არქივი

ინდის ხეობის საიდუმლო

09858b0093d3
მოგესალმებით.. ეს ჩემი უკვე მეორე პოსტია და იმედი მაქვს ისეთი გამოვა , როგორიც მე მინდა : ))

ტრადიციულად ამ ქანდაკებას ”მეფე-ქურუმს” უწოდებენ. თუმცა სინამდვილეში ვინ არის ის, უცნობია: ნამდვილად მეფეა, ვაჭარი თუ წარმოსახვითი პიროვნება.

მდინარე ინდის ნაპირზე, ინდოეთსა და პაკისტანის საზღვართან, 1 მლნ კმ2_ის ფართობზე ძვ.წ 2500 წლისთვის საიდუმლოებით მოცული ცივილიზაცია არსებობდა. აშენდა 400 _ზე მეტი ქალაქი… მათგან აღარაფერია შემორჩენილი.

მესოპოტამიისგან განსხვავებით, რომელთანაც მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებდა, ინდის ხეობის ცივილიზაცია მხოლოდ XX საუკუნეში აღმოაჩინეს.

06bccc1d4d4a

რისთვის იყო საჭირო ქალაქებში აღმოჩენილი, ადამიანებისა და ცხოველთა გამოსახულებებით დაფარული ასობით საბეჭდავი? შესაძლოა ნიშნები მათი მფლობელის სახელს შეესატყვისება. თუ ცხოველი ვაჭართა რომელიმე გაერთიანების სიმბოლოა?

e82001d32063

შეუცნობელი:
არქეოლოგებმა 400_მდე პიქტოგრამას მოუყარეს თავი.მაგრამ მათი მცდელობისა და ყველაზე მძლავრი კომპიუტერის დახმარებითაც კი შეუძლებელია ინდის ხეობის ხალხების ენათა გაგება.

აუხსნელი გაქრობა:
რატომ შეწყვიტა არსებობა ინდის ხეობის ცივილიზაციამ ძვ.წ.1500 წელს?
ისტორიკოსებს მრავალი განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
1.მოულოდნელი თავდასხმა? — ამ მოსაზრებას ამყარებს ქუჩებში და სახლების კიბესთან ნაპოვნი ჩონჩხები,აგრეთვე უცხოური საბრძოლო იარაღის აღმოჩენა.
2.წყალდიდობა? — შესაძლოა ინდი რამდენჯერმე გადმოვიდა კალაპოტიდან და გაანადგურა ქალაქები.აღმოჩენილია სახლები,რომლებსაც წყლისგან თავდასაცავად საძირკველი ამაღლებული აქვთ.
3.გამანადგურებელი გვალვა? — შესაძლოა მდინარემ რამდენჯერმე შეიცვალა კალაპოტი. ამ მოვლენამ მოშალა სავაჭრო გზები:საქონელი ხომ ინდის მეშვეობით გადაჰქონდათ.
4.მიზეზთა ერთობლიობა. — შესაძლოა მტერმა კაშხლები და საგუბრები გაანადგურა,რომ შემდეგ თავს დასხმოდა ქალაქებს.

d796ba1cb9bf

ინდის ხეობაში არ არის ნაპოვნი არც ღმერთების სახელზე აგებული ტაძრები, არც მეფეთა ქანდაკებები.იმ დროის სხვა საზოგადოებისგან  განსხვავებით,როგორც ჩანს,აქ ძალაუფლება ვაჭრებს ეკუთვნოდათ.ბევრი მკვლევარი ფიქრობს,რომ ინდის ხეობის ხალხებს არმიაც კი არ ჰყოლიათ.არ არის ნაპოვნი ბრძოლის სცენების ამსახველი არც ერთი ფრესკა. გათხრებისას აქა-იქ ნაპოვნი საბრძოლო იარაღიც უცხოური წარმომავლობისაა.ჩვენთვის ცნობილია,რომ ინდის ხეობის ვაჭრები შუმერებთან ვაჭრობდნენ,ვინაიდან შუმერში არაერთი ინდური ქოთანი და მძივია ნაპოვნი.ამას გარდა, ინდის ხეობის ვაჭრები ხე-ტყეს,ბამბასა და სანელებლებსაც ყიდდნენ.

5a58ce599a6f

e794fb9e84b2

1469cd3f341a

b6725666b4bd

12c220e084c9

მოჰენჯო დაროს ქუჩები ერთმანეთს სწორი კუთხით კვეთს და ჭადრაკის დაფის უჯრების მსგავსადაა გაშენებული.ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ქალაქს ერთი დიდი, ას მეტრზე მეტი სიგრძის პროსპექტი კვეთდა.არქეოლოგებმა მას ”ბრინჯაოს ეპოქის მანჰეტენი” უწოდეს.ინდის ხეობის ყველა ქალაქის მსგავსად მოჰენჯო დაროც კარგად იყო დაგეგმილი.ცენტრში იდგა გალავანი ციხე-სიმაგრე ,რომელიც უზარმაზარ ხელოვნურ ბორცვზე იყო აგებული.მეორე გალავანი მთელ ქალაქს ერტყა გარშემო .ქალაქის მშენებლებმა სტანდარტიზაცია გამოიგონეს:კერძო სახლები ერთი გეგმით არის ნაგები.სამშენებლოდ გამოყენებული აგურიც ერთი ზომისაა.

როდესაც სახლი ინგრეოდა,მის ადგილზე ახალი სახლის შენებას იწყებდნენ,მაგრამ არაფერს ცვლიდნენ.ამიტომ ისტორიკოსებს ხანგრძლივი მუშაობა სჭირდებათ სხვადასხვა დროის ფენები რომ გამიჯნონ.ნაპოვნი ნივთებიც საოცრად ჰგავს ერთმანეთს და შეუძლებელია დამზადების ადგილის დადგენა.

მეთუნეები ამზადებდნენ ქვაბებს,საკვების შესანახ ქოთნებს,დოქებსა და საბავშვო სათამაშოებს.

46e561e7f584
ეს არის მათ მიერ დამზადებული ერთ-ერთი სათამაშო.

1cb7549d980e
ეს არის მათ მიერ დამზადებული მოცეკვავე ქალის ქანდაკება მოჰენჯო-დაროდან.

f51ec2ae0537

ცივილიზაციის დასასრული:
დაახლოებით ძვ.წ 1800 წლიდან ინდის ხეობის ცივილიზაციამ დასუსტება დაიწყო.მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შესაძლოა,ეს მიწების გამოფიტვას და ტყის მასიურ ჭრას,აგრეთვე,ქალაქებს შორის გამუდმებულ ბრძოლას,ეპიდემიას და წყალდიდობას გამოეწვია.საბოლოოდ ამ ტერიტორიას არიელებად ცნობილი ხალხი დაეუფლა,რომელმაც თან ცხოვრების ახალი წესი მოიტანა.

ed1e0f9d1521

სულ ეს იყო ჩემი პოსტი, იმედია კარგი გამოვიდა.

წყარო:
მე, გასაოცარი ცივილიზაციები (ენციკლოპედია) და მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია

merabi

merabi

მსგავსი ამბები

Back to top button