამზე. როგორ მოხდა ასე უცნობია. ექიმის ქვრივმა მანქანა აჩუქა ნაცნობ იუველირს, რამდენიმე თვის შემდეგ იუველირი გაბანკროტდა და თავი მოიკლა. შეხედულებამ იმაზე , რომ მანქანა შეპყრობილია რაღაც ბოროტი ძალით ხელი არ შეუშალა ერთერთ ექიმს გამხდარიყო მისი მორიგი მეპატრონე, რომელიც აღფრთოვანებული იყო მანქანის სილამაზით. ექიმის ცოლს ძალინ ეშინოდა ამ მანქანის და აიძულა ქმარი ის მიეყიდა ერთერთი მდიდარი შვედისთვის, რომელიც მანქანების დიდი მოყვარული იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ ავტოშეჯიბრების დროს შვედი შეეჯახა კლდეს და ადგილზევე დაიღუპა. კაბრიოლეტი თითქმის არ დაშავებულა, მისი ოჯახი დაკრძალვაზე ამ მანქანით იყო წასული.

მანქანის შემდგომ მორიგ მფლობელს ძრავი შუა გზაში ჩაუქრა, ის გადმოვიდა რათა ენახა რა სჭირდა მანქანას, მაგრამ ძრავი მოულოდნელად თავისით ჩაირთო და პატრონს გადაუარა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემდეგ ავტომობილი გადავიდა გარაჟის მფლობელის ხელში, რომელიც კარგი ავტომობილისტი და მექანიკოსი იყო. საუკეთესოდ გარემონტებული და ძველ ფერში გადაღებილი მანქანით ის თავის მეგობრებთან ერთად წავიდა ქორწილში. მანქანა გზაზე მოცურდა და შეეჯახა ხეს, ადგილზე დაიღუპა ხუთი ადამიანი.

30-იან წლებში მანქანა აღმოჩნდა ვენის მუზეუმში. იქ ის მშვიდად იდგა 1944 წლამდე, სანამ ამერიკული თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებულმა ყუმბარამ მთლიანად არ გაანადგურა მუზეუმის შენობა. გადარჩა მხოლოდ ერთი ექსპონატი-ბოროტმოქმედი ავტომანქანა.

მუზეუმის ხელმძღვანელმა ექსპონატი მიჰყიდა აუქციონზე “საოცრებათა გამოფენის” მფლობელს, რომელიც დადიოდა გასტროლებზე მთელს მსოფლიოში, გამოფენდა საგნებს და ყვებოდა საოცარ და საშინელ ისტორიებს მათ შესახებ. მალე ის მოკლეს მთვრალი, ჩხუბის დროს. ხოლო შვილი მოკვდა ინსულტის შედეგად და ექსპონატებიც მომოიფანტა.

ამის შემდეგ მანქანა გადადიოდა ხელიდან ხელში, კლავდა და ასახიჩრებდა ადამიანებს. მანამ სანამ თავად არ გახდა თავისივე მოხდენილი ავარიის მსხვერპლი. გასაოცარია, მაგრამ ავარიის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა. მძღოლი და მგზავრები გადმოცვივდნენ მანქანიდან და თვით მანქანა კი გადაეშვა უფსკრულში და აფეთქდა. ასე დამთავრდა კაბრიოლეტის სიხლიანი თავგადასავალი.

მკვლელი პორშე

არანაკლებ ცნობილია ძვირადღირებული პორშეს ისტორია, რომლითაც 1955 წელს დაიღუპა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიმს დინი. ავარიის შემდეგ ავტომანქანა მიყვანილი იქნა ავტოსერვისში, ის დაეცა მექანიკოსს და მოტეხა ფეხი. ავტომანქანის ძრავი და პროპელერი შეიძინეს მოყვარულმა ავტომრბოლელებმა, რომლებმაც ისინი ჩააყენეს თავიანთ ავტომანქანებში , ორივე დაიღუპა ერთიდაიგივე ავტოშეჯიბრების დროს. პორშე ერთხელ მოხვდა გამოფენაზე, რომელიც მიეძღვნა დინის ხსოვნას, გახსნის დღეს გაჩნდა ხანძარი და ხანძრის შეეგად დაიღუპა სამი ადამიანი. მოგვიანებით, როცა ის კიდევ ერთხელ მოხვდა ჰოლივუდის ვასკვლავების პირადი ნივთების გამოფენაზე , ის ჩამოვარდა საგამოფენო დაფიდან და კისერი მოტეხა ერთერთ დამთვალიერებელს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close