საკითხავისასარგებლოსურათები

სად სძინავთ ბავშვებს

ამერიკელმა კრის ბუტმა და ფოტოგრაფმა ჯეიმს მოლისონმა იმოგზაურეს მსოფლიოში და გადაიღეს მთელი რიგი სურათები,  გაერთიანებულია საერთო სახელწოდებაში “სად სძინავთ ბავშვებს”.

1. 12 წლის ლამინი სენეგალიდან.
ლამინი ბიჭების სკოლაში ცხოვრობს, სადაც ყურანს ასწავლიან. ოთახში რამდენიმე მოსწავლე ერთად ცხოვრობს. საწოლები ამ საერთო საცხოვრებელიში უბრალოა, ზოგიერთს ფეხების ნაცვლად აგურები აქვს ამოდებული. ყოველ დილით 6 საათზე ბავშვები იწყებენ მუშაობას სკოლის ფერმაში, სადაც ისინი სწავლობენ ბარვას, სიმინდის დათესვას, მის გათოხვნას. დღის მეორე ნახევარში კი ყურანს სწავლობენ. თავისუფალ დროს ლამინს უყვარს ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერთად.

2. 9 წლის ცვიკა ისრაელიდან.
ცვიკა ცხოვრობს მრავალ სართულიან სახლში ბეიტარ-ილიტში, ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე. ამ დასახლებაში არის მართლმადიდებელი ებრაელების 36 000 სახლი. ტელევიზორები და გაზეთები აქ აკრძალილია. საშუალოდ ოჯახს ჰყავს ცხრა შვილი, მაგრამ ცვიკას მხოლოდ ერთი და და ორი ძმა ყავს, ბავშვები ერთ საძინებელში იძინებენ. სკოლაში ბავშვები მანქანას მიყავს, ის ორი წუთის სავალზეა სახლიდან. სპორტი აკრძალულია სწავლის პროგრამის გამო. ცვიკა ყოველდღე დადის ბიბლიოთეკაში და კითხულობს რელიგიურ ლიტერატურას. მისი საყვარელი საჭმელი არის სტეიკი და კარტოფილი.

3. 9 წლის ჯეიმი ნიუ-იორკიდან.
ბავშვი ცხოვრობს მშობლებთან, უმცროს ტყუპ ძმებთან და დასთან ერთად პენტჰაუსში მეხუთე ავენიუზე. მის ოჯახს ასევე აქვს მდიდრული სახლი ჰემპტონში ლონგ-აილენდზე. ჯეიმსი დადის პრესტიჟულ სკოლაში, სადაც მოხვედრა ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ ძვირადღირებულია. ბავშვი კარგად სწავლობს. მას ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვს, იმიტომ რომ უწევს ბევრი სწავლა, მაგრამ თავისუფალ დროს ის უთმობს ძიუდოს და დადის ცურვაზე. მას ძალიან მოსწონს ფინანსების შესწავლა. როცა გაიზრდება სურს გამოვიდეს იურისტი, მამის მსგავსად.

4. 8 წლის ახაკსეტი ბრაზილიდან.
ეს გოგონა ინდური ტომი კრახოდანაა, რომელიც ცხოვრობს ამაზონის აუზის მახლობლად. დღესდღეობით ტომში არის 1900 ადამიანი. კრახოს ინდიელებს სჯერათ, რომ დედამიწა შექმნა მზემ და მთვარემ. ამ ტომს გააჩნია უამრავი უძველესი რიტუალი. გოგონას ტანზე წითელი ზოლები დახატულია ერთ-ერთი ასეთი რიტუალის დროს. ტომი ცხოვრობს მეორნეობით და ნადირობით. დამატებით საზრდოს ყიდულობენ, ტურისტებისგან შემოსული თანხით. ტომს ჰყავს საერთო ავტომობილი, რომელსაც რიგრიგობით იყენებენ.

