საკითხავისასარგებლო

სტეპების მეომრები ანუ სკვითები


მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი პოსტია, ეს პოსტი ისტორიას მივუძღვენი, რადგან ისტორია ძალიან მიყვარს. ამ პოსტში ვისაუბრებ სკვითების ტომებზე.

ცენტრალური აქიის სტეპებში მცხოვრებ მომთაბარე ტომებს შორის იყო მეჯოგეთა ერთი ტომი,რომელსაც სკვითებს უწოდებენ. დაახლოებით ძვ.წ 700 წლისათვის მათ შავი ზღვის ჩრდილოეთით მიმდებარე მიწები დაიპყრეს.

სკვითი მეომრები კარგი ცხენოსნები იყვნენ. ისინი ბრწყინვალედ იბრძოდნენ მშვილდ-ისრის, შუბისა და ნაჯახის გამოყენებით. დამარცხებული მტრის თავის ქალებისგან სასმისებს აკეთებდნენ.

სკვითები ცხენებს,მსხვილ რქოსან საქონელსა და ცხვარს აშენებდნენ.ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და ყოველთვის ახალი საძოვრების ძიებაში იყვნენ.ამიტომ სკვითები გასაშლელ კარვებში ცხოვრობდნენ,რომლებიც გადაადგილებისას თან მიჰქონდათ.სკვითები კარვებს ქეჩისგან ამზადებდნენ.მათ მოზრდილ კარვებში ორი ან სამი ოთახი იყო.სკვითები ჭურჭელს ტყავისგან,თიხისგან ან ხისგან ამზადებდნენ.ისინი საჭმელებს სპილენძის ქვაბებში აკეთებდნენ.

სკვითები გარდაცვლილ ბელადს დიდი ყორღანის ქვეშ მარხავდნენ თავის ყველაზე ძვირფას განძეულთან ერთად.ერთი წლის შემდეგ კი 50 ადამიანსა და ცხენს კლავდნენ და მისი ყორღანის გარშემო აწყობდნენ.


ეს არის სკვითურ სამარხში ნაპოვნი ოქროს სავარცხელი.

მიცვალებული ბელადის დაკრძალვაზე ცხენები ოქროს აღკაზმულობით იყვნენ მორთულნი,მსახურებს რომლებიც ცხენებს წინ უძღვებოდნენ მსხვერპლათ სწირავდნენ რათა იმ ქვეყნად თავიანთ პატრონს ემსახურონ.ცხენებსაც ხოცავდნენ და პატრონთან ერთად მარხავდნენ.ბელადის ცხედარი ოქროს ბეჭდებით,სამაჯურებითა და ყელსაბამებითაა მორთული.კაცებს მწუხარების ნიშნად თავი ჰქონდად გადაპარსული.

სკვითები ყიდდნენ ხორბალს,რომელსაც დაპყრობილ ხალხებს ართმევდნენ.ისინი ბერძნებთან ვაჭრობდნენ,ცენტრარულ აზიის ვაჭრებისგან კი ძვირფას ლითონებს ყიდულობდნენ.ამას გარდა,ისინი ბაჟს ახდევინებდნენ მათ მიწაზე გამვლელ უცხოელ ვაჭრებს,რითაც დიდძალი სიმდიდრე დააგროვეს.

დაახლოებით ძვ.წ 300 წლისათვის სკვითების ძლიერება შესუსტდა.ბოლოს ისინი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე ქვეყნის მმართველმა,მეფე მითრიდატემ დაიპყრო.

მნიშვნელოვანი თარიღები:
ძვ.წ 700-600 სკვითი მეომრები ახლომდებარე მიწებს იპყრობენ.
ძვ.წ 514 სკვითები სპარსელების შეტევას იგერიებენ.
ძვ.წ 400-300 სკვითები სიმდიდრესა და ძალაუფლებას იხვეჭენ.
ძვ.წ 110-106 სკვითები მარცხდებიან

ჩემი სტატია ამით დავასრულე,იმედია კარგი გამომიოვიდა მითუმეტეს რომ პირველი იყო :))

წყარო:
მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია და მე

თეგები

merabi

merabi

მსგავსი ამბები

Close
Close