კულტურა

საქართველო 46:0 რუსეთი

be50edfce278
საქართველომ რუსეთი რეკორდული სხვაობით დაამარცხა

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე რეკორდული სხვაობით – 46 ქულით დაამარცხეს – 46:0. თანაც, აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ რუსებს ქულაც კი არ აეღოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებმა 6 ლელო დადეს, მათ პრემიალური ქულაც მიიღეს და მოგებისთვის 5 ქულა ჩაეწერებათ. აქვე გეტყვით, რომ პრემიალურისთვის 4 ლელოა საკმარისი.
პირველი ტაიმის 17:0 მოგების შემდეგ, მატჩის მე-2 ნახევარი ქართველებმა 29:0 მოიგეს.
44-ე წუთზე, მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად გამოიყენა. 4 წუთის შემდეგ, ლელო ირაკლი მაჩხანელმა დადო და კვირიკაშვილმა გარდასახვიდან მონაგარს კიდევ 2 ქულა შესძინა.
მე-60 წუთზე, ლევან დათუნაშვილმა გაიტანა ლელო და გარდასახვის შესრულებისას კვირიკაშვილმა თავისი შანსი არ გაუშვა.
67-ე წუთზე, მე-5 ლელო გიორგი ნემსაძემ მიითვალა, კვირიკაშვილმა კი, ამჯერად გარდასახვიდან ვერ იხეირა.
მე-80 წუთზე მაჩხანელმა მეტოქე კიდევ ერთხელ დაალელოვა და კვირიკაშვილმა გარდასახვაც გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს და მას სპეციალური პრიზიც გადაეცა.
აქვე გეტყვით, რომ თუ დღეს ესპანელებმა შინ რუმინეთი პრემიალური ქულით ვერ დაამარცხეს, საქართველოს ნაკრები, პრაქტიკულად, ერთა თასის გამარჯვებული

მილტონ ჰეიგი: “ეს ჩვენი შესაძლებლობების 30 პროცენტია”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – მილტონ ჰეიგმა, რუსეთის ნაკრების სარეკორდო ანგარიშით – 46:0 განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ ქართველთა გუნდმა თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30 პროცენტი აჩვენა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები მძინარე გიგანტია და შორს არაა ის დრო, როდესაც “ბორჯღალოსნები” სარაგბო ბობოლებს ტოლსწორად ეთამაშებიან.
“ახლა გავიგე, რომ ეს გამარჯვება საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში სარეკორდო ყოფილა. დიდი მადლობა გუნდს, მენეჯმენტსა და გულშემატკივრებს, რომელთა თანადგომით ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ.
დღეს ჩვენ იდეალურად არ გვითამაშია. პირველ ტაიმში 3 ეპიზოდი ყო, რომელიც ლელოთი უნდა დაგვირგვინებულიყო, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ძნელია პრობლემებზე საუბარი, როდესაც ასეთი დიდი სხვაობით იგებ, თუმცა, როდესაც ჩვენ პოტენციალს სრულად გამოვიყენებთ, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებთა დონის გუნდი ნამდვილად გვეყოლება და პრობლემებს გრანდებსაც შევუქმნით.
მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ემოციები აკონტროლეს. ეს, დიდწილად, ირაკლი აბუსერიძის დამსახურებაა, რომელიც სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და მთელი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში, სწორედ ამ კუთხით მუშაობდა.
მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ გამოცდილი მორაგბეები: მაჩხანელი, კაჭარავა, გორგოძე. მათ სწორად მიჰყავდათ თამაში.
და მაინც, დღეს ჩვენ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების 30 პროცენტი ვაჩვენეთ. იყო ტექნიკური შეცდომები, რამდენიმე სალელოვე შანსი ლელოთი ვერ დავაგვირგვინეთ და როდესაც ამ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ, მერე ჩვენი დამარცხება ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. საქართველოს ნაკრები მძინარე გიგანტია, რომლის გამოღვიძებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ამას სარაგბო სამყარო მალე იხილავს.
სამუშაო გვაქვს ტაქტიკური ელემენტების დასახვეწად, განსაკუთრებით დაცვაში”, – თქვა ჰეიგმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
“რუსეთის ნაკრებთან მუდამ რთული თამაშები გვქონდა, მაგრამ ამ ჯერზე იოლად ვიმარჯვეთ. ამაყები ვართ, მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით რომ დავამარცხეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. მადლობა იმ ხალხს, რომლებიც თავიანთი შეძახილებით გვამხნევებდნენ. მოხარული ვიქნები, თუ სხვა თამაშებზეც ასეთი ატმოსფერო იქნება”, – დაამატა გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ.
წყარო:http://worldsport.ge
5b417097185c
პ.ს. გილოცავთ გამარჯვებას და რუსეთის განადგურებას!!!
ნეტავ ყველა გუნდურ სპორტში ასეთი წარმატებულები ვიყოთ :)

” რეკორდულად გავიმარჯვეთ
ჩვენი ერის სასახელოდ,
რა კარგია, რა ლამაზი
საამაყო საქართველო.

იგრიალეს ქომაგებმა
მატჩი იყო დაძაბული,
ქართულ სპორტში მოიყვანეს
რაგბისტებმა გაზაფხული.

გორგოძეზე რა უნდა ვთქვა
არ ჩერდება მირბის, მიქრის,
მე მის თამაშს რომ ვუყურებ
ტანზე ჟრუანტელი მივლის.

გმირები ხართ რაგბისტებო
თქვენში ვხედავ საქართველოს,
შევეჩვიეთ უკვე თქვენგან
კარგ თამაშს და მრავალ ლელოს.

ვანადგურებთ მეტოქეებს,
ვერ გაგვიძლო რუსმა დღესაც,
რომ მიგიშვან ისიც მჯერა
თქვენ აიღებთ მარტო კრემლსაც:)

ამ შედეგებს ვიცი აღწევთ,
ერთად დგომით, ერთგულებით,
სიხარულის ცრემლი მომდის
მიყვარხართ და გეხუტებით.”
ავტორი უცნობია

მსგავსი ამბები

Back to top button