არქივი

ყველაზე საინტერესო და უცნაური დამთხვევები მსოფლიო ისტორიაში

image

ცხოვრებაში ხშირად ხდება უცნაური, საინტერესო, აუხსნელი მოვლენები და დამთხვევები, რომლებიც განსაზღრვავენ ადამიანების ბედს და მათი ახსნა მხოლოდ მისტიკის საშუალებით თუ შეიძლება. მოდით გავიხსენოთ ცნობილი თუ უცნობი ადამიანების ბედისწერის განმსაზღვრელი რამოდენიმე ასეთი დამთხვევა.

 

image



1. ლი ჰარვი ოსვალდი და ჯონ კენედი

 

image

 

პრეზიდენტ კენედის სიკვდილამდე სულ ერთი თვით ადრე ლი ოსვალდმა მუშაობა დაიწყო ტეხასის სასკოლო წიგნთსაცავში. შემდგომში სწორედ ეს ადგილი ამოირჩია მან კენედის მკვლელობის ორგანიზებისათვის და ამ შენობის სხვენიდან განახორციელა საუკუნის გასროლა. საინტერესოა, როგორ წარიმართებოდა გარემოებები, მისთვის რომ ამ სამსახურზე უარი ეთქვათ?



2. ევინ ბუტი და რობერტ ლინკოლნი

 

image

 

აბრაამ ლინკონის სიკვდილამდე ცოტაოდენი ხნით ადრე მისი შვილი რობერტი სამოგზაუროდ გაეშურა ნიუ-ჯერსიში. როცა მატარებელი დაიძრა, ვაგონის კიბეზე მდგომმა რობერტმა თავი ვერ შეიკავა და ძირს გადმოვარდა. საბედნიეროდ, მას ერთ-ერთმა მგზავრმა დროზე სტაცა ხელი საყელოში და უკან აათრია, თორემ ახალგაზრდა ლინკოლნი ნამდვილად მატარებლის წერა გახდებოდა.

მისი მხსნელი აღმოჩნდა ვინმე ედვინ ბუტი, ამერიკელი მსახიობი და ჯონ ბუტის ძმა, სწორედ იმ ჯონ ბუტისა, რომელმაც სულ მალე პრეზიდენტი ლინკოლნი სიცოცხლეს გამოასალმა.



3. გავრილო პრინციპი და ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი

 

image

 

ბოსნიელმა სერბმა რევოლუციონერმა გავრილო პრინციპიმ სრულიად უჩვეულო შემთხვევითობის წყალობით მოახერხა ავსტრიელი ერცჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მოკვლა.

როცა მკვლელობის პირველი ცდა სრული კრახით დამთავრდა, მაშინ რადიკალმა გადაწყვიტა საქმისათვის თავად მოეკიდა ხელი.

ერთხელ, როცა ფერდინანდი მეუღლესთან ერთად შეხვედრაზე მიემგზავრებოდა, ავტომობილის მძღოლს გზა შეეშალა და წამით შეჩერდა, რომ მანქანა მოებრუნებინა. სწორედ ამ წამიერი შეჩერებით ისარგებლა მკვლელმა და თავისი ბინძური მისია განახორციელა.

მძღოლს რომ გზა არ შეშლოდა, მანქანა არ გაეჩერებინა და გავრილო პრინციპის სროლის საშუალება არ ჰქონოდა, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომი სულაც არ დაწყებულიყო.



4. ჯეიმს დინი და მისი ავტომობილი

 

image

 

ჯეიმს დინი იყო ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი გასული საუკუნის შუა ხანებში. ის დაიღუპა 1955 წელს, როცა თავისი კაბრიოლეტით Porsche Spyder მოჰყვა საშინელ საავტომობილო კატასტროფაში. დინს ძალიან უყვარდა თავისი ავტო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა წლების განმავლობაში თესავდა სიკვდილს. ეს პროცესი არც ავარიის შემდეგ არ შენელებულა:

 

ყველაფერი, რაც ამ ძვირფასი ავტომობილიდან გადარჩა, მიიტანეს სახელოსნოს გარაჟში. უცნობი მიზეზების გამო ჯართად ქცეული მანქანა მისაბმელიდან გადმოვარდა და ერთი მუშა სასიკვდილოდ დაასახიჩრა.

 

უილიამ ერშიკმა, ცნობილმა ქირურგმა, თავის სპორტულ მანქანაზე დააყენა Porsche Spyder-ის ძრავა. ერთ-ერთი სპორტული შეჯიბრების დროს მანქანამ მართვა დაკარგა და დაიმტვრა. ერშიკის გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

სხვათა შორის, ძალიან ბევრს უნდოდა ცნობილი Porsche-

აღდგენა, მაგრამ გარაჟს, სადაც მას არემონტებდნენ, უცნობი მიზეზების გამო ცეცხლი გაუჩნდა და ის ბოლომდე დაიწვა. საინტერესოა, მაგრამ მანქანას არაფერი მოსვლია.

