საკითხავისასარგებლოუცნაური

დროში მოგზაურობა???


ალბათ ყველას გახსოვთ ეს ფილმი,ბავშობაში მივუსხდებოდით ტელევიზორებს ამ ფილმის სანახავად,ზოგმა ეს ფილმი ისე გაითავისა,რომ ფილმში გამოყენებული მანქანის მოდელი ააწყო და ქალაქში მშვენივრად მოძრაობდა(რა თქმა უნდა საზღვარგარეთ მოხდა ეს და არა ჩვენთან:):):))

შეიძლება თუ არა დროში ისევე ვიმოგზაუროთ, როგორც ამას სივრცეში ვახერხებთ? როგორც ჩანს ეს კითხვა ადამიანს დიდი ხანია აწუხებდა. ყველაზე ადრეული ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც საუბარია დროში მომავლისკენ მოგზაურობის შესაძლებლობაზე, არის ინდური მითოლოგიის ცნობილი ძეგლი “მაჰაბჰარათა” (Mahabharatha). იქ მოთხრობილია მეფე რევაიტის ამბავი, რომელიც მოგზაურობს ზეცაზე და იქ ხვდება ბრაჰმას და როცა დედამიწაზე ბრუნდება აღმოაჩენს, რომ საუკუნეები გასულა.

კიდევ ერთი ასეთი ადრეული ლიტერატურული წყაროა მერვე საუკუნის იაპონური მოთხრობა “ურაშიმა ტარო”(Urashima Taro), სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა მეთევზის, ურაშიმა ტაროს ისტორია. იგი ჩადის ზღვის ფსკერზე არსებულ სასახლეში და იქ სამი დღე-ღამე რჩება. ბრუნდება რა თავის სოფელში, იგი აღმოაჩენს, რომ სამასი წლით წინაა მომავალში, სოფელში ის უკვე არავის აღარ ახსოვს. მისი სახლი დანგრეულია, ხოლო მისი ოჯახიდან აღარავინაა ცოცხალი. ამას წააგავს ამერიკელი მწერლის ვაშინგტონ ირვინგის მოთხრობა “რიპ ვან ვინკლი”( Rip van winkle). ეს ამ მოთხრობის მთავარი გმირის სახელია. ერთხელ მას ჩაეძინება და რომ გაიღვიძებს, თავის თავს ოცი წლით წინ მომავალში აღმოაჩენს. აქაც იგი უკვე ყველას დავიწყებია, მისი ცოლი გარდაცვლილია და მისი ქალიშვილები გაზრდილან.

ლიტერატურაში მოგვიანებით გამოჩნდა ისეთი ნაწარმოებებიც, სადაც აღწერილი იყო წარსულში მოგზაურობა. ასეთებია, მაგალითად ჩარლზ დიკენსის “საშობაო სიმღერა”(Christmas carol), რომელიც 1843 წელს გამოქვეყნდა; ანდა მარკ ტვენის “კონეკტიკუტელი იანკი მეფე არტურის კარზე” (A Connecticut Yankee in King Arthur’s Court), რომელიც პირველმა მკითხველმა 1889 წელს იხილა. ეს უკანასკნელი იმითაცაა საგულისხმო, რომ მასში პირველად იყო აღწერილი მომავლიდან წარსულში ჩასული ადამიანის ისეთი ქმედებები, რომლებიც მომავალს ცვლიან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინგლისელი მწერლის ჰერბერთ უელსის მოთხრობა “დროის მანქანა”(Time machine), რომელიც 1895 წელს გამოვიდა (მოგვიანებით ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს). მან დიდი რეზონანსი გამოიწვია და სწრაფად ითარგმნა მსოფლიოს ყველა ენებზე. ამ ნაწარმოებში პირველად იყო გამოყენებული დროის მანქანის ცნება – ანუ ადამიანის მიერ დამზადებული ისეთი მანქანისა, დანადგარისა, რომლითაც შესაძლებელია დროში მოგზაურობა. ეს ცნება დამკვიდრდა სამეცნიერო ფანტასტიკაში და ამის შემდეგ ‘დროში მოგზაურობის’ ცნება პოპულარული გახდა.

კარგად ხანს ითვლებოდა,რომ დროში მოგზაურობა ეს წმინდა ფანტასტიკური თემაა და ვერასდროს ვერ განხორციელდება რეალობაში.მაგრამ ფარდობითობის სპეციალური და ზოგადი თეორიების გაჩენის შემდეგ ამ იდეამ უკვე მეცნიერული შინაარსიც შეიძინა.კერძოდ აღმოჩნდა,რომ სივრცე-დროის სპეციალურად შერჩეულ გეომეტრიებში და სპეციალური მოძრაობებისას,თუ რა თქმა უნდა შესაძლებელია ასეთი გეომეტრიების “კონსტრუირება” და ასეთი მოძრაობების შესრულება,შესაძლებელი ხდება როგორც სხეულის გადაადგილება წარსულში და მომავალში,ასევე ინფორმაციის გადაცემაც.მეცნიერები,როგორც წესი,არიდებენ თავს ისეთი ცნებების გამოყენებას როგორიცაა” მოგზაურობა” ან “გადაადგილება” როცა დროში გადაადგილებაზე საუბრობენ,რადგან თვლიან,რომ ჯობია ასეთი ტერმინები მხოლოდ სივრცეში გადაადგილების აღწერისას გამოვიყენოთ.ამის მაგივრად,როცა დროში გადაადგილებაზე საუბრობენ ისინი იყენებენ უფრო ტექნიკურ ცნებას “ჩაკეტილი დროისმაგვარი წირები” (Closed Timelike Curves). ეს ისეთი ტრაექტორიებია სივრცე-დროში,რომლებიც ჩაკეტილ წირებს წარმოადგენენ და ამდენად ასეთი ტრაექტორიის გასწვრივ მოძრავი სხეულები შეიძლება დაბრუნდნენ თავისსავე წარსულში. ფარდობითობის ზოგად თეორიაში არსებობს ისეთი ამოხსნები, რომლებიც უშვებენ ჩაკეტილი სივრცე-დროითი ტრაექტორიების არსებობას. ასეთია, მაგალითად ე.წ. გიოდელის სივრცე-დრო (Godel spacetime). გრავიტაციული ველის თეორიის თანახმად, ასეთი სივრცე-დროის არსებობა დასაშვებია, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია არსებობენ თუ არა ასეთი ეგზოტიკური ‘სამყაროები’ რეალობაში, ან შესაძლებელია თუ არა მათი ხელოვნური წარმოქმნა. მე მაგალითად არ მჯერა ‘დროში მოგზაურობის’. ამაზე ბევრი ლაპარაკია ატეხილი რომ ეს ხდება, მაგრამ მე არ მჯერა:):):)

თეგები

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Close
Close