არქივი

კომპიუტერული თამაშები

center

ამ სტატიაში მე შეძლებისდაგვარად მოგიყვებით კომპიუტერული თამაშების განვითარების ისტორიას

პირველი კომპიუტერული თამაში 1950-60-იან წლებში ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანაზე იქნა გამოგონილი. ისეთი თამაშები, როგორიცაა “Star Trek”, ძირითადად, ვერბალური იყო, ვინაიდან მისი გრაფიკა, კომპიუტერის მცირე შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეზღუდული იყო. მას შემდეგ, რაც კომპიუტერები ბევრად პატარა და იაფიც გახდა, კომპიუტერული თამაშები ყველასთვის ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენდა. 1972 წელს ნოლან ბუშელმა გამოიგონა “პონგი”. ეს თამაში პირველად კალიფორნიაში გამოჩნდა. თანამედროვე სტანდარტებით, თამაშის გრაფიკა უხეში და ტლანქი იყო. მონოქრომულ ეკრანზე მოკლე ვერტიკალური ხაზები მოთამაშეების ჩოგნებს წარმოადგენდა, რომელთა ზემოთ და ქვემოთ გადაადგილების საშუალებით, მოწინააღმდეგის მხარეზე ბურთის დარტყმა იყო შესაძლებელი. ამ თამაშს მალე მოჰყვა “კოსმოსური რბოლა”, “ტანკი”, “პაკ-მენი” და ყველაზე პოპულარული თამაში “კოსმოსური ბრძოლები”.

პირველი სათამაშო კომპიუტერი ასე გამოიყურებოდა:

center

1978 წელს კომპიუტერული თამაშები სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავდა. 1979 წელს ბუშელმა ბაზარზე გაყიდა თამაში “ატარი”. ამ დროს, ისეთი კომპანიები, როგორიცაა “ნინტენდო” თამაშების ბაზრის უდიდეს ნაწილს ფლობდა. ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, ასევე, პერსონალური კომპიუტერი, თუმცა იგი უამრავი ადამიანისთვის ჯერ ისევ ძვირი იყო. ამ მანქანებს მხოლოდ 32 კილობაიტი მეხსიერება ჰქონდა, ასე რომ, მიმზიდველი გრაფიკული თამაშების შექმნა საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა. ისეთი სირთულის თამაში, როგორიცაა ჭადრაკი, საკმაოდ კარგად ფუნქციონირებდა, თუმცა ყველაზე მეტად პოპულარული მაინც სიტყვებთან დაკავშირებული თამაში იყო. მოთამაშეს სიტუაციისთვის შესაფერისი პასუხი უნდა მოეძებნა. ასეთი თამაშები წარმოსახვის დაძაბვას მოითხოვდა და უამრავ ადამიანს ურღვევდა სიმშვიდეს, რადგანაც თამაშის ინტერესი არ ასვენებდათ.

1980-იან წლებში სახლის კომპიუტერების ბაზარზე ნამდვილი ბუმი დაიწყო. გაიაფებულმა ტექნოლოგიამ და შემადგენელ კომპონენტებზე ფასის დავარდნამ, მწარმოებლებს შესაძლებლობა მისცა შეექმნათ საინტერესო ელემენტებისგან შედგენილი ფერადი გრაფიკა, რომელსაც თან ერთვოდა რეალური გახმოვანება. კომპიუტერული თამაშების ბაზარზე დომინირებდა კონსოლები, როგორიცაა “Game Boy”, კომპაქტური პორტატიული კონსოლი ყურსასმენებით, ან სუპერ ნინტენდო კონსოლი, რომელიც მომხმარებლებს მაღალი სიმტკიცის დისპლეისა და ხმის ჩამწერის ციფრულ სისტემას სთავაზობდა. თამაშები თავგადასავლური და მრავალფეროვანი გახდა, თუმცა მცირე წარმოსახვას მოითხოვდა, რადგანაც გრაფიკას ახლა ნებისმიერი დეტალის ჩვენება შეეძლო. თამაში შეიძლება ითამაშოს როგორც ორმა მოწინააღმდეგემ, ასევე ერთმა მოთამაშემ, რომელიც თავად კომპიუტერს შეერკინება.

