საკითხავისამხედროსასარგებლო

მეორე მსოფლიო ომის ტოპ 10 გენერალი


გადავწყვიტე, ეს პოსტი ისევ მეორე მსოფლიო ომს დავუთმო, ამ პოსტში ნახავთ მეორე მსოფლიო ომის ტოპ ათ გენერალს. ბოდიშს ვიხდი მწირი ინფორმაციისთვის, იმედია მომიტევებთ…

1.ერვინ რომელი (1891-1944)

ამ ადამიანს ჰიტლერმა 1941 წელს გენერალ ლეიტენანტის წოდება მიანიჭა, სწორედ ამ დროიდან იწყება მისი წარმატებული მოღვაწეობა შეიარაღებულ ძალებში, მას მრავალ ომში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და ბევრჯერაც მის სასიკეთოდ მთავრდებოდა. წოდების მინიჭებისთანავე ის აფრიკაში გაგზავნეს, სადაც ინგლისურ შეანაერთებს ებრძოდა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. მისი დევიზი იყო ”მტერთან შეტაკებისას არცერთი წინასწარი გეგმა არ ამართლებს”. იგი სიტუაციის გარკვევის საოცრად სწრაფი უნარით და ელვისებური რეაქციით გამოირჩეოდა. სწორედ იქ შეარქვეს მას ზედმეტსახელი “უდაბნოს მელა”. ომის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა

2.ერიკ ვონ მანსტეინი (1887-1973)

მანსტეინი იყო გერმანელი ფედმარშალი , მას მრავალ ბრძოლაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და მრავალი გამარჯვება აქვს მოპოვებული. იგი გამოირჩეოდა სტრატეგიულობით

3. ჯორჯ პატონი (1885-1945)

პატონი იყო უდიდესი გენერალი მეორე მსოფლიო ომის დროს. მას ნაცისტების წინააღმდეგ მრავალი ბრძოლა ჰქონდა მოგებული, 1944 წელს მიიღო ბრძანება ამერიკის შეერთებული შტატების მესამე არმიაში გადასვლის შესახებ, სადაც მრავალი ბრძოლის მოგება შეძლო.

4.დაგლეს მეკარტური (1880-1964)

მეკარტური იყო ამერიკის არმიის საპატიო გენარალი. იგი იბრძოდა ამერიკა-იაპონიის ომში. მამამისი პირველი მსოფლიო ომის გენერალი იყო .

5. ბერნარდ მონტგომერი (1908-1958)

მონტგომერი იყო ოფიცერი. ეს ადამიანი იბრძოდა როგორც პირველი მსოფლიო ომის, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროსაც. ის მეთაურობდა მოკავშირეთა სახმელეთო ძალებს ნორმანდიის ბრძოლაში ერვინ რომელის წინააღმდეგ, თუმცა იმ ბრძოლაში იგი დამარცხდა. მიუხედავად ამ დამარცხებისა, მას მრავალი ბრძოლა ჰქონდა მოგებული

6.გაი სიმონდსი (1903-1974)

იგი იყო კანადის არმიის ოფიცერი. იგი მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ახალგაზრდა ოფიცერი იყო.

7.კონსტანტინე როკოსოვსკი (1885-1957)

კონსტანტინე როკოსოვსკი იყო საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლონეთის და საბჭოთა კავშირის მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრი 1949-1953 წლებში. ის იყო გამორჩეული მოღვაწე და გააჩნდა დიდი სამხედრო ცოდნა. როკოსოვსკის სარდლობის ქვეშ მყოფი ჯარები წარმატებით მოქმედებდნენ სმოლენსკის ბრძოლაში, მოსკოვის, სტალინგრადის, კურსკის ბრძოლებში. ბელორუსიის, აღმოსავლეთ პრუსიის, აღმოსავლეთ პომერანიის, ბერლინის ოპერაციებში.

სწორედ მისი სარდლობით მოახდინეს კონტრშეტევა სტალინგრადის გასანთავისუფლებლად, სადაც ალყაში მოაქციეს 300.000 გერმანელი და ლიკვიდაცია გაუკეთეს

8. გრეგორ ზუკოვი

ზუკოვი იყო რუსეთის წითელი არმიის ოფიცერი, მან დიდი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში. იგი იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან ნაცისტების წინააღმდეგ და დიდ წარმატებასაც მიაღწია.

9. იამამოტო (1884-1943)

ის იყო იაპონიის ფლოტის მთავარსარდალი. იგი იბრძოდა მრავალ მნიშვნელოვან ბრძოლაში იაპონიის ამერიკისაგან დასახსნელად.

10. იამაშიტა (1885-1946)

ეს იყო იაპონიის იმპერატორის არმიის უდიდესი გენერალი. ის ცნობილი გახდა იმით, რომ დაიპყრო ბრიტანული კოლონიები, სინგაპური და სხვა. ერთ-ერთი საიდუმლო მიისის დროს ის შეხვდა ჰიტლერსა და მუსოლინს.

იგი 1946 წელს სიკვდილით დასჯეს.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close