საკითხავისასარგებლოსურათები

მომღერალი მღვიმე დიდ ბრიტანეთში

ეს ცნობილი ზღვის მღვიმე მდებარეობს პატარა კუნძულ “სტაფ”-ზე, რომელიც მდებარეობს შოტლანდიურ სანაპიროზე დიდ ბრიტანეთში. კუნძულის სიგრძე არის 1 კილომეტრი და ნახევარი კილომეტრი სიგანეში. გადაუღებელმა წვიმებითა და ზღვის ტალღებით ამ პატარა მიწის ნაკვეთზე გაიბურღა გამოქვაბულების მთელი სისტემა. მათ შორის ყველაზე დიდს დაარქვეს სახელი “ფინგალი” ირლანდიელი გმირის საპატივცემულოდ.

სტაფის კუნძული – ყველაზე პატარა კუნძულია, რომელიც არის ჰერბიდის კუნძულის ნაწილი. მისი ფართობი მხოლოდ 33 ჰექტარია, ხოლო ყველაზე მაღალი მწვერვალი არის ზღვის დონიდან 42 მეტრზე. კუნძული გახდა ცნობილი 1722 წელს, როცა კუნძულზე ჩავიდა ცნობილი ინგლისელი ნატურალისტი ჯოზეფ ბენკსი (1743 – 1820), რომელიც აღწერილია ფინგალის მღვიმეებში.

ერთ–ერთი ყველაზე ნათელი თვისება კუნძული “სტაფ”-ის, რომელიც უცბად გხვდება თვალში არის ბუნებრივი ბაზალტის სვეტები, საოცრად რეგულარული ფორმით. სვეტების უმეტესობას აქვს ექვსკუთხედის ფორმა, ასევე არის 3 კუთხა და 8 კუთხაც. ეს არაჩვეულებრივი ფორმები მიიღეს მათ ვულკანური ლავის კრისტალიზაციის ხანგრძლივი პროცესით

ფინგალის მღვიმის ძირითადი დარბაზის სიგრძე არის 75 მეტრი, სიგანე 20 მეტრი და სიმაღლე 14 მეტრი. გეალურ ენაზე ამ მღვიმეს უწოდებდნენ უამ-ბინ-ს (მომღერალი მღვიმე). ის ატარებს ეპიკური გმირის სახელს (ფინა მაკულა). ირლანდიული ლეგენდების საფუძველზე გიგანტმა ფინგალმა ააშენა დამბა, რომელიც აერთიანებდა შოტლანდიას და ირლანდიას.

ფინგალის მღვიმეში არის ვიწრო გზა, რომელიც გარშემორტყმულია ბაზალტის კოლონადებით. მღვიმის შესასვლელი იმდენად ვიწროა, რომ ნავით შესვლა შეუძლებელია.

მღვიმის უდიდესი დარბაზი იმეორებს ხმებს რამოდენიმეჯერ და მთელი მღვიმე სიტყვასიტყვით მღერის, რათა გაამართლოს თავისი ძველი დასახელება Uamh-Binn – “მომღერალი მღვიმე”.

მას შემდეგ , რაც 1722 წელს ნატურალისტი ჯოზეფ ბენკსმა აღწერა ფინგალის მღვიმე, აქ იმყოფებოდა დედოფალი ვიქტორია, ვალტერ სკოტი, უილიამ ვორდსვორტი, ჯონ კიტსი, ალფრედ ტენისოვი და თავად ჯიულ ვერნიც.

როდესაც კომპოზიტორი ფელიქს მენდელსონი 1829 წელს ეწვია მღვიმეს, ის იმდენად განცვიფრებული იყო ნანახით თუ როგორ თამაშობდა ექო დარბაზებში, რომ მას შთააგონა დაეწერა უვერტიურა სახელწოდებით “გებრიდი ან ფინგალის მღვიმე”.

ფინგალი კელტური ეპოქის ერთ–ერთი საყვარელი გმირია. ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად ის ებრძოდა გიგანტურ ბენანდემორს, ააგო უზარმაზარი ხიდი-კაშხალი, ბრძოლის წინ მიწვა მოსასვენებად. სანამ მას ეძინა, გიგანტი ეძებდა მის მოწინააღმდეგეს და თვითონ მოვიდა მასთან სახლში ხიდი-კაშხალთან. მაგრამ ფინგალის მეუღლემ “უნახმა” მოატყუა გიგანტი. მან მიანიშნა მძინარე ფინგანისკენ, რომელსაც ეფარა გადასაფარებელი, და უთხრა, რომ ეს არის მისიი ახლად დაბადებული ვაჟი და რომ ფინგანი სახლში არ არის. როდესაც დაინახა გიგანტური “ბავშვი”, გიგანტმა განიცადა ისეთი ტერორი, რომ გაიქცა და გაანადგურა კაშხალი.

არსებობს ამ ლეგენდის რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ ყველა ვერსია მთავრდება ერთნაირად – ფინგალის მშიშარი მოწინააღმდეგის გაქცევით და კაშხალის განადგურებით

ფინგალის მღვიმე – ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც არსებობს ასეთი საოცარი ბაზალტის სვეტები. 40 000-მდე ერთმანეთთან შეერთებული სვეტებისგან შედგება გზა, სადაც დადიოდნენ გიგანტები (რომელიც იყო ასევე კოშხალის ნაწილი, რომელიც ააშენა ფინგალმა) ანტრიმის საგრაფოს სანაპირო ზოლში, რომელიც მდებარეობს ირლანდიის ჩრდილო აღმოსავლეთით

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close