ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

უახლესი გამოგონებები: სიბერის სტიმულატორი

 

რა არის სიბერე? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა არავის შეუძლია, მაგრამ გამონაკლისების გარეშე, ყველა ჩვენგანს ეშინია სიბერის.

დაბადებიდან სიბერემდე  – ამ გზას აბსოლუტურად ყველა ადამიანი გადის, რადგან სიბერე სრულიად კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის განუყოფელი, შემადგენელი ნაწილია და განუწყვეტელი ბიოლოგიური ცვლილებების შედეგი. დაახლოებით 25 წლისათვის ადამიანების უმეტეს ნაწილის ორგანიზმში სრულდება ორგანოებისა და სისტემების ფორმირება და ბიოლოგიური სიბერის პირველი ნიშნებიც სწორედ ამ დროისთვის იჩენს თავს, ხოლო  დაახლოებით 40-50 წლის შემდეგ ეს ნიშნები უფრო შესამჩნევი და თვალში საცემი ხდება.

ახალგაზრდების დამოკიდებულება  მოხუცების მიმართ ერთობ არაერთგვაროვანია. ბევრ ჩვენგანს ძალიან არ მოსდის თვალში საზოგადოების ეს ნაწილი და მათი თქმით მოხუცების ადგილი არაა ამქვეყნად, მაგრამ ბევრ ჩვენგანს არ ახსოვს და არ ცდილობს გაიხსენოს ის, რომ ამ ადამიანებს მთელი  თავიანთი ცხოვრება შრომაში გაუტარებიათ იმისათვის, რომ ჩვენამდე ყველაფერი საუკეთესო  მოეტანათ. მათ თვალებს ხომ ბევრი რამ უნახავთ და ჩვენზე გაცილებით მეტი იციან ამ ცხოვრების უარყოფით და დადებით მხარეებზე. ჩვენ, ახალგაზრდები კი ამ ყველაფერს არ ვაფასებთ, აგრესიულად ვეპყრობით მოხუცებს და კუთხეში საცოდავად ვამწყვდევთ, ისინი კი უსუსურობისგან ცრემლებს ვერ იკავებენ. ძნელია, როცა უსარგებლო ხდები და სხვა ადამიანებზე ხარ დამოკიდებული. ასეთ სიტუაციაში კი, მათ პატარა ბავშვებივით სჭირდებათ მოფერება და სიყვარული.

არა, მე არ ვცდილობ რომ ვინმეს ამ საკითხზე თვალთახედვა შევუცვალო (ჩემზე დიდი გამოცდილების და დამსახურების, ამ საქმის პროფესიონალებს არ გამოსვლიათ ეს), რადგან არც მე ვარ მამა აბრამის ბატკანი. აი მასსაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კი ცდილობენ ახალგაზრდების “გამოსწორებას”. სულ ცოტა ხნის წინ, ამ უნივერსიტეტის ლაბორატორიებში სიბერის ორიგინალური სიმულატორი შექმნეს. ის “თინეიჯერებს” საშუალებას აძლევს, თავი წარმოიდგინონ მოხუცებად და სიბერისას სხეულის დაუმორჩილებლობის გრძნობას განაცდევინებს. ამ მოწყობილობის სრულ კომპლექტში ბევრი ნივთი შედის: სამაჯურები – ხელის და ფეხის  სახსრებისათვის მოძრაობის გასაძნელებლად, მხრების მოძრაობის შემაფერხებლები და ასევე სიარულის შემაფერხებლებიც. აი სპეციალური შლემი კი, კისრის  მოძრაობას აძნელებს და მის მცირე დროში დაღლას იწვევს. ამ მოწყობილობის ასევე კომპლექტშია სპეციალური სათვალეც, რომელიც ფერების გარჩევის უნარს აქვეითებს. ცხადია ეს გამოგონება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: ახალგაზრდებს განაცდევინოს ის მტანჯველი გრძნობა, რასაც მოხუცი ხალხი განიცდის და მათი სიბრალული ჩაუნერგოს.

საკითხავი ისაა, როგორი რეაქცია ექნება ამ სიხლეს თვით ახლგაზრდებში, არამგონია ბევრმა ჩემმა თანატოლმა გამოიყენოს ეს მოწყობილობა, ამაზე ალბათ თვით გამოგონების ავტორებმა, მასსაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან უნდა იზრუნონ.

თქვენს წინაშე ვიდეო ფაილი, რომელშიც ნაჩვენებია ცდა ამ გამოგონების გამოსაცდელად. ჩვეულებრივ სასურსათო მარკეტში მიიყვანეს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რათა გამოეცადათ გამოგონება.

მწარმოებელი: მასსაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.ამერიკის შეერთებული შტატები

ასე რომ კაცობრიობა განუწყვეტლივ ვითარდება, ის რისი შექმნაც გუშინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მოძველებულია.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close