არქივი

ოლიმპია,ზევსის ქანდაკება

35e84e167071

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში-პელოპონესში,მდინარეებს ალფესა და კლადეოს შორის,გადაშლილია ზურმუხტისფერი ვრცელი ველი,რომელსაც ჭადრებისა და ზეთისხილის ხშირი ჭალები განსაკუთრებულ იერს ანიჭებენ.უძველესი დროიდან ამ წმინდა ადგილთან,ე.წ. ალტისთან,ღვთაება ქრონოსის თაყვანისცემა იყო დაკავშირებული.მის პატივსაცემად შეარქვეს აქ აღმართულ მთას ქრონიონი.(ალბათ უკვე იცით ბერძნული მითოლოგია და მითოსი).ამ მთის ძირას უშორესი წარსულიდან სხვადასხვა ღვთებათა სამლოცველოები იყო აღმართული:აფროდიტეს,ნიმფების,ურანიას,დედამიწა-გეას უძველესი სამისნო.აქვე გავრცელდა პელოპის მითი და კულტი.ვარაუდობენ,რომ პელოპონესმა სახელწოდება ამ მითოლოგიური გმირის სახელიდან მიიღო.ამ უძველეს მიწაზე-ოლიმპიაში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა :ადამიანთა და ღმერთთა მამის” ზევსის კულტი.

ყველამ კარგად იცის თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორია,კარგად იცნობენ ოლიმპიური თამაშების გმირებს,მაგრამ ყველამ ალბათ არ იცის,რომ უძველესი ოლიმპიური დღესასწაული თავდაპირველად წარმოადგენდა ოლიმპიის დიდი მბრძანებლის-ზევსის თაყვანისცემის რიტუალს,მრავალდღიან რელიგიურ ცერემონიალს,რომლის ცენტრში იდგა ზევსის დიდებული ტაძარი.

2228a61f6c46
ტაძრის მოდელი

გადმოცემით,სწორედ ამ ადგილას დაამარცხა ზევსმა თავისი სასტიკი მამა ქრონოსი,რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი(მისანმა უწინასწარმეტყველა შვილი ჩამოგაგდებს ტახტიდანო) ყლაპავდა თავის ახალშობილს შვილებს. სასოწარკვეთილმა რეამ, ქრონოსის მეუღლემ, მოახერხა ჩვილი ზევსის მღვიმეში გადამალვა კუნძულ კრეტაზე,ქრონოსს კი ბავშვის ნაცვლად ქვა გადააყლაპა. დავაჟკაცებულმა ზევსმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დაამარცხა ქრონოსი და ღმერთების გუნდით გარშემორტყმული დაემკვიდრა ოლიმპოს მთაზე,საიდანაც სამართლიანობითა და სიბრძნით განაგებდა სამყაროს.ქრონოსზე გამარჯვების აღსანიშნავად დაკანონდა დიდი დღესასწაული,რომლის ჩატარების პატივი ოლიმპიას ხვდა წილად.ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბებოდნენ ოლიმპიის მიწაზე ბერძნები,რათა თაყვანი ეცათ უზენაესი ღმერთისათვის,შეეწირათ მისთვის მსხვერპლი და რაც მთავარია,მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიურ თამაშებში,რაც ზევსის თაყვანისცემის რიტუალის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა.

eaee96c2261b
ოლიმპოს მთა ხალხის წარმოდგენით,სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ

8fd4054992a0
ოლიმპოს მთა

6a76c9bde04f
ქრონოსი

საუკუნოვან ხეებს შორის ფართო ხეივნები მიემართებოდა სამსხვერპლოებისა და სხვადასხვა ნაგებობებისკენ.ხეივნების ორივე მხარეს მამარილოსა და ბრინჯაოს ქანდაკებები დაუყვებოდა,ყველა ფართო ხეივანი მიემართებოდა ოლიმპიის ცენტრალური მოედნისაკენ,სადაც შემაღლებულ ტერასზე ზევსის გრანდიოზული ტაძარი იყო აღმართული

