უცნაური

ხმლის მყლაპავები

a596580c7e1b

ადამიანები, რომლებიც ხმლის ყლაპვით თავს საფრთხეში იგდებენ პირველად ჩვენს ერამდე 2 ათას წელს, ინდოეთში გამოჩნდნენ. მათ ფაკირებისა და შამანების ხმლების ჩაყლაპვით სრულყოფილების დამტკიცება სურდათ.

ამერიკაში ხმლის მყლაპავები პირველად XIX საუკუნეში გამოჩნდნენ. მოგვიანებით, ქალაქ ნეშვილში (ტენესის შტატი) საერთაშორისო ორგანიზაციაც შექმნეს. 28 თებერვალი ხმლის მყლაპავთა საერთაშორისო დღეა.

3b57a02c9690

ბრუკლინში ხმლის სწორად ჩაყლაპვის სამოყვარულო წრეა გახსნილი. ხმლის მყლაპავები ხშირად ყელის, და ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის ტკივილს უჩივიან. დამწყებმა სასურველია გულისრევის სიმპტომი დაძლიოს. ამისათვის თავიდან საყლაპავ მილში თითებს იყოფენ, შემდეგ ქარაქწასმულ ნივთებს, მაგალითად კოვზს, ფუნჯს ან საქსოვ ჩხირებს ყლაპავენ.

ეს პროფესია ძალიან საშიშია, რადგან ხმლის მყლაპავმა სწორედ რომ ჩაყლაპოს ხმალი, შეიძლება გარე ფაქტორებმა დააზიანონ. ერთხელ სცენაზე ხმლის მყლაპავი თუთიყუშით გამოვიდა. ხმლის ჩაყლაპვისას თუთიყუში აფრთხიალდა და ჩაყლაპულმა ხმლებმა მამაკაცს საყლაპავი მილი დაუზიანა. მეორე ადამიანი, სამი ხმლის ჩაყლაპვის შემდეგ აღმოსავლურ ცეკვას ასრულებდა. მადლიერი მაყურებელი კუპიურებს ქამარში უდებდა, რამდენიმე უხეში შეხების შემდეგ მას შიდა ორგანოების სისხლდენა დაეწყო.

თავად ხმლის მყლაპავები საკუთარ თავს Blade Glommers უწოდებენ. ასევე ენდოსკოპიის განვითარებაში ხმლის მყლაპავებმა დიდი წვლილი შეიტანეს, ისინი გამოკვლევის მიზნით სხვადასხვა ინსტრუმენტებს ყლაპავდნენ. ასევე, 2010 წლის 28 თებერვალს, ავსტრალიელმა ჩაინ ხულტგრენმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ერთდროულად 50 სმ-იანი 18 ხმალი გადაყლაპა.

რავიცი, მობილურზე ფული აღარ მაქვს და პოსტს დავდებთქო

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P
Back to top button