უცნაური

ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ – ნაწილი 2

b173c9092425

სიკვდილის ფენომენი – დოქტორი მოუდის გამოკვლევები. მეორე ნაწილი…

“მანათობელი არსება”

ყველაზე დაუჯერებელი და ყველაე ჩვეულებრივი ელემენტი, ჩემს მიერ შესწავლილ შემთხვევებში და მასთან ადამიანებზე ყველაზე ღრმა შთაბეჭდილებების მომხდენი, არის შეხვედრა კაშკაშა სინათლესთან. დასაწყისში იგი შედარებით თითქოს უფერულია, შემდეგ თანდათან იწყებს კაშკაშს, სანამ არ მიაღწევს არა მიწიერ ელვარებას, თუმცა მაშინაც კი არ იწვევს თვალების ტკივილს, შეიძლება ეს იმიტომ, რომ მათი თვალები ფიზიკურად აღარ არსებობენ, ამდენად მათი დაბრმავება შეუძლებელია.

არც ერთს პაციენტთაგან ეჭვი არ შეპარვია, რომ ეს მოკაშკაშე სინათლე- მანათობელი არსებაა, მას გააჩნიაპიროვნება, იგი პიროვნებაა. ამ არსებიდან გამომდინარე სითბო და სიყვარული არავითარი სიტყვებით არ შეიძლება აღიწეროს. მომაკვდავი გრძნობს როგორ ახვევს ეს ნათელი თავის სხივებში, როგორ იზიდავს მას, როგორ უჩნდება საოცარი ლტოლვა ამ სინათლისკენ.

იმ დროს როდესაც მანათობელი არსების ზემოთ აღწერილი სურათი ყველა ნაამბობში ერთნაირია, ამ არსების იდენტიფიკაცია რელიგიურ პერსონაჟებთან სხვადასხვა ადამიანთა მონათხრობში სხვადასხვანაირია.

იგი დამოკიდებულია უპირველესად ადამიანის იმ რელიგიურ გარემოზე, რომელშიც ყალიბდებოდა პიროვნება, აღზრდასა და პირად რწმენაზე. აღზრდით და რწმენით ქრისტიანი თვლის, რომ მანათობელი არსება არაფერია თუ არა ქრისტე, მათ ზოგჯერ ბიბლიური ტექსტებიც კი მოჰყავთ თავისი გაგებით სისწორის დასტურად.

ებრაელები სინათლეს “ანგელოსად” რიცხავენ. მაგრამ არც ერთი რწმენის წარმომადგენლები არ გულისხმობენ, რომ მანათობელ არსებას ქონდა ფრთები ან უკრავდა ქნარზე ანდაც თუნდაც ადამიანის სახე და ფორმა გააჩნდა. იყო მხოლოდ სინათლე და ყველა აღიქვამდა მას, როგორც მოვლენილს ზეცით. კაცნი ურწმუნონი და წარსულში შორს მდგარნი რელიგიისგან, უბრალოდ აღნიშნავდნენ, რომ ნახეს “მანათობელი არსება”. იგივე გამოთქმა იხმარა ერთმა ქრისტიანმა ქალმა, რომელიც არ თვლიდა, რომ ეს ნათელი იყო უეჭველად ქრისტე.

გამოჩენის შემდეგ მანათობელი არსება შედის კონტაქტში მისულ ადამიანთან.

