გასართობისაკითხავისასარგებლო

სტატიები და მორალი #2


გაგრძელება..

1. ფანჯარა, რომლიდანაც შევყურებთ სამყაროს….

ახალ სახლში გადავიდა ერთი წყვილი, ყოველ დღე , ცოლი იღვიძებდა გადახედავდა ფანჯრიდან მეზობლის აივანზე გაფენილ სარეცხს და თავის ქნევით ქმარს ეუბნებოდა,
– რა ჭუჭყიანი თეთრეულია, ან რეცხვა არ იციან ან საპონი არ უვარგათო,
ქმარი გაიღიმებდა და არაფერს ამბობდა,
ასე გავიდა რამდენიმე დღე, მეზობლის დარეცხილ სარეცხზე წუწუნში და ერთხელაც იღვიძებს ცოლი იხედება ფანჯარაში და გაოცებული შესძახებს ქმარს – შეხედე დღეს მათი დარეცხილი თეთრეული რა სუფთა და კრიალაა! ალბათ რეცხვა ისწავლეს
– არა , – უთხრა მეუღლემ, – უბრალოდ დღეს დილით ადრე ავდექი და ჩვენი ფანჯრის მინები გავწმინდე……მორალი- ასეა ცხოვრებაშიც, ყველაფერი დამოკიდებულია “ფანჯარაზე” (ჩვენს ხედვაზე) რომლიდანაც შევყურებთ სამყაროს…მოკლედ სანამ სხვის განსჯას და განკითხვას დავიწყებთ, ჯობია მანამდე ჩვენი გულის და განზრახვის სიწმინდეში დავრწმუნდეთ

2.  იგავი ლურსმნებზე

ერთ სოფელში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ფეთქებადი და თავშეუკავებელი ხასიათით იყო ცნობილი.
ერთ დღეს მამამ დაიბარა, მისცა ლურსმნებით სავსე ტომარა და უთხრა რომ ყოველდღე რამდენიც მრისხანებას ვერ მოთოკავდა იმდენი ლურსმანი დაეჭედა ღობეზე.
პირველ დღეს ღობეს რამდენიმე ათეული ლურსმანი მიემატა.
მომდევნო კვირის განმავლობაში ყმაწვილმა ისწავლა თავის მოთოკვა და შესაბამისად ყოველდღიურად მცირდებოდა ახალი ლურსმნების რაოდენობა. ერთხელაც დადგა ისეთი დღე როდესაც ახალგაზრდა სრულიად მშვიდი და აუღელვებული იყო .
გახარებული მამასთან მივიდა და მოახსენა ეს ამბავი. კმაყოფილმა მამამ ახალი დავალება მისცა ,რამდენი დღეც შესძლებ მრისხანება აკონტროლო იმდენი ლურსმნის ამოღება შეგიძლია ღობიდანო.  გავიდა დრო და დადგა ისეთი დღე როდესაც ყმაწვილმა ამცნო მამას რომ მათი სახლის ღობეზე არც ერთი ლურსმანი აღარ დარჩა. მამამ შვილი ღობესთან მიიყვანა და უთხრა ” ვხედავ კარგად გიმუშავია საკუთარ თავზე და ვამაყობ შენით მაგრამ ხედავ რამდენი ცარიელი ხვრელია ლურსმნებისგან დარჩენილი?
ღობე ისეთი აღარასდროს იქნება როგორიც თავდაპირველად იყო, როდესაც თავს ვერ გააკონტროლებ და ადამიანს აწყენინებ მის გულში ამ ხვრელების მსგავსი იარები გაჩნდება და შემდეგ მნიშვნელობა აღარ ააქვს რამდენჯერ მოუხდი ამ ადამიანს ბოდიშს – იარები რჩება სამუდამოდ.

3. ვაშლებით სავსე კალათა

ერთ დღეს შეიძინა კაცმა თავისთვის ახალი სახლი დიდი და ლამაზი ,რომელსაც არნახული სილამაზის ბაღი ქონდა.
მეზობლად ძველ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა ბოროტი, შურიანი მოხუცი რომელიც ყოველდღიურად ცდილობდა ახალი მეზობლისთვის ხასიათი გაეფუჭებინა:
ხან ნაგავს დაუყრიდა ჭიშკართან ხან რაიმე სხვა სისაძაგლეს მოიგონებდა.
ერთ დილას გამოდის აივანზე კეთილი კაცი და ხედავს ნარჩენებით , ნაგვით სავსე კალათასმშვიდად გაასუფთავა კალათა გააპრიალა და გაავსო ყველაზე საუკეთესო ,მწიფე და წითელ წითელი ვაშლებით თავისი მშვენიერი ბაღიდან და გულღრძო მეზობლისკენ გაეშურა.კარზე კაკუნის ხმა რომ შემოესმა ბოროტ კაცს გაუხარდა ,იფიქრა როგორც იქნა გავამწარე მეზობელიო , კარი გააღო მოსალოდნელი ჩხუბის და დავიდარაბის იმედად მაგრამ ამ დროს სტუმარმა ვაშლებით სავსე კალათა მიაწოდა და უთხრა – ” ვინც რითია მდიდარი იმას უნაწილებს სხვასო”

წყარო:  astrologia.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close