გასართობისაკითხავიუცნაური

ალენ გინზბერგი – ამერიკა


გინზბერგის მეტად საინტერესო ლექსი : )

ამერიკა, ყველაფერი შენ მოგეცი, ახლა უკვე არაფერი ვარ.
ამერიკა, 2 დოლარი და 27 ცენტი, 1956.
საკუთარი გონება მძულს, გული მერევა.
ამერიკა, როდის მორჩები ჰუმანურ ომებს?
მიდი, ეგ შენი ატომური ბომბი უკან გაირტყი.
ვერა ვარ კარგად, ნუ შემაწუხებ.
ლექსებს არ დავწერ, სანამ სურვილი არ გამიჩნდება.
ამერიკა, როდის გახდები ანგელოზური?
როდის გაიხდი შენს ტანსაცმელს?
საფლავიდან როდის შეხედავ საკუთარ თავს?
როდის გახდები მილიონი ტროცკისტის ღირსი?
ამერიკა, რატომ წალეკა ცრემლმა შენი ბიბლიოთეკები?
ამერიკა, როდის გაგზავნი საკუთარ კვერცხებს ინდოეთში?
გულს მირევს შენი გიჟური მოთხოვნები.
როდის მომცემენ სუპერმარკეტში პროდუქტებს ჩემი ლამაზი თვალებისათვის?
ამერიკა, ბოლო-ბოლო მე და შენ ვართ სრულყოფილნი და არა საიქიო.
შენი მექანიზმები ჭკუიდან მშლის!
შენ გამოა, წმინდანობა რომ მომინდა.
ალბათ, ამ დავის მოსაგვარებლად სხვა გზაც არსებობს.
ბეროუზი ტანჯერშია და არა მგონია უკან დაბრუნდეს.
ნუთუ მართლა ბოროტი ხარ, თუ უბრალოდ, ასე ხუმრობ?
ვცდილობ, სათქმელი ბოლომდე გითხრა.
ჩემს სიგიჟეზე უარს არ ვიტყვი.
ამერიკა, ნუ გამიხურე, კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ.
ამერიკა, ქლიავს ცვივა თეთრი ყვავილი.
რამდენი თვეა, გაზეთები არ წამიკითხავს.
ვიღაცას ყოველდღე ასამართლებენ მკვლელობისათვის.
ამერიკა, იცი როგორ მეცოდება მერყევი ხალხი?
ამერიკა, ბაცშვობაში კომუნისტი ვიყავი და არ ვნანობ.
მარიხუანას მოწევის შანსს არ ვმაზავ.
გაუთავებლად ვზივარ შინ და ვარდებს ვუყურებ, კარადებში გამოკეტილებს.
ჩაინათაუნში სულ ვთვრები, თუმცა ფეხებსაც ვერ მომჭამენ.
მე გადავწყვიტე, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.
უნდა გენახა მარქსს როგორ ვკითხულობდი.
ჩემი ფსიქოანალიტიკოსი ჯანმრთელად მთვლის.
უფლის ლოცვებს აღარ წარმოვთქვამ.
მაქვს მისტიკური ხილვები და კოსმიური ვიბრაციები.
ამერიკა, ჯერ არ მითქვამს, რა უქენი ძია მაქსს, როცა იგი რუსეთიდან აქ გადმოსახლდა.
მე შენ მოგმართავ!
რაო, შენს ემოციურ ცხოვრებას
ჟურნალ ,,თაიმსს” ჩაუგდებ ხელში?
მაგ ჟურნალზე უკვე მაბოდებს.
ყოველ კვირადღეს ვკითხულობ.
მისი ყდები მე მიყურებენ, როცა კანფეტების მაღაზიასთან მივიძურწები.
ბერკლის საჯარო ბიბლიოთეკის სარდაფშიც მაგას ვკითხულობ.
მასში ყოველთვის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ.
ბიზნესმენები სერიოზული ხალხია.
კინოპროდიუსერები სერიოზული ხალხია.
ჩემს გარდა ყველა სერიოზულია.
და უცებ ვხვდები, რომ ამერიკა მე თვითონა ვარ.
ისევ საკუთარ თავთან ვსაუბრობ.