ინტელის პენტიუმ პროცესორის გამოგონებასთან ერთად, კომპიუტერული თამაშები მკვეთრად გაუმჯობესდა. ბავშვები სულ უფრო და უფრო სწრაფ მანქანებს მოითხოვენ იმისთვის, რომ მეტად საინტერესო თამაშები ითამაშონ. მწარმოებლებიც, შესაბამისად, პასუხობენ მოთხოვნებს და მიკროსქემებს აუმჯობესებენ. თამაშების ბაზარი, სავარაუდოდ, უკეთესი ტექნოლოგიის შესაქმნელად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვიდეოთამაშების მწარმოებლები “სონი”, “სეგა”, და “ნინტენდო” მუდმივად ეჯიბრებიან ერთმანეთს უკეთესი თამაშების შექმნაში. ისინი, ასევე ღია ცენტრებს წარმოადგენენ და მომხმარებელს, ტრადიციულ თამაშებთან ერთად, უკანასკნელი ვირტუალური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ თამაშებსაც სთავაზობენ. სახლში, CD-ROM თამაშები თანდათანობით სპეციალურად პორტატიული კონსოლისთვის შექმნილი თამაშებიტ შეიცვალა. ახლა უკვე უამრავი სახის კონსოლია ხელმისაწვდომი, ფირმები “მაიკროსოფტი” და “ინტელი” კი უზრუნველყოფენ პერსონალური კომპიუტერის მთავარ ვიდეოთამაშებს. პერსონალურ კომპიუტერის მწარმოებელ ფირმებთან მწვავე კონკურენციის გამო, კონსოლის მწარმოებლები ფასებს ამცირებენ და მაღალი ხარისხის თამაშს უშვებენ, რომელთა მოხმარებაც სახლშია შესაძლებელი. თამაშები განსაკუთრებით ხელმისაწვდომია ინტერნეტში, სადაც მომხმარებელს ასობით სხვა მოთამაშესთან შეუძლია შერკინება. ვირტუალური რეალობა პოპულარულ არკადულ თამაშებს წარმოადგენს. თვალსაფარების, ჩაფხუტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, მოთამაშე სხვა სამყაროში გადადის. მსგავსი ვირტუალური რეალობის მოწყობილობის შეძენა სახლისთვისაც შესაძლებელია, თუმცა ასეთი არჭურვილობის ღირებულება საკმაოდ მაღალია.

მომავალი თამაშები

რადგანაც კომპიუტერული თამაშების პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება, იგი გლობალური გასართობი ბიზნესის შემადგენელი ნაწილი გახდა. კომპიუტერული თამაშების შემქმნელები კალიფორნიაში, აშშ, ჰოლივუდის ფილმის ინდუსტრიასთან თანამშრომლობდნენ და ერთმანეთთან დაკავშირებულ თამაშებს და ფილმებს ქმნიდნენ. ამ პროექტს “სოლივუდი” ეწოდებოდა. 2001 წლის ფილმი “ტომბრაიდერი”, რომლის მთავარი გმირი ლარა კროფტია, კომპიუტერული თამაშის შექმნას ედო საფუძვლად. ამ თამაშმა, ისევე, როგორც ფილმმა, ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ურთიერთთანამშრომლობა სხვა მიმართულებებითაც ხშირად ამართლებს. უამრავი ფილმი კომპიუტერულ თამაშებთან ერთად ჩნდება და საერთო გმირებითა და შინაარსით გამოირჩევა. ბოლო ხანებში კომპიუტერულ თამაშებთან ერთად თანამშრომლობდა “ბეტმენი” და “დისნეის მანქანები”. ფილმ “მატრიცას” ტრილოგია იმ მოსაზრებაზე იქნა დაფუძნებული, რომ ადამიანის გონების მანიპულაცია იყო შესაძლებელი და ისინი მონაწილეობას იღებდნენ კომპიუტერულ თამაშებში. თუ კომპიუტერული თამაშების ბაზარი ისეთივე სწრაფი ტემპით გააგრძელებს ზრდას, როგორც ეს დღეს ხდება, იგი უკეთესი ტექნოლოგიის შექმნას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, სხვა სექტორებზეც, მაგალითად, ინდუსტრიაზე, განათლებასა და მედიცინაზე, დადებითად იმოქმედებს.

სტატია შედგენილია ჩემს მიერ!

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button