საკითხავისასარგებლოუცნაური

უცნაური ფაქტები (ნაწილი 1)

როგორც მოგეხსენებათ, გაზეთი “ალია” 1 ან 2 ლარი ღირს (გააჩნია კვირის დღეებს) და არც ინტერნეტში მოიპოვება უფასოდ გაზეთში დაწერილი სტატიები. მე კი თქვენ საშუალებას მოგცემთ და იქ დაწერილ საინტერესო სტატიებს აქ შემოგთავაზებთ. ეს ჩემი პირველი სიახლეა ამ საიტზე და იმედია მოგეწონებათ. შემდეგში ვეცდები, რომ სურათებიც დაგირთოთ.

3-წლიანი პატიმრობა მეზობლისთვის… გამარჯობის თქმის გამო მიუსაჯეს

მართალია, პატიმრობა პირობითია, მაგრამ ვფიქრობთ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან 54 წლის ბრიტანელ მამაკაცს უსიამოვნებები მეზობლისთვის გამარჯობის თქმის გამო შეექმნა.

არა, ცოტათი შეიძლება თავადაც შესცოდა, მაგრამ რა უბედურებაა ყველაფრის გამო სასამართლოში სირბილი, ამას ალბათ ვერასოდეს მივხვდებით.

მოკლედ საქმე აი, რაშია:  მათემატიკის მასწაველებელი ჯეფრი ბატლერი თავის გერმანელ მეზობელს ყოველთვის ნაცისტების ჟესტით ესალმებოდა.

საბოლოო ჯამში, რეიჰარდ ვენდი წყენამ იქამდე მიიყვანა, რომ წავიდა და მეზობელს სასამართლოში უჩივლა – დამტანჯა თავისი ირონიული მისალმებით და ღმერთი გიშველით, მომაშორეთ თავიდანო.

ჰოდა, სასამართლომაც ადგა და ამ მასწავლებელს კაცს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ცნობილია, რომ ჯეფრი ბატლერს 3-წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სხვა რაიმე პირობების შესრულებას თუ დაევალა, აღარ ზუსტდება.

 

5 წლის ბრიტანელ ბიჭუნას თმები პირველად შეჭრეს

ისე ძალიან უნდოდათ რინ კარტერის მშობლებს, გოგო ჰყოლოდათ, როცა გაიგეს, რომ ბიჭი შეეძინათ, გადაწყვიტეს, მისთვის თმები არასდროს შეეჭრათ.

აღნიშნულ პირობას მშობლები მთელი 5 წლის მანძილზე ასრულებდნენ, თუმცა, როგორც იქნა, გონს მოეგნენ და ბავშვი სტილისტთან მიიყვანეს.

მომხდარმა იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ რინ კარტერის კულულების შეჭრას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა.

5 წლის მანძილზე რინს იმსიგრძე თმა ჰქონდა, რომ უკვე წელს ქვემოთ სცილდებოდა. მართალია, ეს თავად დიდად არ ანაღვლებდა, თუმცა თანატოლებისგან დაცინვა იმდენად მოხშირდა, რომ მშობლებმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

 

“აიპადი” ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ გამოაცხადეს

კაცმა, რომ თქვას, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სახიფათო არც ბარი და ნიჩაბია, თუმცა მათზე ხმას არავინ იღებს…

ბრიტანელი მედიკოსი ტონი კოჩჰარი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ბაზარზე პლანშეტური კომპიუტერები გამოჩნდა, პაციენტების რაოდენობამაც მნიშვნელოვნად იმატა, რომლებსაც მხრებისა და კისრის არეში ქრონიკული ტკივილები აწუხებთ.

ტონი კოჩჰარის აზრით, პაციენტები განსაკუთრებული სინდრომის ზემოქმედებას განიცდიან – ერთნაირი მოქმედების მუდმივ გამეორებას, რომელსაც ქრონიკული ტკივილები მოსდევს.

სპეციალისტი სიტუაციას იმით ხსნის, რომ, როცა ადმიანი “აიპადს” იყენებს, მისი მზერა მუდმივად მიპყრობილია არა წინა მიმართულებით, როგორც ეს ჩვეულებრივ ცხოვრებაში ან კომპიუტერის გამოყენების ხდება, არამედ ქვემოთ, რაც სახსრებზე საშიშ ზეწოლას ახდენს. შედეგი ასეთი გამოდის: ტკივილის შეგრძნები ან კუნთებისა და სასხრების დაზიანება.

 

წყარო:  გაზეთი “ალია”

თეგები

zuka123

araferi :d

მსგავსი ამბები

Close
Close