აზია ჩემს წინააღმდეგ მოიწევს.
ჩინელის შანსი აღარ მაქვს.
ჯობს, ჩემს ეროვნულ რესურსებს გადავხედო.
აი ასეთი რესურსები მაქვს:
ორი მასტერკა მარიხუანა, მილიონობით გენიტალია და სრულიად დაუბეჭდავი ინტიმური ლიტერატურა,რომელიც
საათსი 1400 მილის სიჩქარით დაქრის ოცდახუთი ათას სიგიჟეში.
არაფერს ვამბობ ჩემს ციხეებზე და მილიონობით
ღატაკზე, ხუთასი მზის სინათლის ქვეშ ჩემს ქოთნებში რომ იზრდებიან.
საფრანგეთში ბორდელები გავაუქმე, ახლა თანჯერის რიგი მოვიდა.
მე ვოცნებობ პრეზიდენტობაზე,
თუმცა, ვიცი კათოლიკე ვარ.
ამერიკა, როგორ მოგიძღვნა ასეთ სულელს წმინდა ლიტანია?
ჰენრი ფორდივით გავაგრძელებ
ჩემი სტროფები მისი ავტომობილებივით არ ჰგავს ერთმანეთს.
ყველა სხვადასხვა სქესისაა.
ამერიკა, სტროფს 2500 დოლარად მოგყიდი,
ძველი ნაცნობობით 500-სს დაგიკლებ.
ამერიკა, ხელი გაუშვი ტომ მუნის,
ამერიკა დაიფარე ესპანელი ლოიალისტები.
ამერიკა, აკო და ვანძეტი არ უნდა მოკვდნენ,
ამერიკა, მე სკოტსბოროელი ბიჭებიდან ერთ-ერთი ვარ.
ამერიკა, შვიდი წლისა დედამ კომუნისტების შეკრებაზე წამიყვანა,
სადაც თითო ბილეთში თითო მუჭა თხილი მოგვცეს.
ბილეთი ხუთი ცენტი ღირდა…
სიტყვით გამოსვლა_თავისუფალი.
ყველანი ერთად ანგელოზებად ქცეულიყვნენ და
ყველას ეცოდებოდა მუშათა კლასი და
სულ ყველა გულწრფელი იყო.
აზრზე არა ხარ რა მაგარი შეხვედრა გვქონდა.
1835-ში სკოტ ნიარინგი დიდებული მოხუცი იყო ნამდვილი მენსი,
დედილო ბლურმა ამატირა
ერთხელ ისრაელის თვითმფრინავებს მოვკარი თვალი.
ყველა ჯაშუში იქნებოდა.
ამერიკა,
შენ სულაც არ გინდა ომში წასვლა.
ამერიკა, ეგ სულ ცუდი რუსების ბრალია.
ეგ რუსები.. ეგ რუსები და ჩინელები..
და ეგ რუსები.
მაგ რუსეთს ჩვენი ცოცხლად შეჭმა სურს.
მაგ რუსეთს გიჟური ძალა აქვს.
ჩვენი ფარეხებიდან მანქანების გამოყვანა უნდა.
უნდა, ჩიკაგოს წაავლოს ხელი.
სჭირდება წითელ მკითხველთა დაიჯესტი.
ჩვენი ავტოქარხნები ციმბირში უნდა გადაიტანოს.
მაგათი დიდი ბიუროკრატია ჩვენს ბერზინგასამართ სადგურებს მართავს.
დიდი შავი ზანგებიც უყვართ. ჰა ჰა!
გვაიძულებენ ყოველდღე თექვსმეტი საათი ვიმუშაოთ.
მიშველეთ!!!
ამერიკა, მე არ ვხუმრობ.
ამერიკა, ელევიზორის ყურებით სწორედ ესეთი შთაბეჭდილება მრჩება.
ამერიკა, მართლა ასეა?
ჯობს, მუშაობას მოვკიდო ხელი.
ჯარში წასვლა ან ქარხანაში ჩარხთან დგომა არ მაწყობს,
ახლომხედველი და ფსიქოპათი ვარ ბოლო-ბოლო.
ჩემს დაქანცულ მხარს საჭეს მივაყრდნობ, ამერიკა.

ბერკლი, 17 იანვარი, 1956.

თარგმანი დათო გაბუნიასი.

ერთი-ორგან ცოტა უხერხული სიტყვებია, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი : )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close