არქივი

პიტერ სატქლიფი

9ca485e88b53

პიტერ სატქლიფი, ბრიტანელი სერიული მკვლელი.

დაიბადა 1946 წლის 2 იანვარს, იორკშირის საგრაფოში. ის ნაადრევად დაიბადა, რამაც გამოიწვია მისი სისუსტე. ჰყავდა 5 და-ძმა, მაგრამ დედას გამორჩეული ჰყავდა. ის არ იყო კონფლიქტური ადამიანი.

ერთხელ პიტერს სკოლაში კამათი მოუვიდა და სცემეს. ამის შემდეგ მამამისმა ის აიძულა, დაკავებულიყო კულტურიზმით. როდესაც მას 15 წელი შეუსრულდა, სკოლა დატოვა. მან დაიწყო მუშაობა ქარხანაში მამასთან ერთად. პიტერი სულ აგვიანებდა სამსახურში და ყოველთვის ცდილობდა, ადრე წასულიყო ქარხნიდან, რის შედეგადაც მან 10 თვის შემდეგ სამუშაო დატოვა. ამის შემდეგ ის მესაფლავედ მუშაობდა სამი წლის განმავლობაში, რაც მას ძალიან მოსწონდა. თუმცა მამამისის დაძალებით ეს სამუშაო მიატოვა და მანქანების შეკეთება დაიწყო. მაგრამ ამ სამუშაოზეც ვერ გაძლო და ერთი წლის შემდეგ ისევ სასაფლაოზე დაბრუნდა.

პიტერს ძალიან შეუყვარდა მანქანები, მან მატოციკლეტი იყიდა. 21 წლის ასაკში ის შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს სონია ცურმას, რომელსაც ჩეხი და უკრაინელი მშობლები ყავდა. 1974 წლის 10 აგვისტოს მან შეირთო ცოლი, რომელიც საავადმყოფოში მუშაობდა. ის კვირაში ერთხელ ღამით მუშაობდა და სწორედ მაშინ გადიოდა მისი მეუღლე სანადიროდ.

 

მკვლელობები

მისი პირველი მსხვერპლი 1975 წლის 30 ოქტომბერს გახდა 28 წლის ვილმა მაკკენი. ის 14 წლიდან იყო მეძავი და 29 ოქტომბრის ღამეს თავის სამუშაოზე იყო. როდესაც ის სახლში არ დაბრუნდა, მისი 9 წლის შვილი მივიდა პოლიციაში. მაკკენის გვამი მისი სახლიდან 100 მეტრში აღმოაჩინეს. მას ჯერ თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს, შემდეგ კი დანით მოკლეს.

5 წლის განმავლობაში სატქლიფმა კიდევ 12 მეძავი მოკლა.

ის დაიჭირეს 1981 წლის 2 იანვარს, ავტოსაგზაო წესების დარღვევისათვის. პოლიციამ მის მანქანაში სამხილები აღმოაჩინა, რაც მიანიშნებდა, რომ ის მკვლელი იყო. ამის შემდეგ პიტერმა დანაშაული აღიარა.

 

სასამართლო

სასამართლოზე მისი შეშლილად შერაცხვა უნდოდათ, მაგრამ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2005 წელს პატიმრობაში მყოფმა პიტერმა განაცხადა, რომ ის აპირებს დაწეროს წიგნი, სადაც თავისი მკვლელობები ექნება აღწერილი.

 

წყარო:http://maniakebi.blogspot.com/

 

მსგავსი ამბები

Back to top button