საკითხავისასარგებლოუცნაური

სამფეხა ადამიანი.


სრულიადში მოგიყვებით სამფეხა ფრანჩესკო ლენტინზე

ფრანჩესკო ლენტინი დაიბადა 1899 წელს სიცილიაში. მისი ტყუპისცალი ძმა დაბადებული იყო ფრენკის ხერხემალზე , ერთი ფეხით და სასქესო ორგანოთი. აგრეთვე მე-3 ფეხს ემატებოდა მე-4 დეფორმირებული ტერფი. ასე რომ ფრანჩესკო ლენტინის ქონდა 3 ფეხი , 4 ტერფი , 16 ფეხის თითი და 2 სასქესო ორგანო. კიდევ ერთი უბედურება ის იყო, რომ მისი ფეხები სხვადასხვა ზომის იყო.

ბავშვობაში ლენტინს ეზიზღებოდა თავისი ზედმეტი კიდურები, რომლებიც სიკვდილამდე ექნებოდა მას , იმიტომ რომ ექიმები არ აპირებდნენ მესამე კიდურის მოცილებას. დედ-მამამ უარყვეს თავიანთი შვილი , ლენტინი იზრდებოდა დეიდასთან, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ეს “უნიკალური არსება” ინტერნატში ჩააბარა. იქ ლენტინიმ გაიგო, რომ არიან ბავშვები, რომლებიც მასზე მეტად იტანჯებიან, რომელთაც ფეხები საერთოდ არ აქვთ. ამან მოტივაცია მისცა ლენტინს, ემუშავა თავის თავზე და შედეგად ლენტინმა არამარტო სიარული ისწავლა 3 ფეხზე, არამედ სირბილიც, ლახტზე ხტუნვაც, ველოსიპედით სეირნობაც და ცხენით ჯირითი. 8 წლის ლენტინი სიცილიის ემიგრანტებთან ერთად მოხვდა ამერიკაში, სადაც ის შევიდა ცირკში. ხალხი აღფრთოვანებული იყო მისი იუმორის გრძნობითა და მისი სისხარტით. ხოლო ფეხბურთის ბურთის ნომერი ყველას აოცებდა და ყვირილს იწვევდა ხალხში – 2 ფეხით დარბოდა, ხოლო მე-3 ბურთს ურტყამდა. წლებთან მომატებასთან ერთად მისი ფიზიკური ანომალია გადავიდა მე-2 პლანზე – პუბლიკას ძალიან უყვარდა ლენტინი აგრეთვე კოლეგებსაც. ლენტინი აგრეთვე იყო ძალიან კარგი მოსაუბრე. ფრენჩესკო ლენტინი დაქორწინებულიც იყო ვინმე ტერეზა მიურეიზე და ყავდა 4 ჯანმრთელი შვილი. ფრანჩესკო ლენტინი დაიღუპა 1966 წელს. მისი სიცოცხლის მაძილზე მან 40 წელიწადი იმუშავა ამერიკულ ცირკებში.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close