გასართობისაკითხავისურათები

კარაკურტი (შავი ქვრივი) ნაწილი 1


ვაგრძელებ პოსტის წერას ობობების შესახებ. ამჯერად მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ობობაზე, რომლის შხამიც ჩხრიალა გველის ნაკბენზე საშიშია.

მას ეძახიან კარაკურტს. ეს ეხება მამრ ობობას, ხოლო მდედრს ვიცნობთ “შავი ქვრივი”-ის სახელით, რადგან საქორწილო რიტუალის შემდეგ მდედრი კლავს და შეექცევა მამრს.

კარაკურტებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იქ აქვთ, სადაც ცხელი ზაფხული და თბილი შემოდგომა იცის, ერთი სიტყვით მთელი უკრაინა, კავკასია, შუა აზია, სამხრეთი ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა, არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ირანი, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, ამერიკის კონტინენტი-პატაგონიიდან კანადის სამხრეთ შტატამდე.  ანუ მთელი ტროპიკულ, სუბტროპიკული და მათთან მიმდებარე ქვეყნები.

მამრი და მდედრი გარეგნულად არ ჰგვანან ერთმანეთს. მორთულობით მამრი განუვითარებელ მდედრს ჰგავს. არსებითად ასეც არის: მდედრი სანამ ზრდასრულ ასაკს მიაღწევდეს, ცხრაჯერ იცვლის კანს, მამრი კი შვიდჯერ, ასე რომ მას აკლია ორი კანის მოცვლა და შეფერილობის შესაბამისი ნიუანსები. მამრი მდედრთან შედარებით დაახლოებით ორჯერ პატარაა.

მარჯვნივ მამრი, მარცხნივ მდედრი

კარაკურტის კვერცხი 0,8-0,9 მილიგრამიანი ბურთულაა. პაწია შხამიანი ობობა რამდენიმე საათს ან ზოგჯერ მთელ დღე-ღამესაც კი ხარჯავს იქიდან გამოძრომაზე. იგი ნაზია, გამჭვირვალე, იმ კვერცხის ფერისაა, საიდანაც თვითონ იშვა. ფეხებს კი იქნევს, მაგრამ ჯერჯერობით არც ცოცვა შეუძლია, არც აბლაბუდის ქსოვა.

პაწაწინა ობობები
მაგრამ აი რამდენიმე დღის შემდეგ კანს იცვლის და გარდაიქმნება: ახლა უკვე შავია, (მართალია ერთბაშად კი არა, თანდათანობით შავდება. ამიტომ შემოდგომაზე გამოჩეკილი კარაკურტები გაუმუქებლად იზამთრებენ)  ოვალური მუცელი აქვს, ზედ ღია ფერის ლაქების სამი მწკრივია.

ეს ზემოდან. ქვემოთა მხარეზე კი ღია ნაცრისფერი ქვიშის საათის ფორმის საბედისწერო ნიშანია ( ასაკთან ერთად ისიც გაწითლდება). ღირსშესანიშნავი ნიშანია! ყურადღება მიაქციეთ: მის მიხედვით მაშინვე გაარჩევთ მდედრსა და მამრს! ოღონდ მოზრდილ მდედრს, რომელმაც ცხრაჯერ გამოიცვალა ქიტინოვანი ჯავშანი, ეს ნიშანი ცენტრში დაეჩრდილა და ორ განივ, წითელ ზოლად შერჩა.

ტყავის კიდევ ერთი განახლებით გარგნობა დიდად ეცვლება, მაგრამ ამ დროს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება: პაწია კარაკურტი პირველად მიდის სანადიროდ.

კიდევ და კიდევ იცვლიან კანს ობობები და მათ მუცელზე არსებული თეთრი ლაქები ნელ-ნელა უთმობს ადგილს მოძალებულ ნარინჯისფერს. ჯერ თეთრი სივრცის ცენტრში იჩენს ხოლმე თავს მოწითალო წერტილი, მერე იზრდება და სულ მალე ირგვლივ თეთრი ქობაღა რჩება.

მამრი კარაკურტი, რომელსაც, როგორც ჩანს მშვენივრად მიაჩნია ეს წამი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს თავის წითელ, თეთრქობიან ლაქებს.  იგი ხტუნვა-ხტუნვით, სწრაფად დარბის. შესახედავად გამხდარია, ოვალური მუცელი აქვს, მომცრო ზომისაა 4-7 მმ უფეხებოდ.

მდედრი უფრო შორს მიდის-შავდება და უკანასკნელი კანის მოცვლის შემდეგ ჩვეულებრივ არვითარი ლაქები არ აქვს, გარდა მუცელზე არსებული ორი წვრილი  მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყვითელი ზოლისა. იგი  სქელი და მოუქნელია: მაძღარი ტყის თხილისოდენაა, მშიერი და დაუძლურებლი კი ბარდას მარცვალს მიაგავს.

კარაკურტის სამოსი საერთოდ ძალზედ მრავალფეროვანი და ლამაზია. გარეგნობით სულაც არაა საშიში. პირიქით ძალზედ კოხტა ობობაა, რომელიც ბრელოკის მოდელადაც კი შეიძლება გამოდგეს. (გაგრძელება იქნება) 
 

თეგები

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Close
Close