არქივი

საკრალური რიცხვები 60; 12; 6 და 5

http://4.bp.blogspot.com/-HQZLOLQ-M-U/T2RN-dI4rFI/AAAAAAAAAC4/VgrnszCKu_c/s1600/xin_580906011557640269582.jpg
ჩემი წინა პოსტები უკავშირდებოდა პენტაგრამას, პლატონურ სხეულებს, პითაგორელების მართკუთხა სამკუთხედის ტრიადას და ოქროს კვეთას. ალბათ შეამჩნევდით, რომ ციფრი 60 თითქმის ყველგან გვხვდება და სიმბოლურად უკავშირდება მათ, ამიტომ გადავწყვიტე უფრო ვრცელი ინფორმაცია დამედო ამ “საკრალურ რიცხვთან” დაკავშირებით.

http://4.bp.blogspot.com/-HQZLOLQ-M-U/T2RN-dI4rFI/AAAAAAAAAC4/VgrnszCKu_c/s1600/xin_580906011557640269582.jpg
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 60 წლის იუბილე.

60-ის მაგიურ რიცხვად შერაცხვას შუმერებს უნდა ვუმადლოდეთ. ისტორიული წყაროების თანახმად სწორედ მათ მიერ დატოვებულ ისტორიულ ძეგლებში გვხვდება პირველი სამოცობითი ათვლის სისტემა, ისინი მას იყენებდნენ ყოფით ცხოვრებაში ზომა-წონის ერთეულებად, რელიგიურ წარმოდგენებში. უზენაეს ღვთაებას ანუს – ცისა და ცის მნათობთა უზენაეს ღმერთს გამოსახავდნენ ამ რიცხვით. ქალაქი ურის გათხრების (1922-1934) დროს აღმოჩენილმა ჩანაწერებმა ცხადყო, რომ ისინი მეფეების მეფობის წლებს ამრავლებდნენ სამოცზე. შუმერელ ქურუმებს, როგორც ჩანს ამ ციფრთან განსაკუთრებული რელიგიური წარმოდგენები ჰქონდათ. რომელიც სავარაუდოდ ხუთი სტიქიისა და მთვარის – მაცოცხლებელი ღმერთის სინის ციკლის დასრულების ციფრის 12-ის ნამრავლიდან მიიღეს.

http://2.bp.blogspot.com/-hbwfh66UXxA/T2ROQwB6DYI/AAAAAAAAADA/GPXCn7N3Y0k/s1600/5316161_5a9bcabc11_m+(1).jpeg
მთვარე

60-ის ისტორიული ფესვები, როგორც ვხედავთ შუმერული კულტურიდან მოდის და ფართო გასაქანი ჰპოვა ბიბლიასა და ანტიკური ხანის საბერძნეთში. პითაგორელთა ცნობილი ტრიადის (3*4*5=60) გარდა, რომელთა ნამრავლი 60-ს უდრის და პლატონური დოდეკაედრის გარდა (12*5=12) კიდევ გვხვდება ეს ციფრი პლატონის “ჰარმონიული კვადრატის” თეორიაში. მეცნიერებმა ჯ. ადამმა და ა.ლოსევმა პლატონის “ჰარმონიული კვადრატის” ფართობიდან, რომელიც 12,960,000 უდრის გამოთვალეს მისი გვერდის სიგრძე და მიიღეს 3600. მათ ეს ციფრი პლატონის შეხედულებისამებრ დაშალეს და მიიღეს 3600=100*36. 100 პლატონის შეხედულებით ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის სიცოცხლის ზღვარი იყო, ხოლო 36 ქორწინების.

http://3.bp.blogspot.com/-sLt8ZcDQ6zQ/T2ROz0oTBGI/AAAAAAAAADY/ilN1GFxm3z0/s1600/Plato+(1).png
პლატონი

მაგრამ არის მეორე ვარიანტიც: თუ შუმერული გამოთვლების მეთოდით მივუდგებით ამ საკითხს და 3600-ს ჯერ 60-ზე, შემდეგ კი 12-ზე გავყოფთ, მივიღებთ 5-ს. თუ გავითვალისწინებთ პლატონის დამოკიდებულებას ციფრებთან და გეომეტრიულ ფიგურებთან, დავასკვნით, რომ მივიღებთ 5 სტიქიას, რომელიც გეომეტრიულად ხუთკუთხედშია ასახული. 60-ის კვადრატიც 3600-ის ტოლია. დოდეკაედრის – პლატონური სამყაროს აღმნიშვნელი სიმბოლოს და ჰარმონიული კვადრატი ჯამიც ტოლი იქნება თუ დოდეკაედრში შემავალი ხუთკუთხედების რაოდენობას გავამრავლებთ სტიქიების რაოდენობაზე, კუთხეთა რაოდენობაზე და მასაც ავიყვანთ მეოთხე ხარისხში ჰარმონიული განვითარების კვადრატის კუთხეების რაოდენობის მიხედვით. არამგონია ეს დამთხვევა იყოს და პლატონს შემთხვევით შეერჩიოს სწორედ 12,960,000 ჰარმონიული კვადრატის ფართობად და ჰარმონიული სიცოცხლის ზღვრად შემთხვევით გამოეთვალა ციფრი ასი სამყაროს მისეული სიმბოლოს, დოდეკაედრის შემადგენელი ნაწილების ციფრითი გამოსახულების გარეშე.

