ქიმიური ექსპერიმენტები
ქიმია შეისწავლის ნივთიერებებს, მათ თვისებებს, გარდაქმნებს და ამ გარდაქმნების თანმხლებ მოვლენებს. გარდაქმნები, ანუ რეაქციები მიმდინარეობს სხვადასხვა პირობებში. ზოგიერთ მათგანს სჭირდება გაცხელება, ზოგს კატალიზატორი და ა.შ. ამ პოსტში მოვიყვანე რეაქციები, რომლებიც არ საჭიროებენ არც გაცხელებას, არც კატალიზატორს, ანუ მიმდინარეობენ ჩვეულებრივ პირობებში.
პირველი რეაქცია არის სასმელ სოდაზე და ძმარმჟავაზე. ამ რეაქციის დროს მიიღება CH3COONa, H2O და CO2.
ანთებული კვარის ახლოს მიტანით დაამტკიცებთ, რომ გამოყოფილი აირი ნახშირორჟანგია. კვარი ჩაქრება. რეაქციას შემდეგი სახე ექნება:
NaHCO3 + CH3COOH = CH3COONa + CO2 + H2O
ეს რეაქცია მოცემულია ქვემოთ სურათზე.
შემდეგი რეაქციის პროდუქტებიდანაც ერთ-ერთია ნახშირორჟანგი. ეს რეაქცია ხდება გლუკოზასა და წყალბადის პეროქსიდს შორის. რეაქციის ტოლობაა:
C6H12O6 + 12H2O2 = 6CO2 + 18H2O
ქვემოთ ორ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ ეს რეაქცია.
ახლა ვცადოთ ისეთი რეაქციების ჩატარება, როცა გამოიყოფა წყალბადი. მაგნიუმს და რკინას დავამატოთ ძმარმჟავა:
Mg +2CH3COOH = (CH3COO)2Mg + H2
2 CH3COOH + Fe = (CH3COO)2Fe + H2
ეს რეაქციები მოცემულია ქვევით ორ სურათზე.
მაგნიუმს დავამატოთ ეთანოლი(ეთილის სპირტი, ანუ სამედიცინო სპირტი). ამ რეაქციის ტოლობაა:
2Mg + 2C2H5OH = 2C2H5OMg + H2
ეს რეაქცია ქვემოთ სურათზეა გამოსახული.
ახლა კი მარილის წყალხსნარს დავამატოთ რკინა. მოცემული რეაქციის ტოლობაა:
2NaCl + Fe = FeCl2 +2 Na
ეს რეაქციები ქვევით ორ სურათზეა გამოსახული. მეორე სურათზე დაინახავთ, რომ წარმოიქმნება რკინის(II) ქლორიდი. ხსნარს ექნება მომწვანო ფერი.