მისტიკასაკითხავიუცნაური

მკვლელი ნივთები II

ბასბის სავარძელი – ასე უწოდეს ძველ სავარძელს, რომელიც დგას ქალაქ ჰადესფილდში სასტუმრო “ბასბი სტუფში”( ინგლისი, იორკშიფის საგრაფო). 1707 წლიდან 2007 წლამდე მან შეიწირა 65 ადამიანის სიცოცხლე. XVIII საუკუნის დასაწყისამდე ეს ლამაზი, მუხის ხისგან ნათალი სავარძელი არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა სავარძლებისაგან და 100 წელი პატიოსნად ემსახურებოდა ადამიანებს, მაგრამ XVII საუკუნის ბოლოს ის შეიძინა დაუნდობელმა სადისტმა მკვლელმა ტომ ბასბიმ. ახლა ის ინგლისში მხოლოდ ისტორიკოსებს ახსოვთ, ხოლო ერთ დროს ის შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყანას. 1707 წელს ბასბი დაიჭირეს, გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს . სიკვდილის წინ მან განაცხადა: “ნებისმიერი ვინც დაჯდება ჩემს საყვარელ სავარძელში ჩემი სიკვდილის შემდეგ, მალე გამომყვება ჯოჯოხეთში”.

ინგლისელებმა, რომლელთაც იმ დროს სწამდათ მკვლელის სატანასთან და შავ ჯადოქართან კავშირის, დაიჯერეს ეს. ხალხი იმ დროში თვლიდა , რომ ნივთები ინახავდნენ პატრონის ერთგულებას, ემსგავსებოდნენ მათ. არა აქვს მნიშვნელობა, ცოცხალი იყო თუ არა პატრონი და რამდენი დრო იყო გასული. სავარძელი დასვეს სასტუმროს კუთხეში, რომელიც ერთ დროს ბასბის სახლი იყო და მოგვიანებით სასტუმროს მკვლელის სახელიც უწოდეს. დააჭედეს სავარძელი იატაკზე და წინ გაუკეთეს ვერცხლისა და ფოლადისაგან დამზადებული ჯაჭვის ბარიერი. დააჭედეს იმისათვის, რომ ის ბოროტ სულს ხელში არ აეწია და რაიმე არ დაემტვრია მისით, ან ვინმე არ მოეკლა. ხოლო ფოლადი და ვერცხლი კი არის ის მეტალი, რომელსაც ვერ იტანს ავი სული. მაგრამ ძალა მაინც დაეუფლა სავარძელს, მკვლელის წყევლა სრულდება. 300 წლის განმავლობაში, მკვლელის ჩამოხრჩობიდან დაიღუპა 65 ადამიანი, რომლებმაც გაბედეს და დასხდნენ ბასბის საყვარელ სავარძელზე.

ესეც სასტუმრო “ბასბი სტუფი”

“ყოველი სიკვდილი მიჩნეული იქნა , როგორც უბედური შემთხვევა” – ყვება ბრიტანელი ისტორიკოსი ნაიჯელ სტაული, რომელმაც არც ისე ცუდად იცის ტომ ბასბის სავარძლის ისტორია. – მაგრამ მე შევისწავლე ყველა შემთხვევის დეტალები და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო: ყველა ვინც იჯდა სავარძელში იღუპებოდნენ უცნაურ ვითარებაში. უბრალოდ პოლიციას არ სურს დაინახოს ეს ან იგნორირებას უკეთებს პარანორმალურ მოვლენებს.

მოდით თავად გავერკვიოთ ყველაფერში.

მაგალითისთვის მკვლელი სავარძლის ბოლოსწინა მსხვერპლი გახდა 37 წლის ენი კონელატერი, ბუღალტერი ტრენტონიდან, შტატ ნიუ-ჯერსის დედაქალაქიდან (აშშ), რომელიც თავის შვებულებას ატარებდა იორკშირში. ინგლისში გამგზავრებამდე ის ტრაბახობდა მეგობრებში, რომ აუცილებლად დაჯდებოდა ბასბის სავარძელში და შემდგომ მოუყვებოდა მათ თუ რა იგრძნო იმ დროს . სამწუხაროდ სასტუმროს მოსამსახურემ ვერ მოასწრო ხელი შეეშალა მისთვის ამ განზრახვაში, ქალი გადაახტა ჯაჭვის ბარიერს და მომღიმარი სახით ჩაჯდა სავარძელში. ამის შემდეგ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. თავისი “გმირობით” კმაყოფილი ქალი შევიდა თავისი სასტუმროს ლიფტში , ტროსი რომელსაც კაბინა ეჭირა გაწყდა, ლიფტი ჩამოვარდა მეექვსე საართულიდან და ქალი დაიღუპა.

მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში კონელატერი გახდა დაწყევლილი სავარძლის მეორე მსხვერპლი. უფრო ადრე მსგავსი ისტორია შეემთხვა 2004 წლის ივნისში ვინმე კარლო პაგნანის. როცა სასტუმროს პატრონს ეკითხებიან თუ რატომ არ ანადგურებს სავარძელს. ის პასუხობს: “ისტორიამ შექმნა ის და მე არ შემიძლია ჩავერიო მის მსვლელობაში. მე ყველას ვაფრთხილებ საშიშროების შესახებ. ხოლო თუ ვინმეს სურს ბედი გამოსცადოს, რას იზამ ეს მათი ცხოვრებაა და ყველას ააქვს უფლება წარმართოს ის თავისი შეხედულებისამებრ”.

სისხლიანი ტერორის 300 წლის იუბილე მკვლელმა სავარძელმა აღნიშნა თავისი ბოლო მსხვერპლით. ის გახდა 18 წლის ამერიკელი გოგონა ქალაქ ფენიქსიდან მელისა დოლინი . სასტუმროში მან გადაწყვიტა აეღნიშნა თავის მეგობრებთან ერთად დაბადების დღე და არავის არ შეუმჩნევია თუ როგორ გადაძვრა იგი ჯაჭვის ბარიერის მიღმა. ის დაინახეს სავარძელში ჩამჯდარი, რომელიც ხელს უქნევდა მეგობრებს. რომც არ გჯეროდეთ სულების არსებობის არ ღირს ხუმრობა ამ ძალებთან. მეგობრების შეხვედრის შემდეგ მელისას დაესია უპატრონო ძაღლების ხროვა და დაგლიჯეს იგი.

“ის სისულელედ თვლიდა მკვლელი სავარძელის და ყოველგვარი სულების შესახებ ისტორიებს” – ამბობს მის მეგობარი გოგონა ჰეილა განბი — ალბათ ალკოჰოლმა მას სითამამე შემატა. ის იძახდა მიმიფურთხებია ტომ ბასზე და მის სავარძელზე. შემდგომ ჩვენ დავინახეთ ამ წყეულ სავარძელში ჩამჯდარი მელისა , რომელიც იცინოდა და ხსნიდა მორიგ ლუდის ბოთლს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close