გასართობისაკითხავისასარგებლო

1001 რატომ ? (I ნაწილი)


წარმოგიდგენთ 20 კითხვა-პასუხს წიგნიდან “1001 რატომ ?”

ფიზიკა და ქიმია

1. ჭუჭყიანი თოვლი უფრო ადრე დნება , ვიდრე სუფთა. რატომ ?
2. რა შემთხვევაში შეიძლება ყინული გახდეს გამხურებელი?
3. როგორ გავყინოთ წყალი დუღილით ?
4. შეიძლება თუ არა , ავადუღოთ წყალი 100 გრადუსიანი ტემპერატურის ორთქლით?
5. რატომ შეიძლება წყლით კოცონის ჩაქრობა ?
6. რატომ ტკაცუნობს მარილი , როცა მას ნაკვერჩხალზე დავყრით ?
7. ნაკვერჩხალი ლითონის ფირფიტაზე მალე ჩაქრება , ხის დაფაზე კი ღვივის. რატომ ?
8. ალმასი უფრო მკვრივია , ვიდრე გრაფიტი. რატომ ?
9. როგორ განვსაზღვროთ , ორი სხეულიდან რომელი უფრო მკვრივია ?
10. ზოგჯერ თოვლის დასადნობად ტროტუარზე მარილს მოაყრიან ხოლმე. რატომ ?
11. რატომ არის მარილიანი წყლისგან მიღებული ყინული თითქმის მთლიანად მტკნარი ?
12. როგორ შეიძლება თუთისა და კალის მინარევებისაგან ვერცხლისწყლის გაწმენდა ?
13. რატომ მიეყინება სველი თითები ზამთარში ლითონის საგნებს , ხისას კი-არა ?
14. შეიძლება თუ არა ისეთი ლითონის ჩამოსხმა ყალიბში , რომელიც მოცემული გამდნარი ლითონით სველდება ?
15. რომელი ელემენტი აღმოაჩინეს ჯერ მზეზე , შემდეგ – დედამიწაზე ?
16. დამტკიცებულია , რომ გველის შხამისა და ქათმის კვერცხის ცილის ქიმიური შედგენილობა ერთნაირია. რა განსაზღვრავს მათი ფიზიკური თვისებების მნიშვნელოვან განსხვავებას ?
17. რომელ ლითონზეა დამოკიდებული მცენარეთა მწვანე შეფერილობა ?
18. რომელ ლითონზეა დამოკიდებული სისხლის წითელი შეფერილობა ?
19. რომელი უფრო მსუბუქია და რატომ : 1 კუბური მეტრი მშრალი ჰაერი , თუ 1 კუბური მეტრი ტენიანი ჰაერი ?
20. რატომ არის საშიში ვერცხლისწყლის ღია ზედაპირი ?

პასუხები

1. ჭუჭყიანი თოვლის შთანთქმის კოეფიციენტი გაცილებით მეტია სუფთა თოვლის შთანთქმის კოეფიციენტზე.
2. როცა სხეულს ექნება ყინულის ტემპერატურაზე უფრო დაბალი ტემპერატურა.
3. ჭურჭლიდან , რომელშიც წყალია , უნდა ამოიტუმბოს ჰაერი და წყლის ორთქლი ისე, რომ წყალი განუწყვეტლივ დუღდეს.
4. არ შეიძლება.
5. წყლის აორთქლება იწვევს აალებული ხის ტემპერატურის დაცემას იმდენად, რომ წვის პროცესი წყდება. გარდა ამისა, ორთქლი გადაეფარება ანთებულ ხეს და შეუწყვეტს მას ჟანგბადის მიწოდებას.
6. მარილში არსებული წყალი გარდაიქმნება ორთქლად და შლის კრისტალებს , რაც გამოსცემს ტკაცუნს.
7. ლითონი სწრაფად ართმევს ენერგიას , აცივებს მას იმ ტემპერატურამდე , რომელზედაც შეიძლება მიმდინარეობდეს წვა. ხის დაფის თბოგამტარობა ნაკლებია ვიდრე ლითონისა და ამიტომ იგი ნაკვერჩხალს უფრო ნელა აცივებს.
8. ალმასის ატომები ქმნიან კრისტალურ მესერს , რომელიც ყველა მიმართულებით ერთნაირად უწევს წინააღმდეგობას დამანგრეველ მოქმედებას . გრაფიტის კრისტალური მესერი კი ერთი მიმართულებით უფრო ადვილად ირღვევა , ვიდრე რამდენიმე მიმართულებით.
9. ერთი სხეულით გავკაწროთ მეორე სხეულის ზედაპირი.
10. თოვლი ურთიეთქმედებს მარილთან , წარმოიქნება მარილის წყალხსნარი , რომლის გაყინვის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურაზე დაბალია . ხსნარი ჩამოედინება ტროტუართან და თოვლი დნება.
11. გაყინვისას მარილი ხსნარის სახით შორდება ყინულს.
12. ვერცხლისწყალს უფრო დაბალი დუღილის წერტილი აქვს , ვიდრე თუთიასა და კალას. ამიტომ მისი გასუფთავება ამ მინარევებისაგან შეიძლება გამოხდით.
13. ლითონს მეტი თბოგამტარობა აქვს , ვიდრე ხეს. ამიტომ იგი წყლის თხელ აპკს სითბოს იმდენად სწრაფად ართმევს , რომ წყალი ყინულის დნობის ტემპერატურაზე დაბლა ცივდება და იყინება.
14.არ შეიძლება.
15. ჰელიუმი.
16. მოლეკულური სტრუქტურის მკვეთრი განსხვავების გამო კვერცხის ცილა და გველის შხამი სხვადასხვა ფიზიკური თვისებებით ხასიათდება.
17. მაგნიუმზე , რომელიც ქლოროფილის შემადგენელი ნაწილია.
18. ჰემოგლობინში არსებულ რკინაზე.
19. უფრო მსუბუქია ტენიანი ჰაერი, რადგან მისი სიმკვრივე ნაკლებია მშრალი ჰაერის სიმკვრივეზე .
20. ვერცხლისწყალი თავისუფალი ზედაპირიდან ორთქლდება , ხოლო ვერცხლისწყლის ორთქლი მომწამვლელია და მეტად საშიშია ადამიანისთვის.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close