გასართობისაკითხავისასარგებლო

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები #2


გავაგრძელებ პოსტს მსოფლიოს ულამაზეს ადგილებზე, ესეც მეორე ნაწილი

1. Bagan, Myanmar

ეს ადგილი გამოირჩევა დიდი რაოდენობისა და ზომის ინდივიდუალური ძეგლებით. ამ შენობების უმრავლესობა აშენებულია მეთერთმეტე მეცამეტე საუკუნეებში. აქ გვხვდება უძველესი
არქიტექტურული დიზაინის შენობები, უამრავი ძვირფასი ფრესკები და უძველესი წარწერები.

2. Salar De Yuyni, Bolivia

მას მარილის საწყობს უწოდებენ. მისი ფართობი 10.582 კვადრატული კილომეტრია. იგი მდებარეობს სამხრეთ ბოლივიაში ზღვის დონიდან 3.656 მეტრზე.

3. Ha Long Bay, Vietnam

ეს მართლაც მსოფლიოს ბუნებრივი საოცრებაა იგი წარმოადგენს ტურისტულ ცენტრს ვიეტნამში. აქ 120 კილომეტრზე გადაჩიმული სხვადასხვა ზომისა და ფორმის კუნძულებია.

4. Angkor Wat, Cambodia

ეს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს  კამბოჯაში.იგი  აშენებულია მეფე Suryavarman II მიერ ადრეულ მე -12 საუკუნეში, როგორც მისი სახელმწიფო ტაძარი და დედაქალაქი.

5. Iguazu Falls, Argentina

მდებარეობს არგენტინაში. აქ წამში 12,750 კუბური მეტრი წყალი ჩაედინება

6. Twelve Apostles, Australia

ეს ულამაზესი ადგილი შექმნილია მუდმივი ეროზიისაგან.

7. Yosemite National Park, California, USA

მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ულამაზესი ჩანჩქერის სიგრძე 1200 მეტირა. აქ გვხვდება ღრმა ხეობები , დიდი მდელოები ვრცელი უდაბნოები და სხვა.

8. Meteora, Greece

ერთერთი დიდ მონასტრის კომპლექსთაგანი საბერძნეთში, რომელიც განთქმულია თავისი ადგილმდებარეობით – მთის სვეტების თავებზე. აქ სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან დაიწყო. 1988 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საბერძნეთში. ამჟამად ეს მონსატრები სტაგისა და მეტეორას მიტროპოლიის დაქვემდებარებაშია

9. Perito Moreno Glacier, Argentina

მყინვარი სამხრეთ არგენტინაში, სანტა-კრუსის პროვინციაში, მდებარეობს პერიტო-მორენოს ეროვნულ პარკში. წარმოადგენს არგენტინის პატაგონიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.

მყინვარის ფართობია 250 კმ², სიგრძეში 30 კმ-ია. პერიტო-მორენო ერთ-ერთია ანდებში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე მდებარე პატაგონიის მყინვარული მინდვრის 48 მყინვარიდან. ეს მყინვარული ველი მესამეა მსოფლიოში მტკნარი წყლის მარაგებს შორის.

პერიტო-მორენო პატაგონიის იმ სამ მყინვარს შორის შედის, რომელიც იზრდება. ზრდის მიზეზები დადგენილი არაა და გლაციოლოგებს შორის დავის საგანია.

პერიტო-მორენოს ენის სიგანე 5 კმ-ს აღწევს, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 60 მ. საშუალო სიღრმე 170 მ, ხოლო მაქსიმალური კი — 700 მ-ია. მისი გადაადგილების სიჩქარე შეადგენს 2 მეტრს დღეში (დაახლოებით 700 მ წელიწადში). მიუხედავად ამისა მისი მასის დანაკარგებიც დაახლოებით ამდენივეა, ამიტომ (მცირე გადახრების გათვალისწინების გარეშე) მყინვარის ენის სიგრძე ბოლო 90 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

10. Bryce Canyon, Utah, USA

ამ კანიონის ფართობი 35.835 ჰექტარია, ამ კანიონს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს

გაგრძელება იქნება…

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close