ახალი ამბებიკრეატივისაკითხავისურათები

მიწისქვეშა სასტუმრო

ერთ-ერთი უნიკალური, ზეთანამედროვე სასტუმრო: Songjiang beauty spot, რომელიც გაიხსნება ახლო მომავალში…

მსოფლიოში ყველაზე დიდი, მიწისქვეშა სასტუმრო, რომელიც ახლო მომავალში იქნება შანჰაიში. Songjiang beauty spot-ასე ჰქვია სასტუმროს, რომელიც ჩაენაცვლება ძველ ნანგრევებს, რომელიც მდებარეობს შანჰაიდან ცოტა მოშორებით. ამ უნიკალურ ინჟინერულ პროექტს აქვს 21 სართული, რომელიც ეშვება კარიერის კედელლზე უშუალოდ ტბაში, რომლის ქვეშაც არის მოთავსებული, სასტუმროს სპორტული კომპლექსი.სასტუმროს სახურავი, წარმოადგენს ბაღს, რომლის საერთო ფართი: 3 000 კვადრატული მეტრია.

სასტუმროს კომპლექსი არქიტექტორებმა მოათავსეს კარიერის შიგნით, რომელიც სავსეა წყლით. კარისერის 100 მ სიღრმეში მოთავსებული იქნება, 400 ნომერი, ბარი, რესტორანი და სპორტული კომპლექსები.

კარიერის შუაგულში იქნება, წყალქვეშ საცურაო აუზები, გასართობები. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის იქნება გათვალისწინებული, ე.წ “ჯამფინგი“, ექსტრემალური დასვენების ცენტრიდან, რომელიც მოთავსებულია სასტუმროს თავზე, აგრეთვე კარიერის აღმართულ კედლებზე ცოცვა ე.წ Rock climbing.

წყლის სიღრმეში იქნება განთავსებული რესტორანი, რომელიც წყლისგან იქნება გამოყოფილი 10 მ-ის დაშორებით, რომლის გარშემო იქნება მოთავსებული აკვარიუმის კედლები. წყლის თემა ჭარბად არის გამოყენებული, რომელიც სასტუმროს პროექტში ვიზუალურობის ფუნქციას ასრულებს: უმეტესად წყლის სივრცისა და ჩანჩქერების სახით.

პროექტირებისას იქნა გათვალისწინებული “ეკოლოგიური არქიტექტურის” ყველა მოთხოვნა, სახურავზე განთავსებული პარკისა და გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგების საშუალებით….

სულ ეს იყო…

ჩემი პოსტები

ნეგრე წიანკა | Create your badge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close