ebeadd01f719

თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული ზევსის ტაძრაი თვალისმომჭრელად ელვარებდა,სამხრეთის მზის ოქროფერი სხივებით განათებული.ფართო კიბეებით ადიოდნენ მლოცველნი ზევსის ადგილსამყოფელისკენ,მათ ფეხქვეშ ნაირფერ ხალიჩად დაფენილიყო მოზაიკური იატაკი.იღებოდა ტაძღის კარი და თვალწინ  გრანდიოზული სივრცე გადაიშლებოდა.ორიარუსიანი სვეტების ორი მწკრივით იგი სამ ნაწილად იყოფოდა.შუა ნაჭილის სიღრმეში აღმართულიყო ტახტზე მჯდომი ზევსის გიგანტური ქანდაკება.ქანდაკებამ,რომელიც თანამედროვეთა და შემდგომ თაობათა აზროთ მსოფლიოს ხელტქმნილ საოცრებათა შორის პირველთაგანი იყო თავისი უდიდესი მხატვრული ღირსებებით,ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია.შექმნიდან თითქმის 1000 წლის შემდეგ,ჩვ.წ. მე-5 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა თეოდოსი ||-მ იგი ოლიმპიიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა,სადაც დაიღუპა კიდეც იმპერატორის სასახლის ხანძრის დროს.შვენამდე მოაღწია მხოლოდ ამ ქანდაკების გამოსახულებებმა ძველ მონეტებზე  და ძველ ავტორთა აღწერებმა,რომელთა აღტაცებული სტრიქონები ქება-დიდებას ასხამენ გენიალური ბერძენი მოქანდაკია ფიდიას ამ უბადლო ქანდაკებას.

f923ac954f9c

ფიდიასი განსაკუთებულად გამორჩეული ფიგურაა კლასიკური ეპოქის საბერძნეთის მხატვრულ ცხოვრებაში.ცნობილია,რომ იგი წარმოშობით ათენელი იყო,დაიბადა დაახლოებით 500წლისათვის ძვ. წელთაღრიცხვით.ფიდიას შედევრებს შორის ორი ქანდაკება მოიხსენიება-ოლიმპიელი ზევსისა და ათენა პართენონის ქანდაკებები

cacd2829bd36
ფიდიასი

ზევსის ქანდაკება თორმეტი მეტრის სიმაღლისა იყო.მარალზურგიან ტახტს შუა ნავის მთელი სიგანე ეკავა,სვეტებიდან სვეტებამდე.მისი თავი ლამის ჭერს ებჯინებოდა.ისედაც კოლოსალური ზომის ქანდაკების მასშტაბები უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა იმის წყალობით,რომ მჯდომარე ფიგურა სვეტების ორი სართულის სიმაღლისა იყო.მის მონუმენტურობას ისიც აძლიერებდა ,რომ იგი ძლივს ეტეოდა ტაძრის სივრცეში.ეს ფიგურა ამდგარი რომ წარმოედგინათ,იგი დიდად გადააჭარბებდა ტაძარს სიმაღლეში.ზევსის დიდებულ თავს ზეთისხილის რტოს გვირგვინი ამკობდა.მისი ტახტი ოქროთი იყო შეჭედილი და მდიდრულად შემკული:ტახტის წინა ფეხები სფინქსებს წარმოადგენდა.ზევსი წელსზევით შიშველი იყო გამოქანდაკებული,იდეალურ გმირთა მსგავსად.ფართო მოსასხამის ერთი ბოლო მარცხენა მხარზე ჰქონდა ლამაზად ნაკეცებად ჩამოშვებული,წელს ქვემოთ კი ოქროს მოსასხამი მთლიანად უფარავდა სხეულს.კვერთხი მარცხენა ხელში ეჭირა,მარჯვენა ხელის გულზე-ნიკე,გამარჯვების ქალღმერთი.

d5d2f211f1f6

f463f52b1886

ზევსის ტახტიც ოქროთი და სპილოს ძვლით იყო შესრულებული.მაღალი საზურგე,სახელურები,ფეხები სპილოს ძვლის რელიეფებით იყო დაფარული.ტახტის ქვედა ნაწილში ოლიმპიური თამაშების ამსახველი რელიეფები იყო მოთავსებული.

