საკითხავისასარგებლოსურათები

პირველი სპორტული ტანსაცმლის კომპანია


ჯეკ ო’ნეილი

ო’ნეილი, სპორტული ტანსაცმლის კომპანია წელს მე-60 დაბადების დღეს ზეიმობს. ადამიანი, რომელმაც ეს კომპანია დააარსა, ჯეკ ო’ნეილია. ახალგაზრდა ჯეკი დიდი კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ თავისუფალ დროს სანაპიროზე მიდოიოდა. მას სერფინგი უყვარდა, მაგრამ ოკეანე კალიფორნიასთან ძალიან ცივი იყო (კალიფორნია მდებარეობს აშშ-ს დასავლეთ ნაწილში).

ჯეკმა გადაწყვიტა, მოეძებნა ისეთი გზა, რომელიც წყალში ადამიანს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. მან დაიწყო დამცავი ტანსაცმლის შექმნა. თავიდან მასალად იყენებდა პოლივინის ქლორიდის პლასტიკურ შენაერთს (პვც), მაგრამ შემდეგ მიაგნო უფრო უკეთეს მასალას – ნეოპრენს (სინთეტიკა).

1952 წელს ჯეკი წამოვიდა კომპანიიდან და გახსნა პირველი სერფინგის მაღაზია, სადაც ის ყიდდა სერფინგის დაფებს და საცურაო ტანსაცმელს. ო’ნეილი ოჯახური კომპანიაა, რომლის თავმჯდომარეც ჯერ კიდევ ჯეკია. ის ბევრ საქველმოქმედო საქმეშია ჩართული. თვითონ ჯეკ ო’ნეილი კი მეკობრეს ჰგავს, რადგან სერფინგის დროს მან თვალი დაკარგა.


ო’ნეილის პირველი საცურაო ტანსაცმელი

იმედია მოგეწონათ,შემდეგში სერფინგის ისტორიას და პირველ სერფერებზე მოგიყვებით

loading...
თეგები

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Close
Close