საკითხავისამხედროსასარგებლო

ექვსდღიანი ომი ანუ სამხედრო სასწაული


ომი, რომელშიც, როგორც ამბობენ, თვით უფალმა იბრძოლა.

შესავალი

ომის მთავარი მიზეზი იყო არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა. მათი მხრიდან განუწყვეტლივ ხდებოდა ისრაელის საზღვრების დარღვევა, მალულად შემოპარვა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა, ასევე მუდმივი მუქარა არაბული ქვეყნებისა, რომლებსაც სურდათ ისრაელის განადგურება. ამას მოჰყვა ეგვიპტის პრეზიდენტის ნასერის 6 მაისიის ბრძანება, რომელიც მოითხოვდა ნახევარკუნძულ სინაიდან საერთაშორისო ძალების გაყვანას. ამის შემდეგ ეგვიპტემ გადაუკეტა ისრაელს წითელი ზღვის მისადგომი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ელათის პორტი გაჩერდებოდა. ეს იმის შემდეგ, რაც 1957 წლიდან თავისუფლად მოძრაობდა ისრაელის საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო ძალების დაკვირვებით წითელ ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ და რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა წითელი ზღვის ნეიტრალობა, ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა განაცხადა, რომ ამ ბლოკის დარღვევა ეგვიპტისთვის იქნებოდა ომის დაწყების მიზეზი. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებდა საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული დახმარება არაბული ქვეყნებისთვის, ეს მათ მეტ თავდაჯერებულობას მატებდა, რომ გაიმარჯვებდნენ. ომი გარდაუვალი გახდა.
ებრაელებმა კარგად იცოდნენ, რომ გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდიმარე, როცა აშკარა იყო მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობა, ისრაელი ვერ შეძლებდა გამარჯვების მოპოვებას მისი განადგურების გზით. ასევე ვერ შეძლებდა ხანგძლივი ომის წარმოებას, რადგან ეს მოსახლეობის დიდი რაოდენობით მობილიზებას მოითხოვდვა, რაც საბოლოოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევდა. მცირე ზომის გამო ისრაელი შეზღუდული იყო მანევრის მხრივაც. არ არსებობდა არც ბუნებრივი წინააღმდეგობები. ამიტომ ისრაელს შეეძლო ეწარმოებინა მხოლოდ ხანმოკლე ომი და უნდა მიეყენებინა მოწინააღმდეგისათვის ისეთი დარტყმა, რომლის შემდეგაც ის დიდხანს ვერ შეძლებდა საბრძოლო მოქმედებების განახლებას.


ისრაელის ტერიტორია ომამდე (თეთრი), და ომის შემდეგ (ღია ყავისფერი).

ომის დაწყება

ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1967 წლის 5 ივნისს მოულოდნელად დაეწყო თვდასხმა. დღე ჩვეულებრივად დაიწყო. ისრაელის 40 თვითმფრინავი ასრულებდა გეგმიურ სასწავლო ფრენას ერთი და იმავე სქემით უკვე ორი წლის განმავლობაში. ამ ფრენებს ეგვიპტეში არანაირი განგაში არ გამოუწვევია. არავის გასჩენია ეჭვი, რომ ისრაელი საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებდა და ვითომ სასწავლო მისიაზე გამოფრენილი ებრაული თვითმფრინავები საბრძოლო დარტყმებს განახორციელებდნენ. ამ დროს ჰაერში იყო ეგვიპტური თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ამერი, საჰაერო ძალების შტაბის უფროსი გენერალი მაჰმუდი და მათი სტუმარი საბჭოთა ავიაციის გენერალი. საბჭოთა გენერალმა მიიღო ინფორმაცია, რომ ჰაერში არცერთი თვითმფრიმავი არ იყო, გარდა მათი ბორტისა და ისრაელის სასწავლო მისიისა ხმელთაშუა ზღვაში. ეს ფაქტი მეტყველებს თუ რამდენად მოულოდნელი იყო ეგვიპტისათვის ომის დაწყება.


