საკითხავისასარგებლოუცნაური

ადამიანის ევოლუცია

ახალი შეხედულება ადამიანის ევოლუციაზე.

ადამიანის ევოლუციაში შეიძლება გამოვყოთ ორი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებმაც, სავარაუდოდ, ბიძგი მისცა კომუნიკაციის უმაღლესი ფორმის-მეტყველების და ზოგადად, ცნობიერების განვითარებას. ესენია: სოციალური სტრუქტურის განვითარება, როგორც გადარჩენის აუცილებელი წინაპირობა, და საკვები რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილის მოპოვება ე.წ. სოციალური ნადირობის საშუალებით. ამ ასპექტების მიხედვით, ადრეული ადამიანი მგელთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე თანამედროვე პრიმატებთან.

მგელიც და ადრეული ადამიანიც, შესაძლოა, სხვადასხვა დროს და გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილებში, ერთი და იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ: როგორ ენადირათ დიდი ზომის მსხვერპლზე. ამ პრობლემას ევოლუციამ ორივე სახეობაში ერთი და იგივე გადაწყვეტა მოუძებნა. ეს იყო ჯგუფური ნადირობა, თანაც ზედმიწევნით ორგანიზებული და მოწესრიგებული. ჯგუფს ჰყავს ლიდერი, რომელსაც ჯგუფის სხვა წევრები ემორჩილებიან. თითოეულ წევრს აქვს თავისი ფუნქცია და პასუხისმგებლობა ნადირობის დროს. ამგვარი კოოპერაციული მოქმედება კი, თავის მხრივ, შეიძლებოდა გამხდარიყო კარგად ორგანიზებული სოციალური სტრუქტურის განვითარების წინაპირობა. ჯგუფი ყალიბდება სოციალურ ერთეულად, რომლის გარეშეც ინდიდვიდს არსებობა და გამრავლება არ შეუძლია.

ჯგუფის ფუნქციონირების საფუძველია წევრებს შორის თანამშრომლობა და მოპოვებული საკვების განაწილება. ასეთი სოციალური სტრუქტურის პირობებში საკვების მოპოვების, ნაშიერების წარმატებით გამოზრდა-დაცვისა და მაშასადამე-გადარჩენის შანსი მკვეთრად იზრდება. ყოველივე ამის გამო მგელიცა და ადამიანიც თავ-თავიანთ ეკოსისტემებში ეკოლოგიური პირამიდის ზედა საფეხურებზე განთავსდნენ; ისინი ახერხებდნენ მათზე უფრო დიდი და ინდივიდუალურად ძლიერი მტაცებლებისგან თავის დაცვას, ისინი ე.წ. “ზემტაცებლები” გახდნენ და მსგავსი ეკოლოგიური ნიშები დაიკავეს.

მგლის ოჯახის იერარქიულ სტრუქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. იერარქიულ მოწყობაში ერთი მომენტია ფრიად საგულისხმო: არ არის აუცილებელი, რომ ჯგუფის ლიდერი-დმომინანტი მგელი ფიზიკურად ყველაზე ძლიერი იყოს, ინდივიდის რანგს განსაზღვრავს არა მარტო ფიზიკური სიძლიერე, არამედ მისი გაამოცდილება და გონებრივი შესაძლებლობებიც. ასე რომ, მგლებში ჩამოყალიბებულია ისეთი სოციალური სტრუქტურა, რომელშიც წინა პლანზე ინდივიდის გონებრივი მონაცემები გამოდის. ალბათ, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო პრეისტორიული ადამიანის სოციალური მოწყობაც, რათა ცნობიერების განვითარებისთვის ევოლუციური წინაპირობები შექმინიყო.

მგლისა და ადრეული ადამიანის ეკოლოგიისა და სოციალური სტრუქტურის უფრო ღრმა ანალიზი ალბათ კიდევ უფრო მეტ მსგავსებას გამოავლენს მათ შორის. საგულისხმო ანალოგიაა ისიც, რომ მგელი მტაცებლად არ იბადება. მგლის ლეკვები ჯერ მშობლების მიერ მოტანილი წვრილი ცხოველების ჭამას “სწავლობენ”, მერე კი იმას, თუ რომელია მათი პოტენციური მსხვერპლი. მგელს ეტაპობრივად უნვითარდება მტაცებლური და მონადირული ქცევები. სწორედ უფროსებისგან ნასწავლისა და საკუთარი გამოცდილების წყალობით ყალიბდება ის წარმატებულ მტაცებლად და მონადირედ.

ამით კიდე უფრო საინტერესო ხდება კვლევა, თუ საიდან წარმოიშვნენ ადამიანები

წყარო:მოძიებული იქნა სხვა და სხვა წიგნებიდან

თეგები

immortal

f**k the armenians

მსგავსი ამბები

Close
Close