5. 7 წლის ინდირა კატმანდუდან, ნეპალი.
ინდირა ცხოვრობს მშობლებთან, ძმა და დასთან. მათ სახლში მხოლოდ ერთი ოთახია, ერთი საწოლითა და ერთადერთი ლეიბით. ბავშვებს სძინავთ ლეიბზე, რომელიც იატაკზეა დადებული. ოჯახი ძალიან ღარიბია – ყველამ უნდა იმუშავოს. ინდირა მუშაობს სამი წლიდან. ის დღის განმავლობაში 6 საათს მუშაობს, შემდეგ ეხმარება დედას საშინაო საქმეებში. ასევე დადის სკოლაში, რომელიც არის 30 წუთის სავალზე სახლიდან. მისი საყვარელი საჭმელია მაკარონი. ინდირა ოცნებობს გახდეს მოცეკვავე.

6. 4 წლის კაია ტორონტოდან.
კაია ცხოვრობს მშობლებთან ერთად ტოკიოში ერთ პატარა ბინაში. გოგონას ოთახი იატაკიდან ჭერამდე სავსეა თოჯინებითა და ტანსაცმელით. კაიას გარდერობში არის 30 კაბა და ქურქი, 30 წყვილი ფეხსაცმელი და მრავალი პარიკი, რომელსაც დედამისი აკეთებს. როდესაც კაია მიდის სკოლაში მას აცვია სკოლის ფორმა. მისი საყვარელი პროდუქტებია: ხორცი, კარტოფილი, მარწყვი და ატამი. როცა გაიზრდება სურს დახატოს მულტფილმი.

7. 10 წლის დუხა ხებრონიდან.
დუხა ცხოვრობს მშობლებთან, თერთმეტ და–ძმასთან ერთად პალესტინის ლტოლვილთა ბანაკში, ხებრონში. ის იყოფს ოთახს ხუთ დასთან. დუხა დადის სკოლაში, რომელიც მდებარეობს 10 წუთის სავალზე, და ოცნებობს გახდეს პედიატრი. 1996 წელს მისმა ძმამ მუჰამედმა ტერაქტი მოაწყო და მოკლა 23 ადამიანი. ამის შემდეგ ისრაელის ჯარისკაცებმა დაანგრიეს მისი სახლი. დუხას კედელზე მუჰამედის სურათი კიდია.

8. 4 წლის ჟასმინი (ჯაზი) კენტუკის სახელმწიფო.
ჯაზი ცხოვრობს დიდ სახლში მშობლებთან და სამ ძმასთან ერთად. ჟასმინის ოთახი სავსეა გვირგვინებითა და ლენტებით, რომლებიც მან სილამაზის კონკურსებზე მოიგო. მონაწილეობა აქვს მიღებული 100–ზე მეტ კონკურსში. როდესაც გაიზრდება ჯაზის სურს გამოვიდეს როკ ვარსკვლავი.

9. უცნობი ბიჭი ემიგრანტი რუმინეთიდან.
4 წლის ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სახლად ლეიბი იქცა. როდესაც მისი ოჯახი იტალიაში ჩამოვიდა, კერძო ტერიტორიაზე დაბანაკდნენ და მალე ისინი პოლიციამ გამოაძევა. მათ არ აქვთ საბუთები, რის გამოც ლეგალურ სამუშაოს ვერ შოულობენ და უწევთ საქარე მინების გარეცხვა მანქანებისთვის შუქნიშნებზე. არც ერთ ოჯახის წევრს არ უსწავლია სკოლაში.

10. 9 წლის დონგი სამხრეთ ჩინეთიდან.
დონგი ცხოვრობს მშობლებთან, დასთან და ბაბუასთან. ის ცხოვრობს დასთან და მშობლებთან ერთად ერთ ოთახში. ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთი, სადაც მათ მოყავთ ბრინჯი და შაქრის ლერწამი. დონგის სკოლა მდებარეობს სახლიდან 20 წუთის სავალზე. მას უყვარს წერა და სიმღერა. საღამოობით დონგი ხარჯავს ერთ საათს საშინაო დავალებებისთვის. დონგს სურს რომ გამოვიდეს პოლიციელი.

11. 11 წლის ჯოი კენტუკიდან.
ჯოი ცხოვრობს მშობლებთან და უფროს დასთან ერთად. ის ყოველთვის დადის მამასთან ერთად სანადიროდ. პირველი ირემი მან მოკლა 7 წლის ასაკში. მას მოსწონს ბუნებაში ყოფნა და იმედოვნებს რომ როდესაც გაიზრდება კვლავ ინადირებს. ჯონი დადის სკოლაში და უყვარს ტელევიზორის ყურება კნუტთან ერთად.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close