არქივი

Wrestlemania 28 – სულ რაღაც 8 დღე

39f9415d8ab7

WWE – ში 8 დღეში წლის მოვლენა გაიმართება. რესელმანია, რომელსაც ყველა ელოდება, ყველას სურს ეს დღეები ძალიან მალე გავიდეს. WWE – ს სურს, რომ 1 აპრილიდან ახალი ერა დაიწყოს კომპანიის ისტორიაში. რადგანაც ამ საიტზე არაა დაწერილი პოსტი ამის შესახებ, მე თქვენ მოგიყვებით ამაზე. მაშ ასე დავიწყოთ.

The Undertaker vs. Triple H Hell in a Cell match with special guest referee Shawn Michaels

The Undertaker , რომელსაც რესელემანიაზე ჯერ არცერთი წაგება არ უგემია, 19-ჯერ ჰყავს მოწინააღმდეგეები დამარცხებული ამ უდიდეს დღესასწაულზე. მისი მოწინააღმდეგე Triple H იქნება. სპეციალურად მოწვეული მსაჯი კი ლეგენდარული Shawn Michaels, რომელიც Triple H-ის ძველი მეგობარია. მათ ჰქონდათ გუნდი სახელად DX.

The Undertaker-მა Shawn Michaels რესლემანია 26-ზე დაამარცხა, 27-ზე Triple H. ახლა კი HHH და HBK ერთად შეეცდებიან “მესაფლავეს” სტრიკი შეაჩერონ. ვნახოთ რა გამოუვათ მათ.

ჩემი პროგნოზი: Triple H მოიგებს.

The Rock vs. John Cena

როკის და სინას მატჩი მეინ ივენტი (მთავარი მატჩი) იქნება ამ რესელმანიაზე. როკი და სინა თავიდან ერთად SuRviVor SeRies 2011-ზე პარტნიორები იყვნენ და The Miz და R truth დაამარცხეს, მაგრამ შემდეგ როკმა სინას თავისი ფინიშერი “როკ ბოთომი” აგემა და აქედან დაიწყო ყველაფერი მათ შორის. შემდეგ იყო მუსიკალური ჯახიც. მოკლედ ყველაფერი და ისინი ახლა რესელმანია 28-ზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. კომპანიას სურს, რომ რემატჩიც გაიმართოს მათ შორის რესელმანია 29-ზე. ბოლო ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჭორის დონეზეა.

ჩემი პროგნოზი: როკი მოიგებს

Daniel Bryan (c) vs. Sheamus for the World Heavyweight Championship

ახლანდელი მსოფლიოს ჩემპიონი დანიელ ბრაიანი უკვე ძალიან დიდი ხანია ჩემპიონია და კომპანიას სურს მას ტიტული დააკარგვინოს. “The Great White” შეამუსი ჩემი აზრით ძალიან კარგი კანდიდანტია მსოფლიოს ტიტულზე. მას კომპანიისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მგონი მოვიდა ის დრო, რომ მან ეს ტიტული მოიპოვოს. ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ შეამუსმა როიალ რამბელი მოიგო და ამ დროს რესლერს ეძლევა შანსი აირჩიოს მისთვის სასურველი მოწინააღმდეგე. შემდეგ “ელიმინეიშენ ჩემბერზე” ბრაიანმა შეინარჩუნა ტიტული და შეამუსმა სწორედ ის აირჩია. WWE-ს სურს, რომ რესლემანიის შემდეგ, როუზე კრისტიანი, შეამუსი და დანიელი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე დააპირისპიროს.

ჩემი პროგნოზი: შეამუსი მოიგებს

Cm Punk vs Chris Jericho For the WWE championship

Cm Punk და კრის ჯერიკო ერთმანეთს რესელმანიაზე WWE-ის ტიტულზე დაუპირისპირდებიან. “ელიმინეიშენ ჩემბერზე” პანკმა შეინარჩუნა ტიტული და შემდეგ Battle Royal გაიმართა თუ ვინ დაუპირისპირდებოდა ჩემპიონს და ეს კრის ჯერიკო იყო. შემდეგ იყო ჯერიკოს შეტევები, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი. მან ცუდად მოიხსეინა პანკის და და მამა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვნახოთ რა მოხდება.

ჩემი პროგნოზი: Cm Punk – 55%, Chris Jericho – 45%

Cody Rhodes (c) vs. Big Show for the WWE Intercontinental Championship

ყველაფერი ამ ორ რესლერს შორის Battle Royal-ის შემდეგ დაიწყო. კოდი გავარდნილი იყო უკვე, მაგრამ ის მაინც დაეხმარა ჯერიკოს და ერთობლივი ძალებით გიგანტი ბიგ შოუ რინგიდან ჩამოაგდეს. შემდეგ კოდი პატარა ვიდეოებს აჩვენებდა მაყურებელს შოუს შესახებ. ამ ვიდეოებში ნაჩვენები იყო, თუ რა ცუდი შედეგები აქვს ბიგს რესლემანიაზე. აღსაღნიშნავია, რომ როუდსი უკვე ძალიან დიდი ხანია ფლობს ინტერკონტინენტალის ქამარს. დაახლოებით 220 დღეა. მგონი დრო მოვიდა ეს ტიტული სხვის ხელში გადავიდეს.

ჩემი პროგნოზი: ბიგ შოუ მოიგებს

Team Teddy (Santino Marella (captain), R-Truth, Kofi Kingston, Zack Ryder,The Great Khali and უცნობია) vs. Team Johnny (David Otunga (captain), Mark Henry, Christian, Dolph Ziggler, Jack Swagger and უცნობია) 12-man tag team match

სმაკდაუნის მთავარი მენეჯერი თეოდორე ლონგი და როუს მთავარი მენჯერი ჯონ ლაურინაიტსი ერთმანეთს თავისი გუნდებით რესლემანია 28-ზე დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი იქნება 12 კაციანი და მათ მხოლოდ ერთი რესლერი აკლიათ გუნდებში. როგორც იტყობინებიან თეოდორეს გუნდს შესანიშნავი ჰაიფლაიერი რეი მისტერიო (619) დაემატება, ხოლო ჯონის ალბერტო დელ რიო. გამარჯვებული ორივე შოუს მთავარი მენეჯერი გახდება. ვნახოთ რა მოხდება.

ჩემი პროგნოზი: თეოდორეს გუნდი მოიგებს.

Maria Menounos & Kelly Kelly vs. Beth Phoenix & Eve Torres Divas tag team match

ეს მატჩი დივების მატჩი იქნება. ყოფილი მეგობრები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. Kelly Kelly და Eve Torres ადრე მეგობრები იყვნენ, მაგრამ Eve-მა ზაკ რაიდერს უღალატა, რაც კელის არ მოეწონა. შემდეგ Torres-მა მეგობარიც არაფრად ჩააგდო. მოკლედ უყურეთ და დატკბით ამ ოთხი ულამაზესი გოგოს თამაშით (ნუ Kelly Kelly და Eve Torres ძალიან მაგარი დივები არიან გარეგნულად)

ჩემი პროგნოზი: Maria Menounos-ის და Kelly Kelly-ს გუნდი მოიგებს.

Randy Orton vs Kane

კეინის ფეუდი ჯონ სინასთან, სინას გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ მოწინააღმდეგე კი მისი რენდი აღმონჩდა. ერთმანეთს რამდენჯერ თავისი ფინიშერები აგემეს და ახლა მათი მატჩი რესლემანია 28-ზე დაინიშნა. იმედია კარგი საყურებელი გამოვა.

zuka123

araferi :d
Back to top button