 

აღდგენის შემდეგ ავტომობილი გამოფინეს საკრამენტოს ავტომობილების გამოფენაზე. ავტომობილი პოდიუმიდან გადმოვარდა და იქვე მყოფი მოზარდი სასიკვდილოდ დაასახიჩრა.



“დაწყევლილი ავტომობილის”- როგორც მას უწოდებდნენ, დასასრული დადგა 1959 წელს, როცა ის სრულიად უცნობი მიზეზების გამო 11 ნაწილად დაიშალა.



5. მარკ ტვენი და კომეტა გალეა

 

image

 

მწერალი მარკ ტვენი 1835 წელს დაიბადა იმ დღეს, როცა დედამიწას გვერდი ჩაუარა კომეტა გალეამ. მწერლის გარდაცვალების დღეს, 1910 წელს, კომეტა ისევ დედამიწასთან ახლოს აღმოჩნდა, რაც საუკუნეში ერთხელ ხდება და რასაც წინასწარმეტყველებდა თავად მწერალი.

 

6. “ტიტანიკი” და ”ტიტანი”

 

image

 

წლების წინ, მანამ, სანამ “ტიტანიკი” თავის სამუდამო განსასვენებელს ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჰპოვებდა, მწერალმა მორგან რობერტსონმა დაწერა რომანი

“უფსკრული”, რომელშიც აღწერა უზარმაზარი ხომალდის ჩაძირვა, ხომალდისა, რომელიც წვეთი წყალივით ჰგავდა “ტიტანიკს”. ჩაუძირავი “ტიტანი”( ასე ერქვა მწერლის რომანში ხომალდს) დაეჯახა აისბერგს და ჩაიძირა, დაიღუპა რა მგზავრების უმეტესი ნაწილი.

კიდევ ერთი თანხვედრა: ტრაგედია წიგნშიც და რომანშიც ერთსა და იმავე თვეში მოხდა.



7. ლუდოვიკო XVI და ციფრი 21

 

image

 

როცა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XVI ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ასტროლოგმა მას უწინასწარმეტყველა მორიდებოდა ყველა იმ ფაქტს, რაც დაკავშირებული იქნებოდა ციფრ 21-თან. ცუდმა წინასწარმეტყველებამ ისე დააშინა მეფე, რომ ის არაფერს არ გეგმავდა ხოლმე ამ რიცხვში.

თუმცა- “კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო”-ნათქვამია: საფრანგეთის რევოლუციამ მას აიძულა დამორჩილებოდა ბედისწერას: 1791 წლის 21 ივნისს მომხდარი რევოლუციის დროს მეფე და დედოფალი დააპატიმრეს, როცა ქვეყნიდან გაქცევას აპირებდნენ. იმავე წლის 21 სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადეს, ხოლო 1793 წლის 21 იანვარს მეფეს გილიოტინაზე მოკვეთეს თავი.



8. რიჩარდ ლოურენსი და ენდრიუ ჯეკსონი

 

image

 

1935 წელს რიჩარდ ლოურენსმა ჩაიდინა ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონზე შეაიარაღებული თავდასხმა. მან ამისათვის ორი პისტოლეტი შეიძინა. როცა პრეზიდენტი ხალხს ესაუბრებოდა, ლოურენსმა მას ზურგში დაუმიზნა და სასხლეტს ხელი გამოკრა, მაგრამ ტყვია გაიჭედა და მკვლელმა სროლა ვერ განახორციელა. მაშინ მან სცადა მეორე პისტოლეტის გამოყენება და ამჯერად პირდაპირ სახეში დაუმიზნა პრეზიდენტს, მაგრამ ამჯერადაც მოხდა სასწაული და გაჯიუტებულმა პისტოლეტმა სროლაზე უარი განაცხადა. ამასობაში პოლიციამ შენიშნა ბანდიტი და ის მყისვე განაიარაღეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ როცა პოლიციამ პისტოლეტები დაათვალიერა, ორივე მუშა მდგომარეობაში იყო და არანაირი ხარვეზი მათ არ აღენიშნებოდათ.



9. იოსებ სტალინი და თემურ-ლენგი

 

image

 

1941 წელს იოსებ სტალინმა არქეოლოგებს დავალება მისცა გაეთხარათ თემურ-ლენგის საფლავი, რომელიც სამარყანდაში მდებარეობდა.

ამბობდნენ, რომ საფლავზე იყო შემდეგი წარწერა: “ის, ვინც გახსნის ჩემს საფლავს, თავისუფლებაზე გამოუშვებს ომის ბოროტ სულს- უფრო სასტიკს, ვიდრე ვიყავი მე”… საფლავის გახსნიდან ორი დღის შემდეგ ფაშისტური გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს.

1942 წელს წელს სტალინმა ბრძანება გასცა, თემურ-ლენგის ნეშტი ისევ ძველ ადგილას დაეფლათ და საფლავი დაეხურათ. ამ ფაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ გერმანიის ჯარებმა მძიმე მარცხი განიცადეს სტალინგრადთან, რაც ითვლება გარდამტეხ მომენტად მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში.

 

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button