არქივი

10 მნიშვნელოვანი საზღვაო კატასტროფა

478e4a3bc9e3
გემის ჩაძირვა ერთ-ერთი ცუდი კატასტროფული მოვლენაა, რომელიც ხან დიდ მსხვერპლს იწვევს, ხან ცოტას. ამჟამად გემით მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან იგი კარგადაა აღჭურვილი, თუმცა ამას ვერ ვიტყვით მეოცე საუკუნის გემებზე. ამ პოსტში თქვენ იხილავთ 10 ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო კატასტროფას

1.Wilhelm Gustloff

c1d9758249ab

მას შემდეგ რაც საბჭოთა ჯარები გერმანიაში შეიჭრნენ, დაიწყო გერმანელი ხალხს გადაყვანა უსაფრთხო ადგილას. ამისთვის გემ Wilhelm Gustloff-ზე დაიწყო ხალხის აყვანა, ისინი ძირითადად იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები და დაჭრილი ჯარისკაცები. სულ 10.000 ადამიანი შეიკირიბა. ამის შემდეგ როცა იგი ზღვაში გავიდა, მან განიცადა საზღვაო კატასტროფა. ეს მოხდა 1945 წლის 30 იანვარს. მსხვერპლი ძალიან დიდი იყო – 9400 ადამიანი.

 2. Goya

66112d6191ba

ეს იყო გერმანული გემი, რომელიც გამიყენებოდა დაჭრილი ჯარისკაცების გადასაყვანად . მან 1945 წლის 16 აპრილს კატასტროფა განიცადა. აქ დაიღუპა 7000 ათასი ადამიანი, ხოლო 186 სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

 3. Doña Paz

a3010d418a28

1987 წელს Doña Paz მიემგზავრებოდა მანილაში. გზაზე ის შეეჯახა ნავთობის ტანკერს, რომლის ტვირთი შეადგენდა 8.800 ბარელ ნავთობს, რომლის შედეგადაც დაიღუპა 4.375 ადამიანი.

 4. The Kiangya

e3034c679170

ეს იყო ჩინური სატრანსპორტო გემი . იგი აფეთქდა მას შემდეგ რაც ნაღმი დაეცა. მან ძალიან სწრაფად დაიწყო ჩაძირვა რის შედეგადაც დაიღუპა 2.750 ადამიანი

 5. The Sultana

0be1ee999046

ეს გემი გამოიყენებოდა მდინარე მისისიპზე მგზავრების გადასაყვანად. 1865 წლის 27 აპრილს გემს გადაჰყავდა 2400 ადამიანი, ამ დროს კი გემის საქვაბე იყო დაზიანებული. ეკიპაჟის მცდელობა, რომ საქვაბე გაეკეთებინათ, ფატალური შედეგით დამთავრდა: გემი აფეთქდა, დაიღუპა 1800 ადამიანი, ხოლო 300 სასტიკად დაიჭრა.

 6. Le Joola

6fe171c42bcb

ეს გემი ჩაიძირა 2002 წელს. კატასტროფის მიზეზები დღემდე უცნობია მაგრამ ერთ-ერთ ვარაუდად დაუდევრობა დასახელდა. ოფიციალურად იქ 1863 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გემი დიდი მოცულობის იყო და უფრო მეტი ადამიანიც შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ მსხვერპლის რაოდენობა უცნობია. ამ კატასტროფას მესამე ადგილი უკავია საზღვაო კატასტროფებს შორის.

 7. The Titanic

478e4a3bc9e3

ალბათ ეს კატასტროფა ბევრი თქვენგანისთვისაა ცნობილი. ტიტანიკი ინგლისიდან ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა. ტიტანიკის პირველი გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, შუაღამემდე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

 8. General Slocum

971272a0ed78

ეს გემი იყო საექსკურსიო გემი. ამ გემის ტრაგედია მიმდინარეობს იმაში, რომ ერთ-ერთი მოგზაურობისას მას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო სიგარეტის ნამწვავისგან. ბორტზე იმყოფებოდა 1342 ადამიანი, რომელთაგანაც მხოლოდ 321 გადაურჩა სიკვდილს.

 9. Empress of Ireland

ac925150f889

ეს გემი შედიოდა ირლანდიის მფლობელობაში. ამ გემის კატასტროფისას 1.477 ადამიანიდან მხოლოდ 453-მა მოახერხა თავის გადარჩენა

 10. Eastland

8f2018725559

ეს საკრუიზო გემი ააშენეს ჩიკაგოში. ეს გემი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. იმ პერიოდში მიღებული იყო კანიონი იმისა, რომ გემს უნდა ჰქონოდა საკმარისი ნავები თუ მას რამე შეემთხვეოდა. ცხადია, ეს კანონი ტიტანიკის კატასტროფის შემდეგ შემოიღეს. სამწუხაროდ ამ გემმაც კატასტროფა განიცადა 1915 წლის 24 ივლისს.. სულ დაიღუპა 884 ადამიანი..

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button