გასართობისაკითხავისასარგებლო

amazon.com, წლის ბესტსელერები


ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ცნობილი ინტერნეტ-მაღაზიის, amazon.com-ს ყველაზე გაყიდვადი წიგნების პირველი ხუთეული.

1. The Hunger Games – შიმშილის თამაშები, (შიმშილის თამაშები) I ტომი

მწერალ სიუზან კოლინზის რომანი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. ფანტასტიკის ჟანრის ამ წიგნმა მალე მოიპოვა პოპულარობა და ბესტსელერებშიც დაიკავა პირველი ადგილი. მის შესახებ მეტს არაფერს გეტყვით, რადგან ნიკა სამუშიამ თარგმნა და სულ მალე ქართულად გამოიცემა, ამიტომ თქვენ თვითონ შეძლებთ შეაფასოთ სიუზან კოლინზის ბესტსელერი.

2. Fifty Shades of Grey -ორმოცდაათი რუხი ლაქა, ტრილოგია, I ტომი

ლიტერატურის კურსის სტუდენტი ანასტასია სტილი ახალგაზრდა ინტერპრენიორ კრისტიან გრეისთან ჟურნალისთვის ინტერვიუს გასაკეთებლად მიდის, მასში მომხიბლავ, უცნაურ და გამოუცნობ ადამიანს დაინახავს. წიგნში მათი ამბავია ასახული, არის ეროტიკა, სექსი, სიყვარული…ე.ლ ჯეიმსის წიგნმა ნამდვილად დაიმსახურა მსოფლიო მკითხველის ყურადღება.

3. Catching Fire – ცეცხლის დაჭერა, (შიმშილის თამაშები) II ტომი

კვლავ სიუზან კოლინზი. “ცეცხლის დაჭერა” “შიმშილის თამაშების” ტრილოგიის წიგნია, სადაც პირველ ტომში აღწერილი მოქმედებები გრძელდება, ჩნდებიან ახალი პერსონაჟები, ახალი ისტორიები. ალბათ მალე ქართულად გავეცნობით ამ წიგნსაც.

4. Mockingjay – მოცკინგჯაი, (შიმშილის თამაშები) III ტომი

სიუზან კოლინსის “შიმშილის თამაშების” ტრილოგიის კიდევ ერთი, მესამე ტომი. ალბათ თქვენ თვითონ დარწმუნდით რამხელა გავლენა მოახდინა და რა პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოში ამ მწერალმა.

5. Fifty Shades Darker – ორმოცდაათი გამუქებული ლაქა (ორმოცდაათი რუხი ლაქა), II ტომი

ე.ლ ჯეიმსის ტრილოგიის მეორე ტომი. როგორც ხედავთ ხუთეულში სულ სიუზან კოლინზისა და ე.ლ. ჯეიმსის წიგნებით არის შევსებული. . .

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close