მსოფლიოს ულამაზესი ადგილები #4
მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მეოთხე ნაწილი იმედია მოგეწონებათ…
1. The Cave of Crystals, Naica Mine, Mexico
მექსიკაში, ჩიხუახუას უდაბნოს ქვეშ მდებარე კრისტალების გამოქვაბული სავსეა უზარმაზარი, 10 მეტრის სიგრძის სელენიტის ( კალციუმის სულფიტის) კრისტალებით. მათ მილიონობით წელი უნდა დასჭირვებოდათ ამხელა ზომების მისაღწევად. საკვირველი კიდევ ის არის, რომ როგორც წესი, სხვა მინერალების მსგავსი ტიპის იდიომორფული კრისტალები იმტვრევიან და დიდ ზომებს ვერ აღწევენ. მიუხედავად ლამაზი სანახაობისა, ამ გამოქვაბულში ჩასვლა არ არის რეკომენდირებული, რადგან 90% სინოტივისა და მუდმივი 50 გრადუსიანი სიცხის გამო ადამიანი მაქსიმუმ ნახევარ საათში იღუპება.
2. Moraine Lake, Canada
ტბა მდებარეობს კანადის ბანფის ეროვნულ პარკში. არეალი ცნობილია მისი ბუნებრივი სილამაზითა და ბიომრავალფეროვნებით რომლის გამოც 1984 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. წყლის დონე იმატებს ივნისის თვეში, როცა მყინვარები დნობას იწყებს. ამ დროს წყლის ფერები იცვლება ცისფერსა და მწვანეს შორის..
3. Grand Canyon, USA
ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკი. მდებარეობს არიზონის შტატში. პარკის ტერიტორია მოიცავს დიდი კანიონს და მდინარე კოლორადოს, ის ბუნების საოცრებადაა აღიარებული. დიდი კანიონის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 4 927 კმ²-ს.
დიდი კანიონის სამხრეთი ნაწილი, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. აქ არის მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი და თან ეს ტერიტორია გზიდან 48 კილომეტრში მდებარეობს. რაც შეეხება პარკის ჩრდილოეთ ნაწილს, მას ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ. დაცული ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრი ტურისტი ბილიკების მეშვეობით მაინც ახერხებს ამ ადგილების მონახულებას.
1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
მრავალფეროვანია პარკის ფლორა და ფაუნა. აქ დაახლოებით ცხოვრობს: 355 სახეობის ფრინველი, 89 სახეობის ძუძუმწოვარი, 47 რეპტილია, 9 სახეობის ამფიბია, 17 სახეობის თევზი. პარკის ფლორიდან აღსანიშნავია: 167 სახეობის სოკო, 64 სახეობის ხავსი და 195 სახეობის ლინქენი.
4. Berry Head Arch, Canada
ეს საზღვაო თაღი მდებარეობს ნიუფაუნდლენდზე. ბუნების ამ საოცრებამდე მისვლა არც ისე იოლია, რამდენიმე საათიანი მატარებლით მგზავრობის და შედგომ მთიან ბილიკზე ქვეითად სიარულის მოყვარულები აშკარად არ ინანებენ – ამ სანახაობის ნახვის შედეგად.
3. Preikestolen, Norway
604 მეტრის მასიური კლდე, მდებარეობს ლისეფიორდის ფიორდზე, ნორვეგიის სამხრეთ-დასავლეთით. ზედაპირი დაახლოებით 25X25მ-ისაა.
4. Pamukkale, Turkey
თურქულ ენაზე ნიშნავს “ბამბის ციხესიმაგრეს”. მდებარეობს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში. პამუკალეში არის თერმული წყაროები და ტერასა-აუზები
5. Socotra Island, Yemen
ერთ-ერთი არქიპელაგი არაბეთის ზღვაში. მდიდარია გასაოცარი მცენარეებით (825 სახეობა), რომელთაგან 307 არსად გვხვდება დედამიწის სხვა რეგიონში.
6 . Carerra Lake
ტბა მდებარეობს არგენტინა-ჩილეს საზღვარზე. ტბის ირგვლივ არის მარმარილოს კლდეები – ხოლო თავად ტბას აქვს აკვამარინის და ზურმუხტის ანარეკლი. მარმარილოც ასევე იცვლება ფერების მიხედვით – თეთრიდან ვარდისფერამდე, მათში მინერალების ცვალებადობასთან ერთად.