ისრაელის ჯარისკაცები ეგვიპტის ჩამოგდებულ თვითმფრინავთან ომის დაწყებისას

ისრაელის გამანადგურებლებმა პირველი დარტყმა მიაყენებ ეგვიპტის ნახევარკუნძულს, სადაც გაანადგურეს სამხედრო აეროდრომები, დარტყმა იმდენად მოულოდნელი და ძლიერი იყო, რომ ეგვიპტის საჰაერო ძალები მთლიანად გამოვიდნენ მწყობრიდან. პირველ დღეს ეგვიპტის 19 აეროდრომის წინაააღმდეგ განხორციელდა 432 საბრძოლო გაფრენა. ომში ჩაერთო იორდანიაც. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ შეეწყვიტა ომი, მან განაგრძო თავდასხმა. ამიტომ ისრაელის საჰაერო ძალებმა დაიწყეს იორდანიის წინააღმდეგ ოპერაცია და გაათავისუფლეს აღმოსავლეთ იერუსალიმი და მიმდებარე ტერიტორიები. ასევე სირიამ პირველივე დღეებში დაიწყო მასიური შეტევა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებზე, რამაც განაპირობა ისრაელის საპასუხო დარტყმა. მესამე ტალღის ფარგლერში იერიში მიიტანეს იორდანიის, ერაყის და სირიის აეროდრომერზე, განხორციელდა კიდევ 119 გაფრენა, რამაც გაანადგურა სირიის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი. პირველ დღეს სულ 551 საბრძოლო გაფრენა ჰქონდა ისრაელს, რაც ძალიან ბევრი იყო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 5 ივნისისთვის ისრაელს ჰყავდა 197 გამართული საბრძოლო თვითმფრინავი. მთლიანობაში არაბულმა ქვეყნებმა დაკარგეს 400– ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი. თითოეულ აეროდრომზე იერიში მიჰქონდა 4 თვითმფრინავს. მფრინავები პირველ რიგში ასაფრენი ზოლების გადაკვეთის ადგილებს უმიზნებდნენ და ერთი ბომბით ორი ბილიკი გამოჰყავდათ მწყობრიდან. შემდეგ შემოფრენაზე ანადგურებდნენ აეროდრომებზე განლაგებულ თვითმფრინავებს. თუ უკვე ყველა თვითმფრინავი იწვოდა, შემდეგ სამიზნეებს შენობა–ნაგებობები , სარადარო სისტემები და მანქანები წარმოადგენდნენ. ომის შემდეგ დღეებში ისრაელის ჯარმა დანაგრძო ქვეითი ძალებით შეტევა და მესამე დღის ბოლოს უკვე დაიპყრო სინაი, რომელიც ისრაელზე 3 – ჯერ დიდია.


რუკა ასახავს ისრაელის მიერ სინაის დაპყრობას

დახმარებები

ომის განმავლობაში ისრაელმა ამერიკისაგან მიიღო 1.6 მილიარდი $–ის სამხედრო დახმარება. გერმანიამ კი მის მიერ გამოყოფილ 3.45 მილიარდი მარკის დახმარებას მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გენოციდის მსხვერპლთათვის გამოყოფილი კომპენსაცია დაარქვა. თავად ისრაელი სამხედრო ოპერაციებში ქვეყნის ბიუჯეტის 40–46%–ს ხარჯავდა. ქვეყნის უფროსი ასაკის ყველა მოსახლე, მათ შორის ქალებიც, გაწვეულნი იყვნენ სამხედრო სამსახურში, ხოლო 14–16 წლის მოზარდები საბრძოლო მომზადებას გადიოდნენ სპეციალიზებულ რაზმებში.


