ჩანჩქერი იგუასუ სამხრეთ ამერიკაში
ჩანჩქერი იგუასის დასახელება ადგილობრივ დიალექტზე ითარგმნება, როგორც “დიდი წყალი”. ერთი შეხედვით ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს ბრაზილიის შტატისა და არგენტინის პროვინციის საზღვარზე საკმარისია იმისთვის, რათა მიხვდე, რომ ეს სულაც არაა გაზვიადება 1. არსებობს ადგილობრივი ლეგენდა, რომლის საფუძველზე ერთ–ერთ ღმერთს უყვარდება ახალგაზრდა და ლამაზი გოგო, სახელად “ნაიპი”, თუმცა მან არ უპასუხა მას იგივე გრძნობით.
2. ის გაიქცა მისგან თავის მომაკვდავ შეყვარებულთან ერთად სახელად “ტარობა”, რომლებიც კანოით გაემართნენ მდინარის მიმართულებით.
3. გაბრაზებისგან ღმერთმა დაარტყა მდინარეს და შექმნა ჩანჩქერები. ნაიპი და ტაბორა იძულებული გახდნენ რომ გადამხტარიყვნენ ჩანჩქერიდან
4. ჩანჩქერის კუთხე დაახლოებით 3 კმ სიგრძისაა და დაყოფილია რამოდენიმე კუნძულად
5. ეს კუნძულები ქმნის უამრავ ცალკე ჩანჩქერებს და ყველა მათგანი ვარდება 60 მეტრის სიმაღლიდან.
6. ბევრ მათგანს აქვს საკუთარი დასახელება. მაგალითად ვიწრო უფსკრული სადაც ნახევარი წყალი ქრება, რომელსაც ეწოდება ეშმაკის ყელი.
7. ჩანჩქერი იგუასი ერთ–ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია ტურისტებისთვის სამხრეთ ამერიკაში. ყოველწლიურად აქ მოდის 1,5-2 მილიონი ტურისტი.
8. სპეციალურად ტურისტებისთვის გაკეთებულია დასათვალიერებელი პლატფორმები. ტურისტების მოსაზიდად დაკიდებულია ხიდი, რომელიც აკავშირებს ბრაზილიისა და არგეტინის საზყვრებს.
9. ჩანჩქერის ორივე მხარეს განთავსებულია ეროვნული პარკები. არგენტინის მხარეს არის ეროვნული პარკი “იგუასუ”, რომელიც შევიდა იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში 1984 წელს, ხოლო ბრაზილიის მხარეს არსებულ პარკსაც ასევე ეწოდება “იდუასუ”, რომელიც დაარსდა 1987 წელს.
ჩანჩქერების უმეტესობა მდებარეობს არგენტინის ტერიტორიაზე (სიგრძე 2100მ), ხოლო ბრაზილიის მხარეს (სიგრძე 800მ) იშლება მშვენიერი ხედი “ეშმაკის ყელის”
11. ჩანჩქერებს შეგიძლიათ უყუროთ 160-260 მეტრიდან, ასეთი გადმოსახედიდან მოცემული ჩანჩქერი “ნიაგარას” ჩანჩქერზე მაღალია, მაგრამ სიგანეში ჩამორჩება “ვიქტორიას” ჩანჩქერს
12. ძნელია მოიცავდეს მთელს მასშტაბს, მაგრამ ხედი ჰაერიდან საშუალებას გაძლევს შეაფასო მისი ზომა.
13. ყველაზე ცნობილი ჩანჩქერების დასახელებები: “ადამი და ევა”, “სამი მუშკეტერი”, “ორი და”, “სალტო-ესკონდიდო (დამალული ნახტომი)”, “სალტო-ფლორიანო (ნახტომის ფერი)”, “სან-მარტინი”, “რამირესი”, და სხვები
14. პირველი ევროპელი რომელმაც დადგა ფეხი ამ მიწაზე, ერქვა “კაბესა დე ვაკა”. მან აღმოაჩინა ისინი 1541 წელს, როდესაც ის მიემართებოდა მდინარე “პარანას” ჯუნგლებში, რათა მოეძებნა ქვეყანა ელდერადოს ლეგენდარული განძი .
15. არ არის გასაკვირი, რომ “იგუასის” ჩანჩქერები დასახელდა ერთ-ერთ იმ შვიდთაგან, რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსში ,,ბუნების შვიდი საოცრება.”