არქივი

ალ-ქაიდას ტოპ 10 ტერორისტი ლიდერი

88ab54ea67b5
ამ პოსტში წარმოგიდგენთ ალ-ქაიდას ტოპ 10 ლიდერსა და წევრს, ყველასათვის ცნობილია რომ ტერორისტული თავდასხმები ყველაზე მეტად ამერიკაში ხდება, ამიტომ ამერიკამ დაიწყო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ. მან შეძლო ერთერთი ყველაზე ძლიერი დაჯგუფების ალ -ქაიდას ლიდერის ბინ ლადენის ლიკვიდაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს ალ-ქაიდას განადგურებას, იგი კიდევ აგრძლებს არსებობას.

 

1. Osama Bin Laden

88ab54ea67b5

ბინ ლადენი იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, ალბათ ყველამ ვიცით რომ მის მიერაა მოწყობილი 2001 წლის 11 სექტებმბრის ტერაქტი, რადაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იგი 2011 წლის 2 მაისს, ამერიკისა სპეცსამსახურებმა ისლამაბადის სიახლოვეს მოკლეს.

 2. Fazul Abdullah Mohammed

7d0368c8a887

იგი იყო ალ-ქაიდას ლიდერი აღმოსავლეთ აფრიკაში, გახლდათ ძალიან კვალიფიციური მეთაური. იგი თავისუფლად საუბრობდა მსოფლიოს 5 ენაზე. მის მიერ ორგანიზებულ თავდასხმებში რომლებსაც წარმატებით ასრულებდა, მრავალი ადამიანი დაიღუპა.

 3. Ilyas Kashmiri

bcd68c25b916

იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ალ-ქაიდას წევრი, მას ჰქონდა დიდი გამოცდილება ვინაიდან იყო სამხედრო მეთაური, ამბობდნენ იმასაც რომ ის ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ
ალ-ქაიდას ლიდერი გახდა . საბედნიეროდ ამერიკის შეერთებულ შტატების ძალებმა მოახერხა მისი ლიკვიდაცია 2011 წლის 3 ივნისს.

4. Abu Musab al-Zarqawi

c5039c8bf416

იგი იყო ყველაზე საშიში ტერორისტი , მისმა ორგანიზებულმა ტერორისტულმა ოპერიაციებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, ის ჯერ კიდევ 2006 წელს მოკლეს ამაერიკის შეერთებული შტატების ძალებმა დაბომბვის დროს.

 5. Mohammad Hasan khalil Al-Hakim

365dd43640f4

მას ალ-ქაიდას “ვარსკვლავს” უწოდებდნენ. აქვს მრავალი წიგნი დაწერილი ჯიჰადისთან დაკავშირებით, იგი 2006 წელს მოკლეს.

  6 . Sayeed al-Masri

b53d5cb51ff7

იგი იყო ალ-ქაიდის ფინანსების მმართველი, ის იმ ტერორისტთაგან ერთ-ერთია რომელიც ეწინააღმდეგებოდა 11 სექტემბრის ტერაქტის მოწყობას, რადგანაც ეშინოდა რომ ამერიკა მათ იერიშზე უფრო აქტიურად გადავიდოდა

 7. Rashid Rauf

c026c8a17906

ჯერ კიდევ უცნობია და დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა დადიოდა ჭორები რომ ის უკვე მკვდარი იყო, მართალია არ გახლდათ ალ-ქაიდას ლიდერი, თუმცა მის ანგარიშზე მრავალი თავდასხმის ორგანიზებაა,რომლებიც საუბედუროდ წარმატებით სრულდებოდა. ამ თავდასხმებიდან ერთ-ერთი იყო ტრანსატლანტიკური თვითმფრინავის ჩამოგდება. ის ამის გამო დააპატიმრეს, მაგრამ მტკიცებებულების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. მისი გვამი ჯერ არაა ნაპოვნი, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ჯერ კიდევ ცოცხალია.

 8. Midhat Mursi

614d40c57aea

ამ ადამიანს ბინ ლადენი ყველაზე მეტად ენდობოდა, ერთ-რთი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეგონათ რომ მოკლეს, თუმცა ის ცოცხალი აღმოჩნდა. მისი სიცოცხლე 2008 წელს დასრულდა ამერიკის მეშვეობით

 9. Muhammad Atef

27a07fd9e33b

ეს ადამიანი იყო მნიშვნელოვანი პირი ალ-ქაიადს იერარქიაში. ის იყო სამხედრო უფროსი. მისი მოკვლა იყო ამერიკის შეერთებული ძალების პირველი გამარჯვება ტერორიზმზე

 10. Abu Hamza Rabia

85de77cbe7d8

მისი ცხოვრების დეტალები და დანაშაულებრივი ქმედებები ნაკლებად იყო ცნობილი, თუმცა იგი იყო რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი. მან 2005 წელს თავი აიფეთქა, და მასთან ერთად მოკვდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე

მსგავსი ამბები

Back to top button