არქივი

შუმერული ეპოსი “გილგამეშიანი”

http://1.bp.blogspot.com/-iDcZ8ocBbcI/T2RdsRZmGsI/AAAAAAAAAEI/eKHAqjUYBNw/s1600/%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg
ჩემი ყველა პოსტი, რომელიც აქამდე დამიწერია ჩვენს ბლოგზე ირიბად თუ პირდაპირ უკავშირდება ერთ ქვეყანას – შუმერეთს. ამიტომ გადაწყვიტე ამჯერად პოსტი სწორედ ამ ქვეყანაზე დამეწერა. მე არ ვაპირებ ისინი ისტორიის სახელმძღვანელოს მიხედვით განვიხილო, რადგან მგონია ზედმეტი იქნება იმის ხელახლა მოყოლა, თუ როგორ დასახლდნენ მესოპოტამიაში 5 ათასწლულის წინ და რა შექმნეს. მე მინდა თქვენი ყურადღება შუმერული ეპოსის ამსახველ პოემაზე “გილგამეშიანზე” გავამახვილო.

http://1.bp.blogspot.com/-yPTW8yae_jw/T2ReqBnf4YI/AAAAAAAAAEY/oszxitXXy1M/s1600/gilgameshiani-500x500.jpg

გილგამეშიანი
მოცემული ლიტერატურული ძეგლი შესრულებულია თიხის ფირფიტებზე და აღწერს დაახლოებით ჩვ. წ.-მდე 2800 წელს განვითარებულ მოვლენებს. ქალაქი ურუქის აღზევებას. ამ პოემაში საინტერესო ფაქტს წავაწყდი. გარდა იმისა, რომ შუმერებმა კარგად იცოდნენ მათემატიკა, იცნობდნენ ასტროლოგიას, ჰქონდათ განსაკუთრებით საინტერესოდ ჩამოყალიბებული თეოლოგია, ისინი პირველი დემოკრატებიც ყოფილან. არ გეგონოთ რომ ეს ხუმრობაა. ისტორიიდან ცნობილია, რომ შუმერები ცხოვრობდნენ ქალაქ-სახელმწიფოებში, რომლებსაც ორმაგი მმართველობა ჰყავდა. ქალაქის მმართველი, რომელიც მეომარი იყო და ქურუმები, რომლებსაც გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ, რადგან მიწების მფლობელნი იყვნენ. ქალაქის მმართველთა მოვალეობაში ტერიტორიების გაფართოება და მშვიდობის შენარჩუნება შედიოდა.
http://3.bp.blogspot.com/-P13XT0R6JRs/T2Rd23n4yrI/AAAAAAAAAEQ/mftLsngyr5o/s1600/71327.jpg
გილგამეშის გამოსახულება (ძვ.წ-ით 26-ე საუკუნე)
როგორც პოემიდან ჩანს ასეთი ქალაქ-სახელმწიფოები ცოტა არ იყო, მაგრამ მათ შორის ქიში პრივილეგირებული იყო და ღმერთების ქალაქადაც კი მიიჩნეოდა, თუმცა წარღვნის შემდეგ ქალაქი ურუქიც დაწინაურდა. სწორედ აქ ვხვდებით პირველ პარლამენტის მსგავს წარმონაქმნს რომელიც ორი პალატისგან შედგებოდა. “ზედა პალატა” იგივე სენატი შედგებოდა უხუცესებისგან, ხოლო ქვედა ბრძოლისუნარიანი მამაკაცებისგან. როდესაც ქალაქ ქიშის მმართველმა მათ პირობები წამოუყენათ ომის თავიდან ასაცილებლად მეფემ/ქალაქის მმართველმა – გილგამეშმა ჯერ პარლამენტის ზედა პალატას მიმართა, მაგრამ რადგან მათ გადაწყვიტეს ყველანაირ პირობებზე დათანხმებულიყვნენ ომის თავიდან ასაცილებლად მეფემ მათ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო და ქვედა პალატას მიმართა. მათ კი ომს დაუჭირეს მხარი.
http://2.bp.blogspot.com/-hESMbs1PD2g/T2RdjXhiExI/AAAAAAAAADw/ZwMEAAjH-38/s1600/gilgamesh-enkidu-cylindseal-urrIII-3rdMillBCE.jpg
ძნელი სათქმელია, როგორ მოიქცეოდა მეფე ქვედა პალატასაც, რომ უარი ეთქვა ომის დაწყებაზე, მაგრამ თავად ფაქტია საყურადრებო. შეიძლება თავად პოემის შინაარსიც ეჭვქვეშ დავაყენოთ, მაგრამ მაინც რჩება კიდევ ერთი ხელმოსაჭიდი ფაქტი – საზოგადოების აზროვნება. შუმერულ ეპოქაში ადამიანები თავისუფლად აზროვნებდნენ და ერთპიროვნულ მმართველობას ომის საკითხებში არ ემხრობოდნენ. შეიძლება ეს ქურუმთა გავლენაც იყო და ისინი ხელს უწყობნენ მეფის ხელისუფლების გავლენის შემცირებას, მაგრამ ისინი უდაოდ დიდი მოაზროვნეები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან სახელმწიფოთა მმართველობის ანალოგიური წყობა მათ შემდგომაც კიდევ კარგა ხანს არ გააჩნდა არც ერთ სახელმწიფოს, მათ შორის არც საბერძნეთს.
http://2.bp.blogspot.com/-gLwygCQc2Rk/T2Rdqp-CGkI/AAAAAAAAAEA/Z9G5xh346nw/s1600/sumer.gif
გარდა ამისა პოემა მოიცავს რელიგიურ წარმოდგენებსაც. მასში მოთხრობილია წარღვნის შესახებ. მხსნელის შესახებ რომელიც ორი მესამედით ღმერთია და და ერთი მესამედით ადამიანი. სწორედ აქ ვხვდებით სამყაროს წარმოშობაში ღმერთის ჩარევის პირველ თეოლოგიურ შეხედულებას, როცა შემოქმედ ღმერთებს მიეწერება სტიქიებისა და ადამიანის წარმოშობა, ცხოველთა და მცენარეთა გაჩენა და ასე შემდეგ, რაც მოცემული გვაქვს ძველი აღთქმის 5 წიგნში. შუმერების გავლენა ებრაულ რელიგიურ თუ კულტურულ შეხედულებებზე მარტივად აიხსნება. ისტორიიდან ცნობილია, რომ ორად გაყოფილი ისრაელი და სამარია შუამდინარელებმა დაიპყრეს და მხოლოდ კიროს მეორემ მისცა უფლება იქიდან წაყვანილ ტყვეთა შთამომავლობას უკან დაბრუნებულიყვნენ. ბიბლიაში კი უთანაფიშთის როლში მოსე გამოდის.
თუ დაინტერესდებით შემდეგ პოსტს გილგამეშის ეპოსის ძველ აღთქმაზე გავლენას დავდებ  და საერთო თეოლოგიურ შეხედულებებზე ვისაუბრებ.

პოსტი ეყრდნობა “გილგამეშიანს” და ძველ აღთქმას.

evelin_greis

წერა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ვიმედოვნებ მხოლოდ მე არ მომანიჭებს სიამვნებას ეს პროცესი :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button