http://3.bp.blogspot.com/-KB2RzKS_W4g/T2ROum0BhoI/AAAAAAAAADI/oaVT4zejT7M/s1600/0,1020,298076,00.jpg
დოდეკაედრი

ციფრ 60-ს უკავშირდება ასევე წრის 360 გრადუსად დაყოფა. 360:60=6, 6 კი პლატონური იდეალური რიცხვია ისევე, როგორც ერთი, საიდანაც ათვლა იწყება. ექვსი პირველი მდედრობითი რიცხვის ორის და პირველი მამრობითი რიცხვის ნამრავლია. რაც იდეალურად ერწყმის შუმერული მაცოცხლებელი და მამოძრავებელი ღმერთების – მზისა და მთვარის მფარველი ღმერთების ციკლის დასრულების სიმბოლოს – წრეს, რომელსაც 12 მთვარის გავლის შემდეგ გადის 5 სტიქია და წარმოშობს 60-ს. ქორწინების რიცხვის გამრავლება 60-ზე შემთხვევითი არ არის, რადგან გამრავლების გარეშე სამყაროს აზრი ეკარგება. გარდა ამისა ბიბლიაშიც 6 წმინდა რიცხვად ითველება, რადგან ღმერთმა სწორედ მეექვსე დღეს დაასრულა სამყაროს შექმნა მეშვიდე დღეს კი დაისვენა.

http://4.bp.blogspot.com/-rjC80L_coLY/T2ROwwZiV_I/AAAAAAAAADQ/fka8_qYF1HE/s1600/large-six60square+(1).jpg
60 და 6

გარდა ამისა 360-ისა და 60-ის შეფარდებით მიღებულ ჯამს თუ გავამრავლებთ სტიქიათა რაოდენობაზე მივიღებთ პერიოდს, რომელიც სჭირდება მთვარეს ოთხივე ფაზის გასავლელად (360:60=6; 6*5=30), ხოლო თუ ავიყვანთ კვადრატში მივიღებთ 36-ს – პლატონური ქორწინების სიმბოლოს(6*6=36). 6-ის გამრავლებით 12-ზე კი მიიღება 72. 360-ის ერთი მეხუთედი(360*5=72) და გაორკეცებული ქორწინების ასაკი, რომელიც სავარაუდოდ მეორე თაობის გამრავლებად უნდა მოვიაზროთ. როგორც ვხედავთ ეს ციფრები კავშირშია ერთმანეთთან და შუმერული გავლენაც იგრძნობა პლატონურ შეხედულებებში, ისევე როგორც პითაგორელების ცნობილი ტრიადის ციფრების ნამრავლის ჯამში. საოცარია მაინც რა დაინახეს შუმერებმა, ბაბილონელებმა, ქალდეველებმა, ასირიელებმა, ებრაელებმა, ბერძნებმა, რომაელებმა და ა.შ ამ ციფრში ისეთი, რომ დღემდე ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყოველი საათი მათთან გვაკავშირებს.

მაგიურ რიცხვებს სხვაგვარად საკრალურ რიცხვებსაც უწოდებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება ციფრები 1-დან 9-მდე, 12; 13; 15; 27; 28; 30; 40; 50; 60; 65; 100; 111; 112; და 666 და ა.შ. თუ დაინტერესდებით, დანარჩენ ციფრებზეც დავდებ პოსტებს.

პოსტი ეყრდნობა შემდეგ სამეცნიერო ლიტერატურას:
ვ.სტრუვე – ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ. 1941წ.
გილგამეშიანი – შუმერული ეპოსი.
ა.კოღონია – რიცხვთა თეორია. თბ. 1961
პლატონი – ქრონიკები თბ. 1989

evelin_greis

წერა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ვიმედოვნებ მხოლოდ მე არ მომანიჭებს სიამვნებას ეს პროცესი :)

მსგავსი ამბები

Back to top button