არქივი

არქეო-ასტრონომია

13cae42b4f52
არქეო-ასტრონომია კარგა ხანია, სხვადასხვა ქვეყანაში ვითარდება, ეს არის ასტრონომიისა და არქეოლოგიის სინთეზი. ამ მეცნიერების მიზანია, გამოიკვლიოს ხალხების უძველესი ასტრონომული მსოფლმხედველობა არქეოლოგიური ექსპონატების ასტრონომული სიმბოლიკის შესწავლით. არქეო-ასტრონომიის საკითხებში განიხილება უძველესი ნაგებობები: ნიუგრეინჯი (Newgrange), გიზას პირამიდები (Pyramids of Giza), ელ კასტილიო (El Castillo), ბრიტანეთის სტოუნჰენჯები (Stonehange) და ქალაქი უქსმალი (Uxmal).

ნიუგრეინჯი, იგივე „გადასასვლელი საფლავი“ (passage tomb), მდებაორებს ირლანდიაში და სავარაუდოდ აგებულია ჩვენს წელთაღვიცხვამდე 3.300-2.900 წლის წინ. ნიუგრეინჯი შედგება ნეოლითურ ხანაში აგებული 50-მდე ნაგებობისგან, რომლებიც გაფანტულია უზარმაზარ ველზე და მე-17 საუკუნემდე დამარხული იყო. ზამთრის მზედგომისას (Winter Solstice) შესაძლებელია ვიხილოთ მზის სხივები როგორ ანათებს საფლავის შუაგულს. გასაკვირი ის არის რომ შუქი მთავარი შესასვლელიდან არ შედის, არამედ საფლავში აღწევს მთავარი კარიბჭის თავზე მოთავსებული „ფანჯრიდან“. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნაგებობას არამარტო რელიგიური, არამედ ასტრონომიული დანიშნულებაც ჰქონდა. არქეოლოგიური გათხრები და ნიუგრეინჯის შესწავლა დღემდე მიმდინარეობს და ტურისტებისთვის მხოლოდ ორი ნაგებობა, Newgrange-ისა და Knowth-ის გორებია გახსნილი.
e98f9ea62538

გიზას პირამიდები მდებარეობს ეგვიპტეში და გამოირჩევა მასშტაბებით. ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა, რომელიც აშენდა ქრ. შ-მდე 26-ე საუკუნეში. მისი სიმაღლე შეადგენდა 147.6 მეტრს (დღეს 136 მ), ფუძე კვადრატს წარმოადგენს (გვერდების სიგრძეებია 230.4, 230.52, 230.6, 230.54 მ), ხოლო წვეროები მიმართულია ჰორიზონტის მხარეების მიმართ გამაოგნებელი სიზუსტით: ცდომილება შეადგენს მხოლოდ 3 მინუტს. მკვლევარებმა დაასკვნეს რომ ეგვიპტელებმა დიდი დათვის თანავარსკვლავედის ორ ვარსკვლავზე დაკვირვებით დაადგინეს ჩრდილოეთის მიმართულება.
2fceaa9a1257

El Castillo, ასევე კუკულკანის პირამიდა, ეკუთვნის მაიას ტომს და მდებარეობს ჩიჩენიცაში (მექსიკაში). მისი არქიტექტურული თვისებები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ შენობას საერთო აქვს ასტრონომიასთან. პირამიდის გვერდებზე აშენებული თითოეული კიბის საფეხურების რაოდენობა არის 91. ამათ რომ დავუმატოთ ისინი, რომლებიც მოთავსებულია ზედა პლატფორმაზე, გამოდის 365 საფეხური, რომლებიც შეგვიძლია დავუკავშიროთ წელიწადის დღეების რაოდენობას (365,25 დღე) ან მთვარის ორბიტათა რაოდენობას: 10.000 როტაცია (365,01 დღე). ასევე, მარტსა და სექტემბერში, მზედგომისას, შესაძლებელია ამ კიბეებზე უცნაური მოვლენის დანახვა: ეს არის ჩრდილი, რომელიც მოძრაობს ჩრდილოეთის მხარეს მოთავსებულ კიბეზე. ეს გავს დიდი გველის ჩრდილს, რომელიც მისრიალებს კიბეზე.
702bb148c00a

სტოუნჰენჯი არის პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისში. მას აქვს დიდი ასტრონომიული მნიშვნელობა. შუა ზაფხულში შესაძლებელია ვიხილოთ თუ როგორ ამოდის მზე Heel Stone-ის თავზე, თუმცა მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით ეს უბრალო დამთხვევაა. შუა ზამთარში კი, სტოუნჰენჯის გარეთ მდგომ ადამიანს შეუძლია დაინახოს თუ როგორ ამოდის მზე და „თავსდება“ მის ცენტრში. ასევე არსებობს აზრი, რომ ეს ნაგებობა არამარტო მზესთან, არამედ მთვარის ფაზებთანაც არის დაკავშირებული, თუმცა ამ იდეებმა სრული აღიარება ვერ მოიპოვა.
4c626057afff

მაიას ტომს უკავშირდება კიდევ ერთი არქეო-ასტრონომიის საკითხი. მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი უქსმალი მაიას ხალხმა ააგო ახალი წელთაღრიცხვით 700–1000 წლებში. უქსმალის ცენტრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ღვთისმსახურებისთვის, ხოლო მისი განლაგება იმ დროისთვის ცნობილ პლანეტებზე მიანიშნებდა. მაგალითად, პირამიდის დასავლეთ კედლის კიბე წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს ზუსტად ჩამავალი მზისკენ არის მიმართული. ასევე, უქსმალის ერთ-ერთი ნაგებობა, გუბერნატორის სასახლე, აღმართულია ვენერას ამოსვლის წერტილსაკენ, რომელიც 8 წელიწადში ერთხელ ხდება, და დაფარულია ვენერას და მაიას ტომის თანავარსკვლავედების აღმნიშვნელი სიმბოლოებით.

77d35b8207e7
f3f1786d0c5e

 

Back to top button