b10f33e0be12

ადამიანები ამტკიცებენ, რომ მათ არ გაუგიათ მანათობელი სხეულიდან მომდინარე ხმები და არც მათი პასუხები იყო მეტყველების საშუალებით განხორციელებული. დადასტურებული იყო აზრით უშუალო გადაცემა, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ რაიმე გაუგებრობა, ან ტყუილი ნათლის მიმართ გამორიცხული იყო. რასაკვირველია, აზრთა გადმოცემა არ წარმოებდა პიროვნების მშობლიურ ენაზე, მაგრამ მას შესანიშნავად ესმის და მყისვე ითვისებს გადმოცემის შინაარსს. რეანიმაციის შემდეგ კი უჭირთ ამ გაცვლილი აზრების გადმოცემა იმ ენაზე, რომელზედაც მან სიცოცხლეში უნდა ილაპარაკოს. შემდეგი ეტაპი ჩვენი გამოცდილებისა ასაბუთებს გაცვლილ აზრთა თარგმნის სიბნელეს. მანათობელი არსება გამოჩენისთანავე გადასცემს პიროვნებას, რომელიც მის წინაშე ასე დრამატულ გარემოებაშI გამოცხადდა, გარკვეულ აზრს. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებთანაც მე საუბარი მქონდა ცდილობენ ეს მიღებული აზრი კითხვის სახით ჩამოაყალიბონ. მისი ინტერპრეტაციის ვარიანტებიც გამიგონია: “მომზადებული ხარ სიკვდილისთვის?” “მზად ხარ მოკვდე?” “რას გააკეთებ ცხოვრებაში?” ” რა გააკეთე ცხოვრებაში?” და ა.შ

პირველი ორი ფორმულირება, რომელშიც ხაზგასმულია სიკვდილისთვის მზადყოფნა, ერთი შეხედვით განსხვავებულია ირუ მომდევნოსაგან, სადაც აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ რას “მიაღწიე” სიცოცხლეში. მაგრამ ვფიქრობ რომ ორივე, მხოლოდ თავისებურად, გამოხატავს ერთსა და იგივე აზრს. ეს დაშვება რამდენადმე, მტკიცებას პოულობს ერთი პაციენტი ქალის ნაამბობში:

“პირველი აზრი რაც მან გადმომცა იყო კითხვა – მზად ხარ მოკვდე? ან რა მქონდა გაკეთებული სიცოცხლეში ისეთი, რისი ჩვენება მისთვის შეიძლებოდა, რისი ჩვენება მისთვის მინდოდა”. როგორც არ უნდა გადმოიცეს ეს კითხვა, ახსნის შემდეგ ყალიბდება ერთი აზრი. პაციენტმა მიამბო, რომ მისი “სიკვდილის” დროს: “ხმა შემეკითხა ღირს, ჩემი სიცოცხლე დაკარგულ დროდ ე.ი ვთვლი თუ არა რომ ჩემი ცხოვრება ამ მომენტიდან ფუჭად არ გამივლია?”…

ამავე დროს ყველა ადასტურებს, რომ ასეთი ღრმა, შემაჯამებელი კითხვა, რომელიც ისმოდა მთელი ემოციური დაძაბულობით ჟღერდა ყოველგვარი ავი ზრახვის გარეშე. არც მუქარა, არც ბრალდება ამ კითხვებში არაა. მიუხედავად მათი პასუხის შინაარსისა, ისინი, სინათლიდან მხოლოდ ყოვლისმომცველ სიყვარულს და დახმარებას გრძნობდნენ. შეკითხვის აზრი გაიძულებს დაუფიქრდე შენს ცხოვრებას და გიწვევს გულახდილობისკენ.

ახლა მივმართოთ პირველი პირიდან მიღებულ რწმუნებას ამ არაჩვეულებრივ არსებაზე:

“ვფიქრობ, რომ ჩემთან მოსაუბრე ხმას ესმოდა, რომ არ ვიყავი მზად სასიკვდილოდ. ჩემთვის ეს იყო ერთგვარი შემოწმება, ყველაზე შესანიშნავი მთელ ჩემს ცხოვრებაში. სიყვარულის გარემოცვაში თავს ვგრძნობდი უშიშრად, კარგად. მისგან გამომდინარე სიყვარული არის აუწერლად სასიამოვნო, კარგი იყო მასთან… მას ქონდა იუმორის გრძნობაც… აშკარად ქონდა!”…

ესეც ერთ-ერთი გამოკვლევა დოქტორი მოუდის. იმედია დაგაინტერესათ ამ პოსტებმა, გაგრძელება კიდევ ექნება აუცილებლად :) მადლობა ყურადღებისთვის.

მსგავსი ამბები

Back to top button