გრანდიოზული ქანდაკების შექმნას უამრავი პრობლემის გადაწყვეტა ახლდა.ერთ-ერთი უმთავრესთაგანი იყო განათების პრობლემა,როგორც ვნახეთ,ზევსის ქანდაკება იდგა ტაძრის სიღრმეში.გეტყვით,რომ ბერძნული ტაძრები ნათდებოდა მხოლოდ შესასვლელი კარიდან და მათ არ გააჩნდათ დამატებითი სინათლის წყაროები,აქედან ცხადი ხდება,რომ ჭერთან მიბჯენილი ზევსის თავი არ იქნებოდა სათანადოდ განათებული.დიდხანს იწვალა ფიდიასმა,მაგრამ ვერ მონახა განათების პრობლემის საჭირო გადაწყვეტა.ბოლოს მოინახა უმარტივესი ხერხი.ზევსის ქანდაკების წინ იატაკი მუქი ლურჯი ელევსინის ქვით იყო მოპირკეთებული.მოქანდაკემ ელევსინის ქვაში გამოაკვეთინა აუზისმაგვარი სწორკუთხა ჩაღრმავება,რომელშიც ჩაასხეს ზეითუნის ზეთიანი სითხე.მთავარი იყო ამ სითხის სარკისებური ზედაპირიდან კარიდან შემოსული შუქის არეკლვის ეფექტი.შუქი აირეკლებოდა იმგვარად,რომ პირდაპირ ანათებდა ზევსის ღვთაებრივ თავს,მის მძლავრ მხრებს.ტაძარში შემოსული მლოცველები გაოცებულნი და თავზარდაცემულნი ჩერდებოდნენ,რადგან იქმნებოდა სრული ილუზია,რომ ზეციურ ნათელს თვით ზევსი გამოსხივებდა,სინათლის წყარო მათთვის გაუგებარი რჩებოდა.

ba790f30ab1f

5ecc242d7a92

ახ.წ.მე-6 საუკუნეში ძლიერმა მიწისძვრამ,რაც არც თუ იშვიათია საბერძნეთში,დაანგრია ოლიმპიის ხუროთმოძღვრების ძეგლები,ზევსის დიდებული ტაძარი ნანგრევებად იქცა.მოხლოდ ცამეტი საუკუნის შემდეგ გაიხსენა კაცობრიობამ ზევსის გიგანტური ტაძრის ნაგებობა.1829წელს ფრანგულმა მისიამ დაიწყო პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ზევსის ტაძრათან.კვლევა-ძიება დღესაც გრძელდება.ბოლო წლებში ოლიმპიაში აიგო ახალი სამუზეუმო შენობა,სადაც გამოფენილია ადგილზე მოპოვებული უმდიდრესი მასალები:ქანდაკებები,ბრინჯაოს ნაკეთობები,კერამიკა-რაც წარმოადგენას გვაძლევს ოლიმპიის ბრწყინვალე წარსულზე.
ბოლო,რამდენიმე სიტყვით მინდა გაგაცნოთ გენიალური მოქანდაკის ფიდიას ტრაგიკული ბედი.ნიჭიერ შემოქმედს უამრავი მეტოქე ჰყავდა.მათ არ ასვენებდათ ფიდიას ფანტასტიკური წარმატებები.პლუტარქე დაწვრილებით მოგვითხრობს ფიდიას ცხოვრების ბოლო წლებს:ავის მზრახველებმა მას ბრალად დასდეს ათენა პართენოსის ქანდაკებაზე მუშაობის დროს ძვირფასი მასალების დატაცება.ბრალდება არ დადასტურდა,თუმცა ცილისწამებით მის სახელს მაინც ჩრდილი მიაყენეს.ამას დაემატა კიდევ ერთი ბრალდება:ათენა პართენონის ფარზე გამოსახული იყო ამორძალების ბრძოლის სცენა.მებრძოლთა შორის ფიდიამ გამოსახა ავტოპორტრეტი(ხანშიშესული მელოტი კაცი).ამგვარი მკრეხელობა შეუწყნარებლად მიიჩნიეს,დაუშვებლად ჩათვალეს ჩვეულებრივ მოკვდავთა გამოსახვა ქალღმერთის უწმინდეს ქანდაკებაზე.დიდი მოქანდაკე ციხეში ჩააგდეს.არსებობს ფიდიას დაღუპვის რამდენიმე ვერსია.ძნელია მათი სიზუსტის მტკიცება.ერთი რამ კი ცხადია-ანტიკური ეპოქის სწორუპოვარი შემოქმედი საშინელი ჩილისწამების მსხვერპლი გახდა.

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Back to top button