გასართობისაკითხავისასარგებლო

თანამედროვე დროის ტოპ 10 დიქტატორი


ამ პოსტში შემოგთავაზებთ ტოპ 10 დიქტატორს, რომლებსაც მსოფლიო ისტორიის შეცვლაში დიდი წვლილი მიუძღვით. მათ სახელზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა მიწერილი

გადავხედოთ მათ:

1. მაო ძედუნი

ამ ადამიანს აქვს იმის პატივი, რომ ამ სიაში იმყოფებოდეს. ის იყო ჩინეთის რევოლუციის ავტორი. ამ ადამიანმა თითქმის გაანადგურა ჩინური კულტურა, ის მუშაობდა ე.წ სოციალურ პროგრამებზე, ესენი იყო “დიდი ნახტომი” და “კულტურული რევოლუცია”. იგი ცდოილობდა ჩინეთის განვითარებას . მის გამო 70 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

2. იოსებ სტალინი

სტალინი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიქტატორი . იგი მანამდე კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო . მის მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა პროექტმა მრავალი ადამიანი შიმშილობის ზღვარზე მიიყვანა.

3. ადოლფ ჰიტლერი

ვინ იქნება ტოპ 10 დიქტატორს შორის თუ არა ადოლფ ჰიტლერი. იგი ნაცისტური პარტიის ერთადერთი მმართველი იყო, იგი იყო მეორე მსოფლიო ომის ინიციატორი , მის გამო დაიღუპა 17 მილიონი ადამიანი, აქედან 6 მილიონი ებრაელი ხალხი, რომელებიც ჰიტლერს ძალიან სძულდა

4. პოლ პოტი

პოლ პოტი იყო კამბოჯის კომუნისტური პარტიის ლიდერი. მის მიერ გატარებულმა პალიტიკამ, რომელიც აგრარული სოციალიზმის სახელით იყო ცნობილი, 2.500.000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

5.ჰიდეკი ტოჯო

იაპონიის არმიის გენერალი, შემდგომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იგი იყო მეორე მსოფლიო ომის მრავალი თავდასხმის პასუხისმგებელი, მისი დანაშაული მოიცავს საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, ტყვეების სასტიკ მოპყრობას. ასევე ქვეყნის არასაჭირო ომებში ჩართვა. მისი მრავალი დანაშაულის გამო 1948 წელს სიკვდილით დასაჯეს.

6. ვლადიმერ ლენინი

ლენინს მართლა აქვს პატივი ტოპ დიქტატორებს შორის , იგი იყო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი, ოქტომბრის რევოლუციის ავტორი, რომლითაც სამუდამოდ დაამხო იმპერიალიზმი რუსეთში, იგი 1924 წელს გარდაიცვალა.

7. ნიკოლაე ჩაუშესკუ

ეს ადამიანი იყო რუმინეთის დიქტატორი, თავისი ლიდერობის პერიოდში პირველად სასიკეთოდ შეცვალა პოლიტიკა, მაგრამ შემდეგ ტერორული რეჟიმი შემოიღო, მის პერიოდში კანონები ძალიან მკაცრი იყო , მაგალითად აბორტი და განქორწინება სიკვდილით ისჯებოდა . მას რუმინეთის საქონლის ნახევარი ექსპორტზე გაჰქონდა, რამაც გამოიწვია საკვების დეფიციტი. შემდეგ კი ხალხმა რევოლუციით გადააყენა.

8. იდი ამინი

ეს ადამიანი იყო უგანდას პრეზიდენტი. მან ბევრი დანაშაული ჩაიდინა: თავისი პოსტის ბოროტად გამოყენება, უმცირესობების დევნა, კორუფცია, და პოლიტიკური ზეწოლა.

ასევე ცნობილია მის სახელზე 500.000 ადამინის მკვლელობა. იგი საუდის არაბეთში თირკმლის უკმარისობის გამო 2003 წელს გარდაიცვალა.

9. ფრანცისკო ფრანკო

ეს ადამიანი იყო ესპანეთის სახელმწიფოს ოფიციალური პრეზიდენტი, მან თავისი პოსტი სამოქალაქო ომის შემდეგ მოიპოვა . მის პერიოდში ქალები სრულიად უუფლებონი იყვნენ, აგრეთვე აკრძალული იყო სხვა ენებზე ლაპარაკი ესპანეთში.

10. ფიდელ კასტრო


ფიდელ კასტრო იყო კუბის პრეზიდენტი 2008 წლამდე. მან სოციალური წყობა დაამყარა კუბაში და ამით დიდ წარმატებებსაც მიაღწია… ამ ადამიანმა შეძლო თავისი პოსტის ყველაზე დიდხანს დაკავება.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close