უცნაური

მკვლელი ნივთები

c4c7118f4547

ანტიკვარიატით მოვაჭრე ფრანგებმა პრესის წარმომადგენლებს მიმართეს მეტად უცნაური თხოვნით: გაეფრთხილებინათ ანტიკვარიატით მოვაჭრე მაღაზიები და ძველი ნივთების მოყვარულები, რომ არავითარ შემთხვევაში არ ეყიდათ ძველი სარკე წითელი ხის ჩარჩოთი, რომელსაც ეწერა “ლუი აფრო, 1743 წელი” და თუ რაიმეს შეიტყობდნენ მის შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ პარიზის ანტიკვარიატით მოვაჭრეთა ასოციაციისათვის, ვინაიდან ის წარმოადგენს სიცოცხლისათვის რეალურ საფრთხეს.

ეს სარკე მდიდრულ გათლილ ჩარჩოში, მისი დამზადებიდან 265 წლის განმავლობაში გახდა 38 ადამიანის სიკვდილის მიზეზი. პარაფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სარკე კლავს ადამიანებს რაღაც თავისებურად, გამოყოფს გამოსხივებას , რომელიც იწვევს თავის ტვინში სისხლჩაქცევას. ვინაიდან ადამიანთა უმეტესი ნაწილი, რომლებიც იყურებოდნენ სარკეში გარდაიცვალნენ ინსულტის შედეგად. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, მკვლელი სარკის საიდუმლო არ იცის არავინ. თუ მას ვერ იპოვიან მან შეიძლება მოკლას კიდევ უამრავი ადამიანი.

ფრანგულ პრესაში დაწვრილებით აღწერილი იყო ამ სარკის ისტორიის შესახებ. განგაში ატყდა მას შემდეგ , რაც ის მოიპარეს პოლიციის განყოფილების საწყობიდან, რომელიც იქ იყო 1910 წლიდან, როცა ის გახდა 2 ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ეს იყო სარკის რიგით 37-ე და 38-ე მსხვერპლი. ქურდობა მოხდა 2006 წელს და მას შემდეგ სარკის შესახებ არაფერი არ ისმის. სანამ პოლიციის საწყობში მოხვდებოდა, ლამაზი ძველი სარკე დიდი ხნის გავმავლობაში იცვლიდა პატრონებს, რომელთათვისაც მას სიკვდილი მოჰქონდა. ის ყველამ დაივიწყა და ქურდობის ფაქტი შეიძლება არც შეემჩნიათ, რომ არა ერთი პროფესორი კრიმინალისტი, რომელმაც მოითხოვა სარკისათვის ფოტოების გადაღება, რათა ისინი ეჩვენებინა სტუდენტებისათვის ლექციაზე. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სარკე იქ აღარ არის . შესაძლოა სარკე უკვე გატეხილია და განადგურებული, მაგრამ თუ სარკე მთელია ის უკვე ჩადის ბოროტებას და ეძებს თავის მორიგ მსხვერპლს… (კარგად შეათვალიერეთ თქვენი ძველი სარკე სახლში)

ივონა ტიუსეს პორტრეტი

ჯეიმს ბინგს ჰქონდა ქურდის რეპუტაცია, რომელიც სპეციალიზირებული იყო ხელოვნების ნიმუშების ქურდობაზე. არსებობდა ეჭვი, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ სამი მძარცველიდან , რომლებიც შეძვრნენ ბელგიაში, ქალაქ ლეჟასთან ახლოს მდებარე სახლში და მოიპარეს ივონა ტიუსეს პორტრეტი, რომელიც 200 წლის უკან არის შექმნილი.

ცნობილია, რომ ივონა ტიუსე იყო უკანონო შვილი და ითვლებოდა ოჯახის სირცხვილად. ამის გამო მას გამოუყვეს ორი პატარა ოთახი სხვენში და აუკრძალეს სხვა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ლეგენდა მეტყველებს , რომ მისი ცხოვრება იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, ის გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა 1798 წელს კიბიდან გადმოვარდნის შედეგად . სიკვდილის შემდეგ მისი განრისხებული სული დასახლდა საკუთარ პორტრეტში. ქურდობის შემდეგ სახლის მეპატრონემ თავის ინტერვიუში განაცხადა: “ეს დაწყევლილი პორტრეტია . უფრო ზუსტად არა პორტრეტი, არამედ ივონა ტიუსეს მოჩვენება, რომელიც მის ერთადერთ სურათშია დაბუდებული. ის კლავს ყველას ვინც შეეხება მის გამოსახულებას, თითქოს ეშინია, რომ ვინმემ რაიმე არ ავნოს მას.” ქურდობიდან სამი დღის შემდეგ 30 წლის ჯეიმს ბინგის დასახიჩრებული და თავმოჭრილი გვამი იქნა ნაპოვნი მდინარეში სახლთან ახლოს . მკერდზე ამომწვარი ჰქონდა სიტყვა “ქურდი”. წაერთმია მისთვის სურათი და მოეკლა ის შეეძლო ნებისმიერ სხვა მძარცველს, მაგრამ რა საჭირო იყო სხეულის დასახიჩრება?

ბელგიური პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა: ” ვფიქრობ ნამდვილი მკვლელი გარდაიცვალა 200 წლის წინ. მე მჯერა ამ ლეგენდის. არსებობს მონაცემები, რომლების ამტკიცებენ , რომ მკვლელი ივონა ტიუსეა”

ჰიტლერის ნახატები

eb0d3a5a85de

2006 წელს რუსმა კოლექციონერმა შეიძინა ხუთი სურათი, რომელთა ავტორი თითქოსდა იყო ადოლფ ჰიტლერი. ეს მოხდა ბრიტანეთში, ქალაქ ლოსტუიზერში ჩატარებულ აუქციონზე , რომელზედაც გამოტანილი იყო 19 აკვარელი და ორი ესკიზი, ისინი იპოვეს 80-იან წლებში, ბელგიაში ერთ-ერთი სახლის სხვენში. ექსპერტები თვლიან , რო ისინი შესრულებულია ეფრეიტორ შიკლგრუბერის (მომავალი ფიურერის) მიერ, პირველი მსოფლიო ომის დროს . სურათები გატანილი იქნა სრულიად ლეგალურად ვინაიდან ევროკავშირმა დიდი დებატების შემდეგ უარი თქვა მიეღო კანონი ნაციზმის პროპაგანდის წინააღმდეგ. უცნობი კაცი, რუსეთიდან, რომელმაც არ ისურვა არავისთან ურთიერთობა გარდა აუქციონისტისა, დაამახსოვრდათ მუქი სათვალეებით და ყვითელი ზურგჩანთით, რომელზედაც სათამაშო დათვი ეკიდა. უცნაურმა კაცმა მხოლოდ ერთ ნამუშევარში გადაიხადა თითქმის 20 000 დოლარი. უცნობია რაში დასჭირდა ამ მამაკაცს ეს სურათები, მაგრამ ყველა საუბრობდა ერთ რამეზე, რომ ისინი ითვლებოდნენ “მკვლელ” სურათებად და მათ მფლობელებს თავს ხდებოდა უბედური შემთხვევები.

მსგავსი ამბები

Back to top button