ებრაელი ბავშვები ომის მსვლელობისას შეტაკებისგან იზოლირებულ ადგილზე

დასასრული

საბოლოოდა ექვსი დღის შემდეგ ისრაელმა ეგვიპტის, სირიისა და იორდანიის ჯარებზე აბსოლიტური გამარჯვება მოიპოვა. ეგვიპტის ჯარების დანაკარგმა დაჭრილი, მოკლული და ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების სახით 100 000 კაცს მიაღწია. ბრძოლაში ეგვიპტელებმა დაკარგეს 800 ტანკი, 258 რეაქტიული თვითმფრინავი “მიგი”, 68 ბომბდამშენი, ამასთან ერთად, 10 000 სატვირთო ავტომობილი და ათასობით საარტილერიო დანადგარი. დაიღუპა 15 000 იორდანიელი ჯარისკაციც.
ისარაელის დნაკარგები ამ ომში მონიმალური იყო. მას ჰყავდა სულ 679 დაღუპული და 2563 დაჭრილი ჯარისკაცი. რაც შეეხება სამხედრო ტექნიკას მათ მხოლოდ 61 ტანკი დაკარგეს.
ექვს დღეში ისრაელმა თავისი ტერიტორია 4–ჯერ გაზარდა. 1967 წლის 22 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელოც ებრაელების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვდა, მაგრამ ისრაელმა ამ დადგენილებას არ მიაქცია ყურადღება და “ექვსდღიანი ომი”–ს შემდეგ გამოცემულ ყველა რუკაზე ოკუპირებული ტერიტოტიები ისრაელის საზღვრებში მოიქცია.


გამარჯვებული ჯარისკაცები იერუსალიმის დასავლეთ კედელთან

მიუხედავად ყვლაფრისა, უნდა აღინიშნოს , რომ ისრაელის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებს სამხედრო თეორიის თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. “ექვსდღიანი ომი”–ს გამოცდილება შეისწავლეს მსოფლიოს წამყვანმა არმიებმა და გამოყენებულ იქნა შემდგომ კონფლიქტებში ( ვიეტნამში, ლაოსში, ირანში, ერაყში, ავღანეთში, ლიბანში და სხვ.).

შეჯამება

თარიღი : 5 ივნისი, 1967 – 10 ივნისი, 1967
მდებარეობა : ახლო აღმოსავლეთი
შედეგი : ისრაელის გამარჯვება
ტერიტორიული ცვლილებები : ისრაელმა დაიპყრო ღაზას სექტორი და სინაის ნახევარკუნძული ეგვიპტესგან. დასავლეთ სანაპირო იორდანიისგან. გოლანის მაღლობები სირიისგან.

ისრაელის ჯარის მეთაურები : იცხაკ რაბინი, მოშე დაიანი, არიელ შარონი და სხვ.
ომში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონამდე ჯარისკაცმა.

ისრაელი დანაკარგი :
800 დაღუპული,
2,563 დაჭრილი,
15 დატყვევებული,
46 განადგურებული თვითმფრინავი.

სულ მოწინააღმდეგეთა დანაკარგი :
21,000 დაღუპული,
45,000დაჭრილი,
6,000 დატყვევებული
400 განადგურებული თვითმფრინავი
6,000 დაკარგული

ომში მონაწილე ისრაელის მოწინააღმდეგე თითქმის ყველა ჯარისკაცმა თქვა, რომ მათ იხილეს აბრაამი, რომელიც მათ ისრაელის ჯარებისგან დაუყოვნებლივ უკუქცევას ურჩევდა.

მართლაც, ეს იყო ომი, რომელიც სასწაულებრივად მოიგო ისრაელმა.

დოკუმენტური ფილმი, გვიჩვენებს ძირითად მოვლენებს, რომლებიც მოხდა ექვსდღიან ომში .

წყარო: bit.gtu.ge
ვიკიპედია

BY ZOE !

loading...
თეგები

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!

მსგავსი ამბები

Close
Close