ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

უახლესი გამოგონებები: თანამედროვე კბილის ჯაგრისი, ნანო მინერალებით

მოგესალმებით მეგობრებო! კვლავინდებურად ვაგრძელებთ პოსტების სერიას თემაზე:
უახლესი გამოგონებები, რომელიც მალე შეცვლის მსოფლიოს.

მაღალკვალიფიციურმა იაპონელმა სპეციალისტებმა დაასრულეს მუშაობა კბილის ჯაგრისის ახალ  კონცეფციაზე, რომელიც დაეფუძნა ნანოტექნოლოგიურ ტექნოლოგიებს.

კომპანიამ “Yumeshokunin” წარმოადგინა კბილის ჯაგრისი Misoka,  რომლითაც კბილების დღეში მხოლოდ ერთხელ გახეხვაც საკმარისია. თან რაც მთავარია მას პასტა არ ესაჭიროება. ჯაგრისის ღეროთა წვერები მიკროსკოპულ მინერალთა ნაწილაკებით არის დაფარული. ჯაგრისის რბილი კორპუსი ნატურალური ფისებისგან შედგება, მყარი ნაწილი კი – ნეილონისგან. თითოეული სანტიმეტრი Nano Zion Dream Kouting-ის მინერალების საშუალებით, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფაქიზითაა დამუშავებული.

ეს შემადგენლობა არამარტო ძალზე ეფექტურად წმენდს კბილების ზედაპირს, არამედ, რაც მთავარია ემალზე წარმოქმნის მინერალებს და ავსებს კბილის ბზარებს, რათა იქ, კვების დროს არ მოხდეს ბაქტერიების შეღწევა. ასე რომ ეს სიახლე იცავს თქვენს კბილებს მიკროორგანიზმებისგან და თავიდან აგარიდებთ ემალის დაზიანებას. ეს ამცირებს კარიესის რისკს, ხელს უშლის

კბილის ქვის ფორმირებას, ასევე დასუსტებული მინანქრის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვნად უმცირებს ტკივილის გრძნობას.

Misoka-ს კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია: მისი გამოყენება შეუძლია ყველა ასაკის ადამიანებს, როგორც ბავშვებს, ისე მოხუცებს.

ისტორია:

ნანოტექნოლოგია, როგორც ტერმინი პირველად მოიხსენიება 1974 წელს ტოკიოს მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორის, ნორიო ტანიგუჩის მოხსენებაში „ნანოტექნოლოგიების ძირითადი კონცეფციის საფუძვლები“. მან აღნიშნა, რომ „ნანო-ტექნოლოგია ძირითადად მოიცავს სხვადასხვა ნივთიერების სეპარაციის, კონსოლიდაციის და დეფორმაციის პროცესებს ერთეული ატომების ან მოლეკულების დონეზე“. ნანოტექნოლოგიის, როგორც მეცნიერების რეალიზაცია კი XX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. 1986 წელს მოხდა ნახშირბადის ნანომილების დაპატენტება, რასაც მოჰყვა ნახევარგამტარი ნანოკრისტალების შესწავლა, ლითონთა ოქსიდების მრავალწერტილოვანი ნაწილაკების რიცხვის ზრდა.

ნანოტექნოლოგია გამოყენებით მეცნიერებებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დარგია და მისი მთავარი თემა საკითხის მოლეკულურ დონეზე მართვაა. ამ მიზნით იგი იყენებს უმცირეს ნაწილაკებს, მასშტაბით 1-დან 100 ნანომეტრამდე და ზომის შესაბამის სპეციალურად წარმოებულ მოწყობილობებს.

“Misoka” – ეს ლამაზი სიტყვა  შუა საუკუნეების იაპონიის რიტუალიდან “MISOGI”-დან. იაპონიაში გავრცელებული რელიგია – შინტოიზმი, შეიცავდა ერთ-ერთ უცნაურ რიტუალს “MISOGI”-ს , ამ რიტუალის მიხედვით ტოკიოს მთავარი შინტოისტური ტაძრის წინ, შუა ზამთარში და საშინელ სიცივეში მიმდევრებს (რჩეულებს) ჯერ ნახევრად შიშვლებს უნდა ელოცათ, მერე კი გაყინულ წყალში გადაეშვან, მათ მიაჩნიათ, რომ ეს სხეულის გაძლიერებასთან ერთად, სულსაც განწმენდაშიც ეხმარებათ. ეს რიტუალი ტარდება იანვარში და სწორედ ამ ერთობ უცნაური წესით ხვდებიან ახალ წელს. და როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ ადრე ამ წესს ყმაწვილობიდან ზდასრულ ასაკში გადასვლისას ასრულებდნენ.

შუა საუკუნეების ფიზიკური ჰიგიენის ვერსია გადმოვიდა 21-ე, ნანოტექნოლოგიების საუკუნეშიც. ნანოტექნოლოგიებს იაპონიაში ძალზე დიდი ყურადღება ეთმობა.  როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ Misoka-ს შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯია ამ სფეროში.

გამომგონებლები ირწმუნებიან, რომ მათი გამოგონება მხოლოდ ჩვენს ორგანიზმში არსებულ ნივთიერებებს შეიცავს. მეთოდი და შემადგენლობა ამ უნიკალური ნანოფირფიტისა სრულად ცვლის ორდინარულ კბილის პასტას. იაპონელი მეცნიერების სიტყვებით ნანოფირფიტა არამარტო საჭმლის ნამცეცებს აცილებს კბილებს, არამედ მაღლა წევს კბილების ჰიდროფილობას, იმისათვის რომ ნერწყვს შეეძლოს საჭმლის ნარჩენების განზიდვა.

მაშ ასე ტექნოლოგიური მიღწევა – “Misoka”

მწარმოებელი: Yumeshokunin – იაპონური კომპანია.

Misoka-ს, ნანო-მინერალებით დაფარული კბილის ჯაგრისის გამოყენების ინსტრუქცია:

1. აიღეთ ერთი ჭიქა სუფთა, სასმელი წყალი.

2. მოათავსეთ ჯაგრისი ჭიქაში.

3. გააჩერეთ ზუსტად 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და გაიხეხე კბილები (კბილის პასტის გარესე!)

4. გამოივლეთ სუფთა წყალი .

 

დაბოლოს, როგორც ყოველთვის ვიდეო. მეტი თვალსაჩინოებისთვის.

 

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close